1.8.87 Сим

Быт.5,32; 7,13; 9,26; 10,22-32; 11,10-26 Сирах.49,16 Лук.3,36

1.8.87 სემი

(სახელი)

 

ნოეს უფროსი ძე დაბ.5,32

გადაურჩა წარღვნას დაბ.7,13

მიიღო კურთხევა დაბ.9,26 ზირაქ.49,16

სემიტი ხალხების მამამთავარი დაბ.10,22-32

 

წინაპარი:

აბრაამის დაბ.11,10-26

ქრისტესი ლუკ.3,36

 

ბიბლიის მუხლები

 

დაბადება 5

[32.] ოთხმოცდაათი წლისა იყო ნოე, როცა შვა სემი, ქამი და იაფეთი.

 

დაბადება 7

13 და იმ დღეს შევიდნენ კიდობანში ნოე, სემი, ქამი და იაფეთი, და ნოეს ცოლი და მისი ვაჟების ცოლები მათთან ერთად,

 

დაბადება 9

26. თქვა: კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი სემისა! მორჩილად გაუხდეს მას ქანაანი!

 

დაბადება 10

22. სემის ძენი: ელამი, აშური, არფაქშადი, ლუდი და არამი.

23. არამის ძენი: ყუცი, ხული და მაში.

24. არფაქშადმა შვა შალახი, შალახმა შვა ყებერი.

25. ყებერს შეეძინა ორი ძე; ერთს ერქვა ფელეგი, რადგან მის დროს გაიყო ქვეყანა. მის ძმას ერქვა იაკტანი.

26. იაკტანმა შვა ალმოდადი, შალეფი, ხაცარ-მანეთი, იარახი,

27. ჰადორამი, უზალი, დიკლა,

28. ყობალი, აბიმაელი, შება,

29. ოფირი, ხავილა, იობაბი. ესენი ყველა იაკტანის ძენი არიან.

30. მათი სამკვიდრებელი ვრცელდებოდა მეშადან სეფარის მიმართულებით აღმოსავლეთის მთამდე.

31. ესენი არიან სემის ძენი თავ-თავისი ტომის მიხედვით, თავ-თავისი ენის მიხედვით, თავ-თავის ქვეყანაში, თავ-თავის ხალხში.

32. ეს არის ნოეს ძეთა შთამომავლობა თავ-თავისი მოდგმის მიხედვით, თავ-თავის ხალხში. მათგან განშტოვდნენ ხალხები ქვეყანაზე წარღვნის შემდეგ.

 

დაბადება 11

10. ეს არის სემის მოდგმა: ასი წლის იყო სემი, როცა შვა არფაქშადი, წარღვნიდან ორი წლის შემდეგ.

11. იცოცხლა სემმა არფაქშადის დაბადებიდან ხუთასი წელი. და შვა ძენი და ასულნი.

12. ოცდათხუთმეტი წლის იყო არფაქშადი, როცა შვა შალახი.

13. იცოცხლა არფაქშადმა შალახის დაბადებიდან ოთხას სამი წელი და შვა ძენი და ასულნი.

14. ოცდაათი წლისა იყო შალახი, როცა შვა ყებერი.

15. იცოცხლა შალახმა ყებერის დაბადების შემდეგ ოთხას სამი წელი და შვა ძენი და ასულნი.

16. ოცდათოთხმეტი წლისა იყო ყებერი, როცა შვა ფალეგი.

17. იცოცხლა ყებერმა ფალეგის დაბადების შემდეგ ოთხას ოცდაათი წელი და შვა ძენი და ასულნი.

18. ოცდაათი წლისა იყო ფალეგი, როცა შვა რეღუ.

19. იცოცხლა ფალეგმა რეღუს დაბადების შემდეგ ორასცხრა წელი და შვა ძენი და ასულნი.

20. ოცდათორმეტი წლისა იყრ რეღუ, როცა შვა სერუგი.

21. იცოცხლა რეღუმ სერუგის დაბადების შემდეგ ორას შვიდი წელი და შვა ძენი და ასულნი.

22. ოცდაათი წლისა იყო სერუგი, როცა შვა ნახორი.

23. იცოცხლა სერუგმა ორასი წელი ნახორის დაბადების შემდეგ და შვა ძენი და ასულნი.

24. ოცდაცხრა წლისა იყო ნახორი, როცა შვა თერახი.

25. იცოცხლა ნახორმა თერახის დაბადების შემდეგ ას ცხრამეტი წელი და შვა ძენი და ასულნი.

26. სამოცდაათი წლისა იყო თერახი, როცა შვა აბრამი, ნახორი და ჰარანი.

 

ზირაქი 49

16. ადამიანთა შორის განდიდნენ სემი და სეთი, მაგრამ ყველა ცოცხალზე მეტი, ვინც კი შექმნილა, ადამია.

 

ლუკა 3

36. კაინანისა, არფაქსადისა, სემისა, ნოესი, ლამექისა,

 

__თემაზე წერდნენ__

***

არფაქშადის დაბადების შემდეგ სემმა კიდევ 500 წელი იცოცხლა და 600 წლის ასაკში გარდაიცვალა (დაბ.11:10, 11). აქედან გამომდინარე, ის სარას სიკვდილიდან 13 წლის შემდეგ და ისაკისა და რებეკას ქორწინებიდან 10 წლის შემდეგ მოკვდა.