4.21.3. Ученики благовествовали

Мар.3,14 деян.2,22 ,, 4,[2].20.25,, 8,29,, 10,42,, 12,17; 13,45,, 15,23; 16,13,, 17,18; 23,26; 26,6.7 Иак. 1,[1]

4.21.3. მოწაფეები ახარებდნენ

მარ.3,14 საქ.4,[2].20,, 8,29,, 10,42,, 12,17; 13,45,, 15,23; 16,13,, 17,18; იაკ. 1,[1]

ბიბლიის მუხლები

მარკოზი 3

14. აირჩია თორმეტი, რათა ყოფილიყვნენ მასთან და საქადაგებლად წარეგზავნა ისინი,

საქმენი მოციქულთა 4

2. განრისხებულნი იმის გამო, რომ ხალხს ასწავლიდნენ და აუწყებდნენ

იესოს მკვდრეთით აღდგომას.

20. არ შეგვიძლია არა ვთქვათ ის, რაც გვიხილავს და გვსმენია.

საქმენი მოციქულთა 8

29. მაშინ სულმა უთხრა ფილიპეს: მიდი და მიუახლოვდი ამ ეტლს.

საქმენი მოციქულთა 10

42 გვიბრძანა, ვუქადაგოთ ხალხს და ვუმოწმოთ, რომ ის არის ღვთისგან განწესებული ცოცხალთა და მკვდართა მსაჯულად.

საქმენი მოციქულთა 12

17. ხოლო მან ხელით ანიშნა, ჩუმად იყავითო, და უამბო მათ, როგორ გამოიყვანა უფალმა საპყრობილედან; მერე თქვა: ეს ამბავი იაკობს და ძმებსაც შეატყობინეთო; გამოვიდა და სხვაგან წავიდა.

საქმენი მოციქულთა 13

45. ამდენი ხალხის დანახვაზე იუდეველები შურით აღივსნენ და გმობით უარყოფდნენ იმას, რასაც ამბობდა პავლე.

საქმენი მოციქულთა 15

23. თავიანთი ხელით დაწერეს ასე: მოციქულები და უხუცესი ძმები: ანტიოქიაში, სირიასა და კილიკიაში წარმართთაგან მოქცეულ ძმებს, გიხაროდეთ!

საქმენი მოციქულთა 16

13. შაბათ დღეს ქალაქგარეთ, მდინარის პირას გავედით, სადაც სამლოცველო გვეგულებოდა; დავსხედით და გამოველაპარაკეთ იქ თავშეყრილ ქალებს.

საქმენი მოციქულთა 17

18. ზოგიერთი ეპიკურელი და სტოელი ფილოსოფოსი შეეკამათა; ერთნი ამბობდნენ: ნეტა რისი თქმა სურს ამ ყბედსო, მეორენი კი გაიძახოდნენ: ეტყობა, უცხო ღვთაებების მქადაგებელიაო, რაკიღა იესოსა და აღდგომას ახარებდა მათ.

იაკობი 1

1. იაკობი, მონა ღვთისა და უფალ იესო ქრისტესი, თორმეტ განთესილ ტომს, - გიხაროდეთ.