3.40.30. Если о чем неправильно мыслим, Бог откроет и направит

Пс.24,8.9 Прит.3,6 Ин.7,17 Иак.1,5 Гал.5,10 Флп.3,[15]; 4,7

3.40.30. სწორეზე უნდა ვფიქრობდეთ, არასწორეზეც რომ ვფიქრობდეთ, ღმერთი გაგვიცხადებს და გზას გვასწავლის

ფს.24,8.9 იგავ.3,6 ინ.7,17 იაკ.1,5 გალ.5,10 ფლპ.3,[15]; 4,7 

ბიბლიის .მუხლები

 

ფსალმუნი 24

8. კეთილი არის უფალი და მართალი, ამიტომ ცოდვილთ აყენებს გზაზე.

9. წაუძღვება თავმდაბალთ სამართალში და თავიანთ გზას ასწავლის მორჩილთ.

იგავები 3

6. შეეცადე მის შეცნობას ყოველ შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს.

იოანე 7

17. ვისაც სურს აღასრულოს მისი ნება, შეიცნობს, ვისია ეს მოძღვრება: ღმრთისაგან არის თუ ჩემით ვლაპარაკობ.

იაკობი 1

5. ხოლო თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, დაე, სთხოვოს ღმერთს, ყოვლის უხვად და უშურველად გამცემს, და მიეცემა. 

გალატელთა 5

10. მწამს თქვენი უფალში, რომ არ გექნებათ სხვა აზრი: ვინც უნდა იყოს თქვენი ამამღვრეველი, ვერსად წაუვა მსჯავრს.

ფილიპელთა 3

15. ამრიგად, ვინც სრულქმნილია, სწორედ ასე უნდა ფიქრობდეს; მაგრამ სხვანაირადაც რომ ფიქრობდეთ, ღმერთი გამოგიცხადებთ ამასაც.

ფილიპელთა 4

7. და მშვიდობა ღვთისა, რომელიც ყველა გონებაზე უზენაესია, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ზრახვებსაც ქრისტე იესოში.