3.43.16 Долг - взятое взаймы

Жизнь без долгов.

Библейские принципы касающиеся долгов.

Принцип1.Должники находятся в рабстве у тех,кто дает им взаймы. Многие используют слово "долг",говоря о любого рода займах.Это все же недостаточно точно.Писание выходит за рамки принятого определения и описывает условия задолженности.Даже если долг не просрочен(все платежи вносятся вовремя) должник потенциально находится в рабском положении. "Богатый господствует над бедным,и должник делается рабом заимодавца"(Притчи22:7).Если же долг не возвращен вовремя,тогда ,согласно Библии,заимодавцу дается власть от Бога.

-Принцип2.Писание разрешает занимать деньги. Некоторые учителя,движимые благими намерениями,заняли позицию, согласно которой Божье Слово запрещает всякого рода одалживание,и поэтому христиане вообще не должны ни брать ,ни давать в долг,они основывают свою позицию на отрывке из Писания:"Не оставайтесь должными никому ничем,кроме взаимной любви;ибо любящий другого исполнил закон"(Рим.13:8).Если Бог через апостола Павла хотел сказать Своему народу,что всякое одалживание запрещено,почему же тогда в Новом Завете есть наставления,велящие должникам возвращать то,что они заняли?Апостол наставлял не отказываться платить налоги,чтобы понять,смысл Рим.13:8,необходимо вернуться к Рим.13:6,7.

Одалживание и не поощряется в Писании,но оно и не запрещено.

3.43.16 ვალები - სესხი, ვახში, გადახდა, გადაუხდელობა, პატიება და უპატიობებლობა

ნათქვამია:

- მოძმისთვის ვალის სარგებლით მიცემის აკრძალვა გამ.22,25-27 რჯ.23,19.20

- მეშვიდე წლის პატიების დაწესება რჯ.15,1-18

- ძმების გამოსყიდვა და ვალების პატიება ნეემ.5,5-13

- ვახშის აღების აკრძალვა ეზეკ.18,7.8.12.13.16.17

- იგავი ვალების პატიებასა და უპატიებლობაზე მათ.18,23-35

- ექვემდებარება გადახდას რომ.13,6.7

- სასურველია არავისი არაფერი გვემართოს სიყვარულის გარდა რომ.13,8

.

ვალის ბოროტადგამოყენების შედეგები:

- დამონება ლევ.25,39

- ჩივილი 4მფ.4,1

- თავდებობა - მახეში გაბმა იგავ.6,1-5

- დავა-კამათი იერ.15,10

.

სიმბოლურად:

- ღვთის მოწყალება ფს.36,26

- ცოდვები მათ.6,12

- მორალური ვალი რომ.1,14

- საქმეებით მიგება რომ.4,4

.

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 22

25. თუ ვინმეს, ჩემ ერისაგანს, ღარიბ-ღატაკს, ვერცხლს ასესხებ, მევახშესავით ნუ მოექცევი, სარგებელს ნუ დაუწესებ.

26. თუ შენი თვისტომისგან ტანსაცმელს დაიგირავებ, მზის ჩასვლამდე დაუბრუნე.

27. რადგან იგი მისი ერთადერთი საფარველია, მისი ხორცის შესამოსელია; რაში გამოეხვიოს ძილის დროს? როცა შემომჩივლებს, შევისმენ, რადგან გულმოწყალე ვარ.

ლევიანნი 25

39. თუ გაღარიბდა შენი ძმა და მოგეყიდება, არ დაიმონო ის მონური შრომით.

მეორე რჯული 15

1. ყოველი მეშვიდე წლის თავზე გამოაცხადე პატიება.

2. აი, პატიების რაობა: აპატიოს ყოველმა მევალემ, ვისაც რამე უსესხებია თავისი მოყვასისთვის, და ნურაფერს მოთხოვს თავის მოყვასს ან მოძმეს, რადგან პატიება იქნება გამოცხადებული უფლის სახელზე.

3. უცხოელს მოსთხოვე, მაგრამ აპატიე შენს მოძმეს, თუ შენი ვალი ექნა.

4. თუმცა არ იქნება თქვენში ღარიბი, რადგან კურთხევით გაკურთხევს უფალი იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს წილად უფალი, შენი ღმერთი, რათა დაიმკვიდრო,

5. ოღონდ თუ შეისმენ უფლის, შენი ღმერთის სიტყვას და ეცდები ყველა ამ მცნების შესრულებას, რასაც დღეს გიცხადებ.

6. რადგან გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, როგორც ნათქვამი აქვს შენთვის: ბევრ ხალხს ექნება შენი ვალი, შენ კი არ ისესხებ; ბევრ ხალხზე იბატონებ, შენზე კი არავინ იბატონებს.

