1.8.82 Обращение множества к Христу

Ис.45,22.23 Деян.2,41.47; 4,4; 5,14; 6,7; 8,6-8.14.15; 9,31.35.42

1.8.82 მრავალთა მოქცევა ქრისტეს მიმართ

- მოციქულთა ჟამს საქ.2,41.47; 4,4; 5,14; 6,7; 8,6-8.14.15; 9,31.35.42

 

- ნაწინასწარმეტყველებია ეს.45,22.23

 

ბიბლიის მუხლები

 

ესაია 45

22. ჩემკენ მოიქეცით და გადარჩებით, ქვეყნის ყოველი კუთხისანო, რადგან მე ვარ ღმერთი და სხვა არავინაა.

23. ჩემი თავი მაქვს დაფიცებული, ჩემი პირიდან გამოვიდა სიმართლე და ჩემი სიტყვა არ გადაითქმის, რადგან ყოველი მუხლი ჩემს წინაშე მოიყრება, ყოველი ენა მე დამიფიცავს.

 

საქმეები 2

41. ვინც მიიღო მისი სიტყვა, კიდეც მოინათლა, და შეემატათ იმ დღეს სამი ათასამდე სული.

47. ღვთის მაქებარნი და მთელი ხალხის მიერ მადლით მოსილნი, ხოლო უფალი დღითიდღე ჰმატებდა ეკლესიას დახსნილთ.

 

საქმეები 4

4. ხოლო მრავალმა, ვინც ისმინა სიტყვა, ირწმუნა; და იყო მათი რიცხვი ხუთი ათასამდე.

 

საქმეები 5

14. და სულ უფრო მეტი მორწმუნე ემატებოდა უფალს, სიმრავლე კაცთა და ქალთა.

 

საქმეები 6

7. იზრდებოდა ღვთის სიტყვა და უჩვეულოდ მრავლდებოდა მოწაფეთა რიცხვი იერუსალიმს; და მღვდელთაგანაც ბევრი დაემორჩილა რწმენას.

 

საქმეები 8

6. ხალხი ერთსულოვნად უგდებდა ყურს, რასაც ამბობდა ფილიპე, უსმენდა და ხედავდა სასწაულებს, რომლებსაც ახდენდა იგი.

7. ვინაიდან მრავალთაგან, ვინც უწმინდურ სულებს შეეპყროო ყვირილით. გამოდიოდნენ ისინი და მრავალი დავრდომილი და კოჭლი იკურნებოდა.

8. და იყო დიდი სიხარული იმ ქალაქში.

14. იერუსალიმში დარჩენილმა მოციქულებმა გაიგეს, რომ სამარიამ მიიღო ღვთის სიტყვა, და გაგზავნეს მათთან პეტრე და იოანე,

15. რომლებმაც ჩასვლისას ილოცეს მათთვის, რათა მიეღოთ სული წმიდა.

 

საქმეები 9

31. ხოლო ეკლესიას მთელს იუდეაში, გალილეასა და სამარიაში მშვიდობა ჰქონდა, შენდებოდა, უფლის შიშით წარიმართებოდა და მრავლდებოდა სულით წმიდით ნუგეშცემული.

35. მაშინ მისი შემყურე ლიდიისა და სარონის ყველა მკვიდრი უფლისაკენ მოიქცა.

42. ეს ამბავი მთელ იოპეს მოედო და ბევრმა იწამა უფალი.