1.1.78 Бритва

Чис.6,5 Суд.13,5; 16,17; 1цар.1,11 Пс.51,2 Ис7,20. Иез.5,1

1.1.78 სამართებელი

დალაქთა სამუშაო იარაღი ეზეკ.5,1

.

მოწმიდარისგან მისი შეუხებლობის აღთქმა რიცხ.6,5 მსაჯ.13,5; 16,17; 1მფ.1,11

.

გადატანითი მნიშვნელობით:

- ბოროტი ენა ფს.51,2

- წინასწარმეტყველებაში - სირცხვილი, დამცირება ეს.7,20

.

ბიბლიის მუხლები

რიცხვნი 6

5. მოწმიდარობის აღთქმის მთელს დროს სამართებელი არ უნდა შეეხოს მის თავს; ვიდრე არ გაუვა უფლის მოწმიდარობის ვადა, წმიდაა იგი. თმა უნდა მოიზარდოს თავზე.

მსაჯულთა 13

5. რადგან, აჰა, დაორსულდები და ვაჟი შეგეძინება, სამართებელი არ უნდა მიეკაროს მის თავს, რადგან ღვთის მოწმიდარი იქნება იგი დედის მუცლიდანვე და შეუდგება ისრაელის დახსნას ფილისტიმელთა ხელიდან.

მსაჯულთა 16

17. გამოუტყდა და უთხრა: სამართებელი არ გაჰკარებია ჩემს თავს, რადგან დედის მუცლიდან ღვთის მოწმიდარი ვარ. თავი რომ გადამპარსონ, ძალა გამომეცლება, დავძაბუნდები და სხვათა მსგავსი შევიქნები.

1მეფეთა 1

11. აღუთქვამდა და ეუბნებოდა: ცაბაოთ უფალო, თუ მიხედავ შენი მხევლის ტანჯვას, თუ გამიხსენებ და არ დაივიწყებ შენს მხევალს, და მისცემ შენს მხევალს ვაჟიშვილს, უფალს დავუთმობ მას. ვიდრე ცოცხალი იქნება, დანა არ შეეხება მის თავს.

ფსალმუნი 51

2. ბოროტებას იზრახავს შენი ენა; როგორც გალესილი სამართებელი, მქმნელია სიყალბისა.

ესაია 7

20. იმ დღეს გაუპარსავს ჩემი მეუფე მდინარის გაღმიდან ნაქირავები სამართებლით - აშურის მეფით - თავს და ფეხის ბალანს და წვერსაც მოკვეცავს.

ეზეკიელი 5

1. ადამის ძევ! აიღე გალესილი მახვილი და დალაქთა სამართებელივით მოიტარე თავზე და წვერზე. აიღე სასწორი და გაჰყავი თმა.