1.8.60. Следование к примеру святых

И отцом обрезанных, не только принявших обрезание, но и ходящих по следам веры отца нашего Авраама, которую имел он в необрезании.(Рим.4,12);

1.8.60. მივსდიოთ წმიდათა მაგალითს

- მივყვეთ მათ რწმენის კვალს იგავ.2,20 ქებ.1,8 ინ.8,39 რომ.4,[12] ფლპ.3,17; 1თეს.1,6; 2,14

- რომელნიც ჩვენს ასაშენებლად იღწვიან 1კორ.4,16.17; 2კორ.12,19

- რომელნიც ბაძავენ ქრისტეს 1პეტ.2,21; 1კორ.11,1

- ვეცადოთ ჩვენც გავხდეთ სხვებისთვის ნიმუში 1თეს.1,7

 

ბიბლიის მუხლები

 

იგავნი 2

20. რომ დადიოდე კეთილი გზით და მართალთა ბილიკებს არ გადაუხვიო

 

ქებათა ქება 1

8. თუ ვერ სცნობ, უმშვენიერესო ასულთა შორის, გაჰყევი ცხვრის კვალს და მწყემსთა კარვების შორიახლო აძოვე შენი თიკნები.

 

იოანე 8

39. მიუგეს და უთხრეს მას: ჩვენი მამა აბრაამია. უთხრა მათ იესომ: აბრაამის შვილები რომ იყოთ, საქმესაც აბრაამისას გააკეთებდით.

 

1პეტრე 2

21. ამისთვისა ხართ ხმობილნი, ვინაიდან ქრისტეც ჩვენთვის ევნო და დაგიტოვათ მაგალითი, რათა მისდიოთ მის კვალს.

 

რომაელთა 4

12. ისევე, როგორც მამა წინადაცვეთილებისა: არა მარტო იმათი, ვინც მიიღო წინადაცვეთა, არამედ იმათიც, რომელნიც მისდევენ ჩვენი მამის აბრაამის რწმენის კვალს, რაც ჯერ კიდევ წინადაუცვეთელობისას ჰქონდა.

 

1კორინთელთა 4

16. ამიტომაც შეგაგონებთ, რომ მე მომბაძოთ.

17. სწორედ ამიტომ გამოგიგზავნეთ ტიმოთე, ჩემი საყვარელი და სარწმუნო შვილი უფალში, რათა გაგახსენოთ ჩემი გზები ქრისტე იესოს მიერ, თუ როგორ ვასწავლი ყველგან, ყველა ეკლესიაში.

 

1კორინთელთა 11

1. მე მომბაძეთ, როგორც მე ვბაძავ ქრისტეს.

 

2კორინთელთა 12

19. იქნებ გგონიათ, თქვენს წინაშე ვიმართლებთ თავს? არა, ღვთის წინაშე, ქრისტეში. ხოლო ყოველივე ამას, საყვარელნო, თქვენს ასაშენებლად ვამბობთ.

 

ფილიპელთა 3

17. მაშ, ასე, მე მომბაძეთ, ძმანო, და დაუკვირდით მათ, იმ ნიმუშის მიხედვით რომ იქცევიან, რაცა გაქვთ ჩვენში.

 

1თესალონიკელთა 1

6. ჩვენი და უფლის მიმბაძველნი რომ გახდით, რადგანაც ჭირმრავლობაში შეიწყნარეთ სიტყვა სული წმიდის სიხარულით.

7. ასე რომ, ყველა მორწმუნის ნიმუშად იქეცით მაკედონიასა და აქაიაში.

1თესალონიკელთა 2

14. რადგანაც, ძმანო, მიმბაძველნი გახდით ღვთის ეკლესიებისა, რომლებიც არიან იუდეაში ქრისტე იესოს მიერ, ვინაიდან იგივე დაითმინეთ თვისტომთაგან, რაც მათ - იუდეველთაგან,