3.50.24 Высоты - места идолопоклонства

3.50.24 მაღლობები - კერპთაყვანისმცემლობის ადგილები

მათი მავნებლობლობა:

- მიზეზი გადასახლებისა და ტყვეობისა ლევ.26,30

- საწმიდარის საწინააღმდეგოა რჯ.12,2

- ღვთის რისხვის გამომწვევი 3მფ.14,23 ფს.77,58

- კერპთაყვანისმცემლობის მიზეზი 4მფ.12,3

- უზნეობის გამომწვევი იერ.3,2

- ხდებოდა ბავშვების მსხვერპლშეწირვა იერ.7,31

- ამხილებდნენ წინასწარმეტყველები ეზეკ.6,2-6 ოს.4,13

.

მაღლობები ააშენეს:

- სოლომონმა 3მფ.11,7.8

- იერობყამმა 3მფ.12,31.32

- იუდეველებმა 3მფ.14,23

- ისრაელიანებმა 4მფ.17,9-11

- სეფარიმელები 4მფ.17,32

- მენაშემ 4მფ.21,3

- იორამმა 2ნეშ.21,11

- ახაზმა 2ნეშ.28,25

.

დაანგრიეს:

- ხიზკიაჰუმ 4მფ.18,4.22

- იოშიამ 4მფ.23,5.8.13

- ასამ 2ნეშ.14,3-5

- იოშაფატმა 2ნეშ.17,6

.

ბიბლიის მუხლები

ლევიანნი 26

30. გაგინადგურებთ მაღლობებს, აგიჩეხავთ მზის სვეტებს, თქვენს მძორებს კერპების ნანგრევებზე დავყრი და შეგიძულებთ ჩემი სული.

მეორე რჯული 12

2. ბოლომდე მოსპეთ ყველა ის ადგილი, სადაც თქვენ მიერ განდევნილი ხალხები ემსახურებოდნენ თავიანთ ღმერთებს, მაღალ მთებსა და ბორცვებზე და ყველა ამწვანებული ხის ქვეშ.

3მეფეთა 11

7. მაშინ აუშენა სოლომონმა მაღლობი ქემოშს, მოაბის სიბილწეს, მთაზე, იერუსალიმის პირდაპირ; ასევე მოლოქს, ყამონის ძეთა სიბილწეს.

8. ასევე მოიქცა ყველა თავისი უცხოელი ცოლის გულისთვის, რომლებიც თავ-თავის ღმერთებს უკმევდნენ და სწირავდნენ.

3მეფეთა 12

31. საკერპე ააშენა იერობყამმა მაღლობზე და მღვდლები დანიშნა ყველა ტომიდან, გარდა ლევის ძეებისა.

32. დღესასწაული დაადგინა იე­რობყამმა მერვე თვის მეთხუთმეტე დღეს, იმ დღესასწაულის მსგავსად, იუდაში რომ იყო და სამსხვერპლოზეც ავიდა; ასევე მოიქცა ბეთელშიც, რათა ხბოებისთვის შეეწირა, რომლებიც გააკეთა. და მღვდლები დაუდგინა ბეთელში მაღლობებს, რომლებიც აღმართა.

3მეფეთა 14

23. მათაც მოიწყვეს მაღლობები, აიშენეს სვეტები და საკერპოები ყოველ მაღალ ბორცვსა და ფოთლოვანი ხის ქვეშ.

4მეფეთა 12

3. ოღონდ მაღლობები არ გაუუქმებია; ჯერ კიდევ გორაკებზე სწირავდა და აკმევდა ხალხი.

4მეფეთა 17

9. ფარულად სჩადიოდნენ ამ საქმეებს უფლის, თავისი ღმერთის წინააღმდეგ ისრაელის ძენი და გორაკები გაიმართეს თავიანთ ქალაქებში, საგუშაგო გოდოლიდან გამაგრებულ ქალაქამდე.

10. სვეტები და აშერები დაიდგეს ყველა მაღალ ბორცვსა და ყოველი მწვანე ხის ქვეშ.

11. საკმეველს აკმევდნენ იქ, ყოველ მაღლობზე, იმ ერების მსგავსად, რომლებიც განდევნა უფალმა მათგან, ბოროტად იქცეოდნენ უფლის გასაჯავრებლად.

32. უფლისაც ეშინოდათ და თავისი წიაღიდან ირჩევდნენ მაღლობების მღვდლებს, რომლებიც მათთვის მსახურობდნენ მაღლობების სახლებში.

4მეფეთა 18

4. მან გააუქმა მაღლობები, დაამსხვრია ქანდაკებანი და აჩეხა აშერი. მანვე დაამსხვრია მოსეს გაკეთებული სპილენძის გველი, რადგან ისრაელის ძენი იმ დღეებამდე უკმევდნენ და ნეხუშტანს უწოდებდნენ მას.

22. ხოლო თუ მეტყვით: ჩვენი უფალი ღმერთის იმედი გვაქვსო! იმას ხომ არ გულისხმობთ, ვისი მაღლობები და სამსხვერპლონიც ხიზკიაჰუმ გააუქმა და უთხრა იუდასა და იერუსალიმს: ამ სამსხვერპლოსთან ეცითო თაყვანი იერუსალიმში?

