3.43.14 Богатые

Пр.11,28 Иер.5,27.28 Ос.12,8 Лук.6,24; 12,15-21; 16,19-25; 18,22-25 Иак.2,15 Рим.10,12 2кор.8,9 Еф.2,4 1Тим.6,9.18 Отк.2,9

3.43.14 მდიდრები

მათი სულიერი ნაკლოვანებები:

- სიმდიდრეზე არიან დაიმედებული იგავ.11,28

- ძნელად თუ შევლენ ცათა სასუფეველში მათ.19,23.24

- თვითკმაყოფილნი ლუკ.6,24

- ივიწყებენ ღმერთს ლუკ.12,15-21

- არ ანაღვლებთ სხვების საჭიროებანი ლუკ.16,19-25

- ეჭიდებიან საკუთარ სიკეთეს ლუკ.18,22-25

- ადვილად ცდუნდებიან 1ტიმ.6,9

-

სულიერად ნათქვამია:

- ღმერთზე ეფ.2,4

- ქრისტეზე რომ.10,12

- ქრისტიანებზე იაკ.2,5

- ჭეშმარიტ სიმდიდრეზე 2კორ.8,9

- კეთილ საქმეებზე 1ტიმ.6,18

- ქვეყნიურ ადამიანებზე იერ.5,27.28

- თვითკმაყოფილებზე ოს.12,8

- ეკლესიებზე, დაცემულ მდგომარეობაში მყოფებზე გმცხ.2,9

-

ბიბლიის მუხლები

იგავნი 11

28. თავის სიმდიდრეზე დაიმედებული დაეცემა, მართალი კი მწვანე ფოთოლივით გაიშლება.

იერემია 5

27. როგორც გალიაა სავსე ფრინველებით, ასევე მათი სახლებია სავსე სიცრუით. ასე გალაღდნენ ისინი და გამდიდრდნენ.

28. გასუქდნენ, გადაიპოხნენ, ბოროტებაშიც კი დაწინაურდნენ; სასამართლოში საქმეს არ არჩევენ, ობლის საქმეს, რომ ეშველოს რამე, უპოვართა სამართალს არ განიკითხავენ.

ოსია 12

8. თქვა ეფრემმა: აჰა, ხომ გავმდიდრდი და მოვიხვეჭე დოვლათი; მთელს ჩემს ნამუშაკევში ვერ მიპოვნიან დანაშაულს, რომ რამეში შემეცოდოს.

ლუკა 6

24. მაგრამ ვაი თქვენ, მდიდარნო, ვინაიდან უკვე ღებულობთ თქვენს ნუგეშისცემას.

ლუკა 12

15. უთხრა: "იფხიზლეთ და დაიცავით თავი ანგარებისგან, რადგან ადამიანის სიცოცხლე მისი ქონების სიუხვეზე როდია დამოკიდებული”.

16. და უთხრა მათ იგავი: "ერთ მდიდარ კაცს ყანაში კარგი მოსავალი მოუვიდა.

17. იფიქრა თავისთვის: რა ვქნა, ვინაიდან არ მაქვს მოსავლის დასაბინავებელი?

18. თქვა, ასე მოვიქცევი: ჩემს ბეღლებს დავანგრევ, უფრო დიდებს ავაშენებ და იქ შევინახავ მთელ ჩემს ხორბალსა და დოვლათს.

19. და ვეტყვი საკუთარ თავს: ჩემო თავო, ბევრი სიკეთე გაქვს დაგროვილი, მრავალი წლის საკმარი; მოისვენე, ჭამე, სვი და იმხიარულე.

20. მაგრამ უთხრა ღმერთმა: უგუნურო, ამაღამ მოგთხოვენ შენს სულს, და რაც დაიმზადე, ვიღას დარჩება?

21. ასე მოუვა ყველას, ვინც თავისთვის იუნჯებს და ღმერთში არ მდიდრდება”.

ლუკა 16

19. "იყო ერთი მდიდარი კაცი, ძოწეულსა და ბისონს იცვამდა და ყოველდღე დიდებულად ნადიმობდა.

20. ასევე იყო ერთი ღატაკი, სახელად ლაზარე, რომელიც მის ჭიშკართან იწვა წყლულებით დაფარული.

21. ენატრებოდა მდიდრის სუფრიდან გადმოცვენილი ნამცეცებით გაძღომა. ძაღლები მოდიოდნენ და წყლულებს ულოკავდნენ.

22. მოკვდა გლახაკი და ანგელოზებმა აბრაჰამის წიაღში მიიყვანეს. მდიდარიც მოკვდა და დამარხეს.

23. და ჯოჯოხეთში, ტანჯვა-წამებაში მყოფმა, აღაპყრო თვალები და დაინახა შორიდან აბრაჰამი და ლაზარეც მის წიაღში.

24. შესძახა: მამაო აბრაჰამ, შემიწყალე და მომივლინე ლაზარე, რომ თითის წვერი დაისველოს წყალში და ენა გამიგრილოს, რადგან ვიტანჯები ამ ალში.

25. უთხრა აბრაჰამმა: შვილო, გაიხსენე, რომ უკვე მიიღე შენ სიცოცხლეში სიკეთენი, ლაზარემ კი - სიავენი. ამიტომ ახლა ის აქ ნუგეშცემულია, შენ კი იტანჯები.

ლუკა 18

22. ეს რომ მოისმინა, უთხრა იესომ: "ერთიღა გაკლია: რაც გაქვს, ყველაფერი გაყიდე, ღარიბებს დაურიგე და გექნება საუნჯე ზეცაში; მერე მოდი და გამომყევი”.

23. ეს რომ გაიგონა, დამწუხრდა, რადგან ძალიან მდიდარი იყო.

24. იესომ შეხედა მას და თქვა: "რაოდენ ძნელია სიმდიდრის მქონეთა შესვლა ღმერთის სამეფოში.

25. რადგან აქლემი უფრო იოლად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმერთის სამეფოში”.

იაკობი 2

5. ისმინეთ, ჩემო საყვარელო ძმანო: განა ამ ქვეყნის გლახაკნი არ აირჩია ღმერთმა რწმენით მდიდრებად და სასუფევლის მკვიდრებად, რომელიც აღუთქვა თავის მოყვარეთ?

რომაელთა 10

12. ვინაიდან არ არის განსხვავება იუდეველსა და ბერძენს შორის, რაკიღა ერთია ყველას უფალი, ეგზომ გულუხვი ყველა მისი მხმობელისადმი.

2კორინთელთა 8

9. რადგანაც იცით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი, რომ ის, მდიდარი, გაღატაკდა თქვენი გულისთვის, რათა გამდიდრებულიყავით მისი სიღატაკით.

ეფესელთა 2

4. ხოლო წყალობით მდიდარმა ღმერთმა, თავის დიდ სიყვარულში, რომლითაც შეგვიყვარა,

1ტიმოთე 6

9. გამდიდრების მსურველნი კი ცვივიან განსაცდელსა და მახეში, ასევე მრავალ ბრიყვულ და მავნე გულისთქმაში, რომლებიც გასანადგურებლად და დასაღუპად ითრევენ ადამიანს;

18. რათა ქველმოქმედებდნენ, კეთილი საქმით მდიდრდებოდნენ, გულუხვნი იყვნენ, ხელგაშლილნი,

გამოცხდება 2

9. ვიცი შენი გასაჭირი და სიღატაკე, - თუმცაღა მდიდარი ხარ, - და გმობა მათგან, რომელნიც ამბობენ, იუდეველნი ვართო, და არ კი არიან, არამედ საკრებულო სატანისა.