1.1.109 Сигор

Быт.14,2.8; 19,20-22 Вт.34,3 Ис.15,5

1.1.109 Tsoar (French)

Gen.14,2.8; 19,20-22 Deu.34,3 Esa.15,5

1.1.109 ცოღარი (სეგორი, ცოყარი)

=1.1.109 ცოღარი (სეგორი, ცოყარი)

(მცირე, პატარა, უმნიშვნელო)

- ქანაანის უძველესი ქალაქი, ადრე ეწოდებოდა ბელაყი დაბ.14,2.8

- შეწყალებულ იქნა ლოტის თხოვნით დაბ.19,20-22

- მოსემ იხილა ფისგას მწვერვალიდან რჯ.34,3

- წინასწარმეტყველება მისი დაღუპვის შესახებ ეს.15,5

ბიბლიის მუხლები

დაბადება 14

2. ომი დაიწყეს სოდომის მეფე ბერაყთან, გომორას მეფე ბირშაყთან, ადმას მეფე შინაბთან, ცებოიმის მეფე შემებერთან და ბელაყის ანუ ცოყარის მეფესთან.

8. და გამოვიდნენ სოდომის, გომორას, ადმას, ცებოიმის, ბელაყის ანუ ცოყარის მეფეები და სიდიმის ველზე გაუმართეს ბრძოლა.

დაბადება 19

20. აჰა, ახლოსაა ეს ქალაქი გასაქცევად, თანაც უმნიშვნელოა. იქ შევეფარები და გადავირჩენ თავს”.

21. უთხრა: "ამ თხოვნასაც შეგისრულებ და არ დავამხობ ამ ქალაქს, შენ რომ ახსენე.

22. იჩქარე, იქ შეაფარე თავი, რადგან არაფრის ქმნა არ ძალმიძს შენს იქ მისვლამდე!” ამიტომ ეწოდა ამ ქალაქს ცოყარი ანუ უმნიშვნელო.

მეორე რჯული 34

3. ნეგები და იერიხოს ველის ტაფობი - პალმების ქალაქი, ცოყარამდე.

ესაია 15

5. კვნესის მოაბზე გული ჩემი; ცოყარამდე გაურბიან უბედურებას, სამი წლის დეკეულივით; ქვითინით ადიან ლუხითის აღმართზე და კივილი ისმის ხორონაიმის გზაზე მათი უბედურების გამო.