7. თუ იქნა თქვენში ღარიბი, ერთი თქვენი მოძმეთაგანი, თქვენს ერთ-ერთ ქალაქში, იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, გულს ნუ გაიქვავებ და ხელმოჭერილი ნუ იქნები შენი ღარიბი მოძმის მიმართ.

8. არამედ ხელგაშლილი იყავი და ასესხე მისი გასაჭირის კვალობაზე, რაც უჭირს.

9. ფრთხილად იყავი, გულში არ შეგეპაროს უგვანი ფიქრი, არ თქვა: ახლოვდება მეშვიდე წელი, პატიების წელი. აითვალწუნებ შენს ღარიბ მოძმეს და არაფერს მისცემ. უფალთან გიჩივლებს და ცოდვა დაგედება.

10. მიეცი და ნუ ინაღვლებს შენი გული მიცემისას, რადგან ამისთვის გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, ყველა შენს საქმეში და ნაამაგარში.

11. რადგან არ დაილევა ღარიბი ამ ქვეყანაზე; ამიტომაც გიბრძანებ, რომ ხელგაშლილი იყო შენი მოძმის მიმართ, შენი ღატაკისა და ღარიბის მიმართ შენს ქვეყანაში.

12. თუ მოგეყიდა შენი ებრაელი მოძმე, კაცი ან ქალი, და ექვს წელს გემსახურა, მეშვიდე წელს გაათავისუფლე შენგან.

13. როცა გაათავისუფლებ, ხელცარიელი არ გაუშვა.

14. მიეცი საჩუქრად რაიმე შენი ფარიდან, კალოდან ან საწნახელიდან; რითაც უკურთხებიხარ უფალს, შენს ღმერთს, მიეცი.

15. გაიხსენე, რომ ყმა იყავი ეგვიპტის ქვეყანაში და გამოგისყიდა უფალმა, შენმა ღმერთმა. ამიტომაც გიანდერძებ დღეს ამას.

16. თუ მოხდება ისე, რომ გითხრას: არ წავალ შენგან, რადგან მიყვარხართ შენ და შენი სახლი, რადგან კარგადა ვართ შენთანო,

17. აიღე სადგისი, კარზე მიადებინე ყური და გაუხვრიტე და შენი ყმა იქნება სამუდამოდ. ასევე მოექეცი ყმაქალსაც.

18. ნუ გაგიძნელდება მისი გათავისუფლება შენგან, რადგან ექვს წელიწადში მოჯამაგირის ორმაგი გასამრჯელო დაიმსახურა შენგან. გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, ყოველ საქმეში.

მეორე რჯული 23

19. არ მისცე სარგებელში შენს მოძმეს არც ვერცხლი, არც საჭმელი და არც რამე ნივთი, რაც სარგებელში შეიძლება გაიცეს.

20. უცხოელს მიეცი სარგებელში, შენს მოძმეს კი ნუ მისცემ სარგებელში, რომ გიკურთხოს უფალმა, შენმა ღმერთმა, მთელი შენი ნაამაგარი იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ.

4მეფეთა 4

1. ასე შეღაღადა ერთმა ქალმა, წინასწარმეტყველთა ცოლთაგან, ელისეს: "მოკვდა ჩემი ქმარი, შენი მსახური; შენ იცი, რომ უფლის მოშიში იყო იგი. ახლა კი მევახშე მომადგა, რათა ორივე ჩემი შვილი მონებად წაიყვანოს თავისთვის”.

ნეემია 5

5. ახლა, ჩვენს მოძმეთ ისეთივე ხორცი აქვთ, როგორც ჩვენ, მათ ისეთივე ვაჟები ჰყავთ, როგორიც ჩვენ. ჩვენი ვაჟები და ასულები მონებად უნდა მივცეთ, ზოგიერთი ჩვენი ასულთაგანი კი უკვე დამონებულია, ძალა აღარა გვაქვს ხელებში. ჩვენი ყანები და ვენახები სხვებს ეკუთვნის.

6. ძალიან მეწყინა, როდესაც მათი დრტვინვა და ასეთი სიტყვები მოვისმინე.

7. მაგრამ გულმა მიკარნახა და დავა დავუწყე დიდებულებს, თავკაცებს და ვუთხარი თქვენს მოძმეთაგან ვახშს იღებთ-მეთქი. მათ წინააღმდეგ დიდი კრებული მოვიწვიე.

8. და ვუთხარი: წარმართებს მიყიდული ჩვენი იუდაელი მოძმენი გამოვისყიდეთ, რამდენადაც შეგვეძლო თქვენ კი საკუთარ ძმებს ყიდით და ჩვენ გვეყიდებიან ისინი. ისინი კი დუმდნენ, სიტყვას ვერ პოულობდნენ.

