1.1.91 Вид - внешние формы

Быт.1,27 Лук.9,29 Деян.7,44; 1Пет.1,14 Рим.12,2; 1Кор.1,31 Флп.3,21

1.1.91 სახე, ხატი, იერი, მსგავსება - გარეგნული ფორმები

- ღვთის მსგავსად შეიქმნა ადამიანი დაბ.1,27

- ქრისტეს გარეგნობა ლუკ.9,29

- ხილვაში ნაჩვენების მსგავსად ნაშენი საქ.7,44

- არ დავემსგავსოთ ამ ქვეყანას რომ.12,2

- მის გულისთქმებს 1პეტ.1,14

- ამ ქვეყნის სახის დროებითობა 1კორ.7,31

- მორწმუნის სხეულს ღმერთი გარდაქმნის ქრისტეს დიდებული სხეულის მსგავსად ფლპ.3,21

ბიბლიის მუხლები

დაბადება 1

27. შექმნა ღმერთმა კაცი თავის ხატად, ღვთის ხატად შექმნა იგი. მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.

ლუკა 9

29. როცა ლოცულობდა, მისი სახის იერი შეიცვალა, ხოლო მისი სამოსელი მოელვარე და სპეტაკი გახდა.

საქმეები 7

44. მოწმობის კარავი იყო ჩვენს მამებთან უდაბნოში, როგორც დაუდგინა მოსეს მასთან მოლაპარაკემ, რათა გაეკეთებინა იმ სახის მიხედვით, რომელიც იხილა.

1პეტრე 1

14. როგორც გამგონე შვილები, ნუ აჰყვებით უმეცრების დროინდელ გულისთქმებს.

რომაელთა 12

2. ნუ ემსგავსებით ამ ქვეყანას, არამედ გარდაიქმენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ნება ღვთისა, კეთილი, სათნო და სრული.

1კორინთელთა 1

31. ამ ქვეყნით მოსარგებლენი კი - როგორც მოზარალენი, ვინაიდან წარმავალია საწუთროს ხატი.

ფილიპელთა 3

21. რომელიც ჩვენს დამდაბლებულ სხეულს თავისი დიდების სხეულის მსგავსად გარდაქმნის, იმ ძალის მეშვეობით, რომლითაც ყოველივეს თავის თავს დაუმორჩილებს.