1.5.4. Использование времени

Прит.27,[1] Екк.3,1-8 Лук.12,12 Иак.4,13-16,, 2Кор.6,2 Еф.5,16 Отк.2,21,, 10,6

Не хвались завтрашним днем, потому что не знаешь, что родит тот день.(Прит.27,1). 

Всему свое время, и время всякой вещи под небом:

2 время рождаться, и время умирать; время насаждать, и время вырывать посаженное;

3 время убивать, и время врачевать; время разрушать, и время строить;

4 время плакать, и время смеяться; время сетовать, и время плясать;

5 время разбрасывать камни, и время собирать камни; время обнимать, и время уклоняться от объятий;

6 время искать, и время терять; время сберегать, и время бросать;

7 время раздирать, и время сшивать; время молчать, и время говорить;

8 время любить, и время ненавидеть; время войне, и время миру.(Екк.3,1-8). 

Итак, смотрите, поступайте осторожно, не как неразумные, но как мудрые,

16 дорожа временем, потому что дни лукавы.(Еф.5,15.16). 

Я дал ей время покаяться в любодеянии ее, но она не покаялась.Отк.2,21). и клялся Живущим во веки веков, Который сотворил небо и все, что на нем, землю и все, что на ней, и море и все, что в нем, что времени уже не будет(Откр.10,6).

1.5.4. დროის გამოყენებისთვის

იგ. 27,[1]; ეკლ. 3,1-8; ლუკ. 12,12; იაკ. 4,13-16; 2კორ. 6,2; ეფ. 5,16;

გმცხ. 2,21; 10,6

ბიბლიის მუხლები

იგავნი 27

1. თავს ნუ იქებ ხვალინდელი დღით, რადგან არ იცი რას დაბადებს დღე.

ეკლესიასტე 3

1. ყოველივეს თავის დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში.

 

2. ჟამი შობისა და ჟამი სიკვდილისა; ჟამი დანერგვისა და ჟამი დანერგულის აღმოფხვრისა.

 

3. ჟამი მოკვდინებისა და ჟამი განკურნებისა; ჟამი ნგრევისა და ჟამი შენებისა.

 

4. ჟამი ტირილისა და ჟამი სიცილისა; ჟამი გლოვისა და ჟამი ლხინისა.

 

5. ჟამი ქვათა მიმოფანტვისა და ჟამი მათი შეგროვებისა; ჟამი მიჯნურთა პაემანისა და ჟამი მათი გაყრისა.

 

6. ჟამი პოვნისა და ჟამი დაკარგვისა; ჟამი შენახვისა და ჟამი გაფლანგვისა.

 

7. ჟამი დარღვევისა და ჟამი შეკერვისა; ჟამი დუმილისა და ჟამი უბნობისა.

 

8. ჟამი სიყვარულისა და ჟამი სიძულვილისა; ჟამი ომისა და ჟამი მშვიდობისა.

ლუკა 12

12. რადგანაც სული წმიდა გასწავლით მაშინ, რა უნდა თქვათ.

იაკობი 4

13. ამრიგად, თქვენ, რომელნიც ამბობთ: დღესა თუ ხვალ ამა და ამ ქალაქში წავალთ, ერთ წელიწადს დავრჩებით იქ, ვივაჭრებთ და მოვიგებთო,

 

14. მაგრამ ის კი არ იცით, რა გელით ხვალ, ვინაიდან რა არის თქვენი სიცოცხლე? ნისლი, რომელიც წამით ჩანს და მსწრაფლ განქარდება,

 

15. ნაცვლად იმისა, რომ გეთქვათ: თუ უფალი ინებებს, ვიცოცხლებთ და ამასა და ამას ვიზამთო, -

 

16. თქვენი ქედმაღლობის გამო იქადით; მაგრამ ყოველგვარი სიქადული ბოროტებაა.

2კორინთელთა 6

2. რადგანაც ამბობს: „შეწყალების ჟამს ვისმინე შენი და ხსნის დღეს შეგეწიე“. აჰა, ესაა შეწყალების ჟამი; აჰა, ესაა ხსნის დღე.

ეფესელთა 5

16. გაუფრთხილდით დროს, რადგანაც უკეთურნი არიან დღენი.

გამოცხადება 2

21. მივეცი დრო, რომ მოენანიებინა თავისი სიძვა, მაგრამ არ ინება სინანული.

გამოცხადება 10

6. და დაიფიცა ცოცხალი უკუნითი უკუნისამდე, რომელმაც შექმნა ცა და ყოველივე ციური, მიწა და ყოველივე მიწიერი, ზღვა და ყოველივე ზღვიური, რომ უკვე აღარ იქნება დრო.

თემაზე წერდნენ

***

ადამიანი პოულობს დროს ყოველივე იმისთვის, რაც სინამდვილეში უნდა.

__ დოსტოევსკი __

 

***

ხშირად ვამბობთ, დრო არ მაქვსო, მაგრამ ვფიქრობთ კი ვინმე, რა უზუსტობასთან გვაქვს საქმე? განა რომელიმე ჩვენგანი განიცდის მის ნაკლებობას? ვინმესთვის ნუთუ მეტ-ნაკლები სიჩქარით გადის იგი? ხომ ყველას თანაბრად გვაქვს ის მოცემული? მაგრამ ზოგისთვის ის სწრაფად გადის, ზოგისთვის - ნელა, იმის მიხედვით, ვინ როგორ განიცდის და იყენებს მას. ამ თქმაში, უფრო ხშირად იმას ვგულისხმობთ, რომ რაღაცისთვის გვაქვს დრო და რაღაცისთვის კი არ გვყოფნისო... და აქ გვავიწყდება, რომ თუ გული გულობს, ქადა ორივე ხელით იჭმევა და როგორც ერთი რამისთვის გვყოფნის დრო, ისე მეორე რამისთვისაც უნდა მოვიტოვოთ, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენს ინტერესებში რატომღაც არ არის ის მეორე, რომლისთვისაც, პირველის გამო, დრო აღარ გვრჩება. აბა, მაშინ ვიფიქროთ იმაზეც, რომ რაც ფასეულია, მას რაღაც ძალისხმევა სჭირდება ჩვენგან, ხოლო უფასურს ისედაც ვაკეთებთ - უქმად ვატარებთ ძალიან ბევრ დროს ჩვენს ცხოვრებაში და რა გამოვიდა აქედან? - ის, რომ ფასეულისთვის ყოველთვის ქრონიკულად არ გვყოფნის დრო და გვგონია კი, რომ დრო არ გვაქვს.

 __ მ. ბ. __

 

***

საწუთრო – უთვალავ წუთთა სატაკიტუკო და არა გამოგუდული გასუსულობა. დასაზღვრული, ნიადაგ მედინი მირიადები – მარტოდ შთენილი დაყუნცული ბედოვლათისთვის საშინელი აწმყო, მქრქალი წარსული და ვაითუ არმომსვლელი ნამყო; ხოლო დროის დამსაქმებლისთვის ხელშესახები და სათქმელად შესაძლებელი – ეს ამ დროს შევქმენ და ეს ამ დროსო.

__ მ.ბ. __