9. ვუთხარი: არ არის კარგი ეს საქმე, თქვენ რომ აკეთებთ. განა ჩვენი ღმერთის შიშით არ უნდა დადიოდეთ, რათა ხალხებისგან და ჩვენი მტრებისგან სირცხვილი აიცილოთ?

10. მე, ჩემი ძმებიცა და ბიჭებიც, ვალად ვაძლევდით ვერცხლსა და ხორბალს. მოდით, მივუტევოთ მათ ეს ვალი.

11. დღესვე დავუბრუნოთ მათი ყანები, ვენახები, ზეთისხილის ბაღები, სახლები, ასეულობით ვერცხლი, პური, ღვინო და ზეითუნის ზეთი, სარგებელში რომ აიღეთ მათგან.

12. თქვეს: დავუბრუნებთ, და აღარ მოვთხოვთ. ისე მოვიქცევით, როგორც შენ ამბობ. მღვდელს დავუძახე და დავაფიცე ისინი, რათა ის სიტყვა შეესრულებინათ.

13. გამოვიბერტყე ჩემი სამოსლის უბე და ვთქვი: ასე გამობერტყოს-მეთქი ღმერთმა თავისი სახლიდან და მამულიდან ყველა ის კაცი, რომელიც ამ სიტყვას არშეასრულებს; ასე იყოს-მეთქი გაბერტყილი და გამოცარიელებული. და თქვა მთელმა კრებულმა: ამინ! და განადიდა უფალი. ხალხმა შეასრულა ეს სიტყვა.

ფსალმუნი 36

26. ის ყოველდღე მოწყალებას გაიღებს და გაასესხებს, კურთხეულია მისი შთამომავალი.

იერემია 15

10. ვაიმე, დედაჩემო, ვინაიდან მთელ ქვეყანასთან საკამათოდ და საჩხუბრად მშობე; ვახშით არავისთვის მიმიცია, და არც ვინმეს მოუცია ჩემთვის ვალად, მაგრამ ყველა მე მწყევლის.

ეზეკიელი 18

7. არავის ჩაგრავს, მევალეს ვალს უბრუნებს, არ მტაცებლობს, მშიერს თავის პურს უყოფს და შიშველს სამოსელით მოსავს;

8. სარგებელში არ გასცემს და ვახშს არ იღებს, ხელს არიდებს უკეთურებას და მართალ სამართალს აჩენს კაცსა და კაცს შორის,

12. ჩაგრავდეს ღარიბ-ღატაკს, მტაცებლობდეს, ვალს არ აბრუნებდეს, კერპებს თვალს აპყრობდეს, სისაძაგლეს სჩადიოდეს,

13. სარგებელში გასცემდეს და ვახშს იღებდეს და ცოცხლობდეს? არ უნდა ცოცხლობდეს! ყველა ამ სისაძაგლის ჩამდენი სიკვდილით უნდა მოკვდეს; მის თავზე უნდა იყოს მისი სისხლი.

16. არავის ჩაგრავს, გირაოს არ იხუთავს, არ მტაცებლობს, მშიერს თავის პურს უყოფს და შიშველს სამოსელით მოსავს,

17. ხელს არიდებს უკეთურებას, ვახშსა და სარგებელს არ იღებს, ჩემს სამართალს ასრულებს, ჩემი წესებით იქცევა, ეს არ მოკვდება თავისი მამის დანაშაულის გამო, ჭეშმარიტად იცოცხლებს!

მათე 6

12. და მოგვიტევე ჩვენი ვალები, როგორც ჩვენ მივუტევებთ ჩვენს მოვალეთა.

12. (ახალი გადამუშ. 2015)

და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა;

მათე 18

23. ამითა ჰგავს ცათა სასუფეველი მეფეს, რომელმაც გადაწყვიტა ანგარიში გაესწორებინა თავისი მონებისათვის.

24. და როცა ანგარიშსწორება დაიწყო, წარუდგინეს მას ერთი, რომელსაც მისი ათი ათასი ტალანტი ემართა.

რომაელთა 1

14. ბერძენთა და ბარბაროსთა, ბრძენთა და უგუნურთა მოვალე ვარ.

რომაელთა 4

4. ხოლო მოქმედს საზღაური მადლით კი არ მიეგება, არამედ ვალით.

რომაელთა 13

6. სწორედ იმიტომ იხდით ხარკს, რომ ღვთის მსახურნი არიან ამ საქმეზე გადაგებულნი.

7. ამრიგად, ყველას მიაგეთ მისი კუთვნილი: ვისაც ხარკი ეგება - ხარკი, ვისაც ბაჟი - ბაჟი, საშიშარს - შიში, პატივსაცემს - პატივისცემა.

8. არავისი არა გემართოთ რა, გარდა ურთიერთსიყვარულისა, რადგან ვისაც უყვარს მოყვასი, მან აღასრულა რჯული.