4მეფეთა 21

3. კვლავ ააშენა ხიზკიაჰუს, მამამისის მიერ დანგრეული მაღლობები; სამსხვერპლოები აღუმართა ბაყალს და გააკეთა აშერი, როგორც ახაბს, ისრაელის მეფეს ჰქონდა გაკეთებული; მთელ ციურ მხედრობას ეთაყვანებოდა და ემსახურებოდა.

4მეფეთა 23

5. გაყარა იუდას მეფეთა მიერ დაყენებული ქურუმები, რომლებიც საკმეველს აკმევდნენ მაღლობებზე იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის შემოგარენში; და ბაყალს, მზეს, მთვარეს, ვარსკვლავებსა და ცის მთელ მხედრობას უკმევდნენ;

8. გამოიყვანა იუდას ქალაქებიდან ყველა მღვდელი და წაბილწა ის მაღლობები, სადაც აკმევდნენ ისინი, გებაყიდან ბეერ-შებაყამდე, დაანგრია კარიბჭის მაღლობები, ერთი - ქალაქის მთავრის, იეშუას, კარიბჭის შესასვლელთან რომ იყო და მეორე - ქალაქის კარიბჭის ხელმარცხნივ.

13. შებილწა მეფე იოშიამ მაღლობები იერუსალიმის გასწვრივ, გახრწნილების მთის მარჯვნივ, სოლომონმა, ისრაელის მეფემ რომ აუშენა ყაშთორეთს - ციდონელთა სიბილწეს, ქამოშს - მოაბის სიბილწეს და მილქომს - ყამონის ძეთა სისაძაგლეს.

2ნეშტთა 14

3. მოშალა უცხო სამსხვერპლონი და მაღლობები; და აჩეხა (ფინიკიელთა ქალღმერთის) აშერები.

4. იუდევლებს უფლის, თავიანთი მამების ღმერთის ძიება და რჯულისა და მცნების შესრულება უბრძანა.

5. გააუქმა იუდას ქალაქებში სამსხვერპლო მაღლობები და მზის სვეტები. და მოისვენა სამეფომ მისი მეფობის დროს.

2ნეშტთა 17

6. უფლის გზების ერთგული იყო და იუდაშიც კი მოშალა მაღლობები და აშერის კერპები.

2ნეშტთა 21

11. მანაც გააკეთა მაღლობები იუდას მთებში, გარყვნა იერუსალიმის მცხოვრებნი და აცდუნა იუდა.

2ნეშტთა 28

25. იუდას ყოველ ქალაქში გააკეთა მაღლობები, რათა უცხო ღმერთებისთვის ეკმია და განარისხა უფალი, თავისი მამების ღმერთი.

ფსალმუნი 77

58. განარისხებდნენ თავისი მაღლობებით და კერპებით აღვიძებდნენ მის შურს.

იერემია 3

2. მიაპყარ თვალები მოტიტვლებულ სიმაღლეებს და ნახე, სად აღარ მრუშობდნენ შენთან ერთად. გზებზე უსაფრდებოდი მათ, როგორც არაბი უდაბნოში, შებილწე ქვეყანა შენი სიძვითა და ბოროტებით.

იერემია 7

31. თოფეთის სიმაღლეები აღმართეს ბენჰინომის ჭალებში, რათა ცეცხლში დაეწვათ საკუთარი ძენი და ასულნი, რაც არ მიბრძანებია მათთვის, გულშიც არ გამივლია.

ეზეკიელი 6

2. "ძეო კაცისავ! მიაქციე სახე ისრაელის მთებისკენ და იწინასწარმეტყველე მათ წინააღმდეგ.

3. უთხარი: მთანო ისრაელისა! ისმინეთ, რას ამბობს უფალი ღმერთი: ასე ეუბნება-თქო უფალი ღმერთი მთებს, ბორცვებს, ხევებსა და ხეობებს: აჰა, მომაქვს თქვენზე მახვილი და მოვსპობ თქვენს სამსხვერპლო მაღლობებს.

4. დაინგრევა თქვენი სამსხვერპლოები, დაიმსხვრევა თქვენი სვეტები. თქვენი კერპების წინ დავცემ თქვენს დახოცილებს.

5. მათსავე კერპებს მივუყრი ისრაელის ძეთა გვამებს და მოვფანტავ თქვენს ძვლებს თქვენი სამსხვერპლოების ირგვლივ.

6. ყველა თქვენი საცხოვრებელი ქალაქი აოხრდება და სიმაღლეები დაინგრევა, რათა აოხრდეს და დაინგრეს თქვენი სამსხვერპლოები და დაიმსხვრეს და გატიალდეს თქვენი კერპები, განადგურდეს თქვენი სვეტები და აღმოიფხვრას თქვენი საქმეები.

ოსია 4

13. მთათა მწვერვალებზე სწირავენ მსხვერპლს და მაღლობებზე უკმევენ მუხის, ალვისა და ტერებინთის ქვეშ, რადგან საამოა მათი ჩრდილი; ამიტომ იმეძავებენ თქვენი ასულნი და იმრუშებენ თქვენი საპატარძლონი.