4.15.19 Вдова

4.15.19 ქვრივი ქალების შესახებ

მითითებები ქვრივებთან დაკავშირებით:

- აღთქმები რიცხ.30,9

- სამოსელი რჯ.24,17

- საკვები რჯ.24,19-21

- დაცვა ეს.1,17

- განმეორებითი ქორწინება რომ.7,3

- პატივისცემა 1ტიმ.5,3.4

არასწორი დამოკიდებულება მათდამი:

- მევახშეები ვახშში შვილებს ართმევენ 4მფ.4,1

- არ განიკითხავენ ხელისუფალნი ეს.1,23

- უსამართლო მსაჯულები ნადავლად იტაცებენ ეს.10,2

- ნთქავენ მათ სახლებს ფარისევლები მარ.12,40

- უგულვებელყოფა ზოგის ეკლესიაში საქ.6,1

მათი დაცვა:

- ღმერთისგან გამ.22,22-24

- ჭეშმარიტი მსახურებისგან იაკ.1,27

ქვრივები იყვნენ:

- ნაყომი რუთ.1,20

- თეკოაყელი ქალი 2მფ.14,4.5

- ცარფათელი ქალი 3მფ.17,9

- ანა ფენუელის ასული ლუკ.2,36.37

- ღარიბი ქვრივი ლუკ.21,2.3

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 22

22. ქვრივსა და ობოლს ნუ დაჩაგრავ.

23. თუ დაჩაგრავ, მე შემომჩივლებენ და შევისმენ მათ ჩივილს.

24. რისხვით ავინთები და მახვილით მოგსრავთ; ცოლები დაგიქვრივდებათ და შვილები დაგიობლდებათ.

რიცხვნი 30

9. ქვრივის ან ქმარგაყრილის აღთქმა და ყოველი აღკვეთა, რითაც რაიმე აღკვეთილი აქვს თავისი თავისთვის, უნდა შესრულდეს მასზე.

მეორე რჯული 24

17. ნუ გაამრუდებ მდგმურისა და ობლის სამართალს, ნუ დაიგირავებ ქვრივი ქალის სამოსელს.

19. თუ მომკი სამკალს და ძნა დაგავიწყდება ყანაში, ნუღა გაბრუნდები მის წამოსაღებად - მდგმურებსა და ქვრივ-ობლებს დარჩეთ, რომ აკურთხოს უფალმა, შენმა ღმერთმა, ყველაფერი, რასაც შენი ხელით გააკეთებ.

20. როცა ზეთისხილს ჩამობერტყავ, რტოებს ნუღა დაუწყებ თვალიერებას - მდგმურებსა და ქვრივ-ობლებს დარჩეს.

21. როცა ვენახს დაკრიფავ, მომცვრევას ნუღა დაიწყებ - მდგმურებსა და ქვრივ- ობლებს დარჩეს.

რუთი 1

20. უთხრა მათ: ნუღა დამიძახებთ ნაყომის (სიამეს), დამიძახეთ მარა (გამწარებული), რადგან მეტისმეტად გამამწარა ყოვლადძლიერმა.

2მეფეთა 14

4. შევიდა თეკოაყელი ქალი მეფესთან, დაემხო მიწაზე, თაყვანისცა და უთხრა: მიშველე, მეფეო.

5. ჰკითხა მეფემ: რა გჭირს? უთხრა ქალმა: ერთი ქვრივი ქალი ვარ, ქმარი მომიკვდა.

3მეფეთა 17

9. ადექი და წადი ციდონის ცარფათში და იქ იცხოვრე. ნაბრძანები მაქვს იქ ერთი ქვრივი ქალისთვის, რომ საჭმელი გაჭამოს.

4მეფეთა 4

1. ერთმა ქალმა, რომელიღაც წინასწარმეტყველის ცოლმა, შეჰღაღადა ელისეს: მოკვდა ჩემი ქმარი, შენი მორჩილი. შენ იცი, ღვთისმოშიში იყო შენი მორჩილი. მოვიდა მევალე და ჩემი ორი ბავშვი მონებად მიჰყავს.

ესაია 1

17. სიკეთის ქმნა ისწავლეთ, ეძიეთ სამართალი, შეეწიეთ ჩაგრულს, განიკითხეთ ობოლი, ქვრივს გამოესარჩლეთ.

23. შენი მთავრები განდგომილნი არიან და ქურდთა თანამზრახველები; ყველას ქრთამი უყვარს და მოსაკითხებზე ნადირობენ; ობოლს არ განიკითხავენ და ქვრივის საჩივარი არ სწვდებათ.

ესაია 10

2. სამართლისგან რომ განარიდებენ ღარიბ-ღატაკთ, ამტყუნებენ ჩემი ერის ჩაგრულს, ქვრივებს ნადავლად იტაცებენ და ობლებს ძარცვავენ!

მარკოზი 12

40. რომლებიც ნთქამენ ქვრივთა სახლებს და თვალთმაქცურად ლოცულობენ დიდხანს: მით უფრო მძიმე იქნება მათი სასჯელი.

ლუკა 2

36. იქვე იყო ანა წინასწარმეტყველი, ფენუელის ასული, აშერის ტომიდან, ღრმად მოხუცებული, ქალწულობის შემდეგ ქმართან შვიდ წელიწადს ნაცხოვრები.

37. ოთხმოცდაოთხ წელს მიტანებული ქვრივი იყო იგი, ტაძარს არ შორდებოდა, მარხვითა და ვედრებით ემსახურებოდა დღე და ღამე.

ლუკა 21

2. დაინახა ღარიბი ქვრივიც, რომელმაც ორი ლეპტა ჩააგდო.

3. თქვა: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ამ ღარიბმა ქვრივმა ყველაზე მეტი ჩააგდო,

საქმეები 6

1. ხოლო იმ დღეებში, როცა იზრდებოდა მოწაფეთა რიცხვი, ელინისტებს შორის დაიწყო დრტვინვა ებრაელთა წინააღმდეგ, ვინაიდან მათი ქვრივები უგულებელყოფილნი იყვნენ ყოველდღიური მსახურებისას.

იაკობი 1

27. წმიდა და უმწიკვლო მსახურება ღვთისა და მამის წინაშე ისაა, რომ გაჭირვებაში მიხედო ქვრივ-ობლებს და ამ ქვეყნისაგან შეურყვნელად დაიცვა თავი.

რომაელთა 7

3. ამიტომაც, თუ ქმრის სიცოცხლეში სხვას გაჰყვა, მეძავად იწოდება, ხოლო თუ ქმარი მოუკვდა, განთავისუფლებულია რჯულის მიერ, და სხვას რომ გაჰყვეს, აღარ იწოდება მეძავად.

1ტიმოთე 5

3. პატივი ეცი ქვრივებს, რომლებიც მართლა ქვრივები არიან.

4. ხოლო თუ ქვრივს შვილები ან შვილიშვილები ჰყავს, დაე, მათ თავდაპირველად ისწავლონ თავიანთი ოჯახის პატივისცემა და სანაცვლო მიაგონ მშობლებს, რადგანაც ეს ეამება ღმერთს.