4.15.23 Нечистота и очищение супругов

4.15.23 მეუღლეთა უწმინდურება და განწმენდა

გამოწვეული

- მშობიარობით ლევ.12,2.4.5

- ვენერიული ლევ.15,2-4 რიცხ.5,2.3

- სქესობრივი ლევ.15,16-19

- მენსტრუალური ლევ.15,24.28.32.33; 18,19

.

სხვადასხვა სახის:

- ფიზიკური რჯ.23,10.11

- მორალური 1თეს.4,7

.

სანიტარული ღონისძიება:

- განბანვა რჯ.23,10.11

.

მეუღლეთაგან სულიერი ურთიერთგაწმენდა 1კორ.7,14

.

ქრისტესმიერი განწმედა სხეულის და სინდისის ებრ.9,13.14

- მივეახლოთ უფალს განწმედილნი გამ.19,15 ებრ.10,22

.

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 19

15. უთხრა ხალხს: "მზად იყავით მესამე დღისთვის, ცოლებს ნუ მიეკარებით”.

ლევიანნი 12

2. "უთხარი ისრაელიანებს: თუ დაორსულდება ქალი და შობს მამრს, უწმიდურია იგი მაშინ შვიდ დღეს; როგორც წიდოვანების დღეებში, უწმიდური იქნება იგი.

4. ქალი კი ოცდაცამეტი დღე დარჩეს განწმედის სისხლდენაში; წმიდას არაფერს შეეხოს და საწმიდარში არ შევიდეს, ვიდრე არ შესრულდება მისი განწმედის დღენი.

5. და თუ მდედრს შობს, მაშინ ორ კვირას იქნება უწმიდური, როგორც წიდოვანების დღეებში და სამოცდაექვსი დღე დარჩეს განწმენდის სისხლდენაში.

ლევიანნი 15

2. "ელაპარაკეთ ისრაელის შვილებს და უთხარით: თუ ვინმეს გამონადენი ექნება სხეულიდან, უწმიდურია იგი გამონადენის გამო.

3. აი, რა არის მისი უწმიდურება: როდესაც გამონადენი სდის სხეულიდან და როდესაც უჩერდება გამონადენი სხეულში, ეს მისი უწმიდურებაა.

4. ყოველი საწოლი, რომელზეც დაწვება ლორწომდინარი, უწმიდურია და რაზეც დაჯდება - უწმიდურია.

16. მამაკაცმა, რომელსაც თესლდენა დაემართა, წყლით დაიბანოს მთელი სხეული და იქნება უწმიდური საღამომდე.

17. ყოველი სამოსელი და სხეულის ყოველი ნაწილი, რაზეც თესლი დაიღვარა, წყლით უნდა განიბანოს და საღამომდე უწმიდური იქნება.

18. როდესაც დაწვება მამაკაცი ქალთან და მოხდება თესლდენა - ორივემ წყლით დაიბანონ და იქნებიან საღამომდე უწმიდურები.

19. თუ ქალს სისხლდენა აქვს სხეულიდან, შვიდი დღე იქნება განმარტოებული. ყველა, ვინც შეეხება - საღამომდე უწმიდური იქნება.

24. თუ დაწვება მასთან მამაკაცი და მოეცხება ქალის თვიური ნადენი, მაშინ უწმიდური იქნება ის მამაკაცი შვიდ დღეს და ყოველი საწოლი, რომელზეც დაწვება იგი, უწმიდური იქნება.

28. როცა განიწმინდება სისხლდენისგან, გადაითვალოს შვიდი დღე და შემდეგ იქნება სუფთა.

32. ესაა რჯული ლორწომდინარის და იმისა, ვისაც თესლდენა დაემართება, რაც გააუწმიდურებს მას;

33. წიდოვანისა და ლორწომდინარისა, მამაკაცი იქნება თუ დედაკაცი, და კაცისა, რომელიც გაუწმიდურებულ ქალთან დაწვება”.

ლევიანნი 18

19. წიდოვნების დროს ნუ მიეკარები ქალს მისი სიშიშვლის ასახდელად.

რიცხვნი 5

2. "უბრძანე ისრაელიანებს, რომ ყოველი კეთროვანი, ლორწომდინარი და მიცვალებულით გაუწმიდურებული გაუშვან ბანაკიდან.

3. ბანაკის გარეთ გაუშვით მამაკაციც და დედაკაციც, რათა არ შებილწონ თავისი ბანაკი, რომელშიც მე ვიმყოფები”.

მეორე რჯული 23

10. თუ იქნება თქვენს შორის კაცი, რომელიც ღამით გამონადენით გაუწმიდურდა, გავიდეს ბანაკის გარეთ და არ შემოვიდეს მასში.

11. საღამო ჟამს წყლით განიბანოს, მზის ჩასვლისას კი შევიდეს ბანაკში.

1კორინთელთა 7

14. რადგან ურწმუნო ქმარი ცოლით განიწმიდება და ურწმუნო ცოლი ქმრით განიწმიდება; სხვანაირად თქვენი შვილები არაწმიდანი იქნებოდნენ, ახლა კი წმიდანი არიან.

1თესალონიკელთა 4

7. რადგან ღმერთმა უწმიდურებისკენ კი არა, სიწმიდისკენ მოგვიწოდა.

ებრაელთა 9

13. ვინაიდან თუ ვაცთა და კუროთა სისხლი და დეკეულის ფერფლის პკურება წმიდას ჰყოფს გაუწმიდურებულთ, რათა განიწმიდოს სხეული,

14. მით უმეტეს ქრისტეს სისხლი, რომელმაც მარადიული სულით შესწირა ღმერთს თავისი უბიწო თავი, განწმედს ჩვენს სინდისს მკვდარი საქმეებისგან ცოცხალი ღმერთის სამსახურისთვის.

ებრაელთა 10

22. მივუახლოვდეთ მას მართალი გულებით და სრული რწმენით, ბოროტი სინდისისგან სხურებით გულგაწმედილნი და სუფთა წყლით სხეულგანბანილნი.