1.2.93 Вменять

Быт.3,17-19 Лев.17,4 Пс.105,31 Ис.53,5.6 Лук.5,22-24 Ин.1,29 Рим.4,3.6-8; 5,12-21; 8,20-23; 10,4-10; 1Кор.1,30; 2Кор.5,21 Гал.3,13 Филим.1,18 Евр.9,28

1.2.93 ნაცვალგება, მაგიერობა ბიბლიაში

შენაცვლების მაგალითები:

- ვალის პატიება ღარიბისთვის ფილიმ.1,18

- ბოროტის მოკითხება უკეთურისგან ლევ.17,4

- ჩაეთვალა მოწყალებად მართალს ფს.105,31

.

ადამის მოკვდავობა მიეგო მთელ კაცობრიობას:

- მისი ცოდვაში ჩავარდნის გამო დაბ.3,17-19

- ადამის ცოდვის და მისი გამოსყიდვის ახსნა რომ.5,12-21

- საყოველთაო კანონი რომ.8,20-23

.

მორწმუნეთა ცოდვები შეენაცვლა ქრისტეს:

- დაედო მას ეს.53,5.6

- იქცა ცოდვის მსხვერპლად 2კორ.5,21

- დაიწყევლა ჩვენთვის გალ.3,13

- იტვირთა ჩვენი ცოდვები იოან.1,29 ებრ.9,28

.

ქრისტეს მართლობა შეენაცვლათ მის მორწმუნეებს:

- საქმეების მიუხედავად რომ.4,6-8

- რწმენით რომ.10,4-10

- ახსნილია თვალსაჩინოდ ლუკ.15,22-24

- ღმერთი ამართლებს ცოდვილებს რომ.5,18.19

- ქრისტეა ჩვენი სიმართლე 1კორ.1,30

- ვმართლდებით მასში 2კორ.5,21

- მაგალითია აბრაამის რწმენა რომ.4,3

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 3

17. ადამს უთხრა: რაკი შენს დედაკაცს დაუჯერე და შეჭამე ხის ნაყოფი, რომლის ჭამა აკრძალული მქონდა შენთვის, მიწა დაიწყევლოს შენს გამო: ტანჯვით მიიღებდე მისგან საზრდოს მთელი სიცოცხლე.

18. ძეძვი და ეკალი აღმოგიცენოს და მინდვრის ბალახი იყოს შენი საზრდო.

19. პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე მიწად მიიქცეოდე, რადგან მისგანა ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი

ლევიანნი 17

4. სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან არ მიიყვანს, რომ უფლის სავანესთან შესწიროს უფალს, ამ კაცს სისხლი მიეკითხება. მან სისხლი დაღვარა და უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.

ფსალმუნი 105

31.ჩაეთვალა მას მოწყალებად თაობიდან თაობამდე, სამარადჟამოდ.

ესაია 53

5. მაგრამ ის ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი, ჩვენი უკეთურობებისთვის დალეწილი; მასზე იყო სასჯელი ჩვენი სიმრთელისთვის და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ.

6. ყველანი ცხვრებივით დავეხეტებოდით, თითოეული ჩვენ-ჩვენ გზას ვადექით, უფალმა კი მას შეჰყარა ყოველი ჩვენგანის უკეთურება.

ლუკა 15

22. ხოლო მამამ თავის მონებს უთხრა: მოიტანეთ უკეთესი სამოსი და შემოსეთ იგი, გაუკეთეთ ბეჭედი ხელზე და ფეხთ ხამლები ჩააცვით.

23. მოიყვანეთ ნასუქი ხბო და დაკალით; ვჭამოთ და ვიმხიარულოთ.

24. რადგან ეს ჩემი ძე მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა. და დაიწყეს მხიარულება.

იოანე 1

29. მეორე დღეს დაინახა მისკენ მომავალი იესო და თქვა: აჰა, ტარიგი ღმრთისა, რომელიც იტვირთავს ქვეყნის ცოდვებს.

რომაელთა 4

3. ვინაიდან რას ამბობს წერილი? „ერწმუნა აბრაამი ღმერთს, და შეერაცხა მას სიმართლედ“.

6. ასე დავითიც ნეტარს უწოდებს კაცს, რომელსაც ღმერთი, საქმეთა მიუხედავად, შეურაცხავს სიმართლეს.

7. ნეტავი მათ, რომელთაც მიეტევათ ურჯულოებანი და დაეფარათ ცოდვანი.

8. ნეტავი მას, ვისაც უფალი არ შეურაცხავს ცოდვას.

რომაელთა 5

12. ვინაიდან როგორც ერთი კაცის მიერ შემოვიდა ცოდვა ამ ქვეყნად, ცოდვის მიერ კი - სიკვდილი, ისე სიკვდილიც გადავიდა ყველა კაცში, რადგანაც ყველამ სცოდა.

13. რადგან ცოდვა რჯულამდეც იყო ქვეყნად, მაგრამ თუ რჯული არ არის, ცოდვა არ შეირაცხება.

14. თუმცა ადამიდან მოსემდე სიკვდილი სუფევდა მათზეც, რომელთაც ადამივით არ შეუცოდავთ, ვინც არის მომავლის ხატი.

15. მაგრამ მადლი ისე როდია, როგორც ცოდვა, ვინაიდან თუ ერთის შეცოდებით მრავალი მოკვდა, მით უმეტეს, მადლი და ნიჭი ღვთისა, ერთი კაცის - იესო ქრისტეს მადლით, მრავალსაც მოსჭარბდა სიუხვით.

16. და არც ნიჭია როგორც მსჯავრი ერთი შემცოდის გამო, ვინაიდან მსჯავრი ერთის შეცოდებისთვის - შესაჩვენებლად, ხოლო მადლი - მრავალი შეცოდების გასამართლებლად.

17. რადგან თუ ერთის შეცოდებით სიკვდილი სუფევდა ერთის მიერ, მით უმეტეს, მადლისა და სიმართლის ნიჭის უხვად მიმღებნი იმეფებენ სიცოცხლეში ერთის - იესო ქრისტეს მიერ.

18. ამიტომ, როგორც ერთის შეცოდებისაგან ყველა კაცის თავზე მოიწია სასჯელი, ასევე ერთის სიმართლისაგან ყველა კაცი გამართლდება სიცოცხლისათვის.

19. ვინაიდან, როგორც ერთი კაცის ურჩობით მრავალი გახდა ცოდვილი, ისე ერთი კაცის მორჩილებით მრავალნი გახდებიან მართალნი.

20. რჯული კი შემდეგ შემოვიდა, რათა ემრავლა ცოდვას, ხოლო როცა იმრავლა ცოდვამ, მით უფრო მომრავლდა მადლი,

21. რათა, როგორც ცოდვა სუფევდა სიკვდილში, ასევე ყოფილიყო მადლის სუფევაც საუკუნო სიცოცხლისათვის სიმართლის მეოხებით, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ.

რომაელთა 8

20. იმიტომ, რომ ქმნილება ნებსით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მის მიერ, ვინც ამაოებას დაუმორჩილა იგი, იმის იმედით,

21. რომ თვით ქმნილებაც განთავისუფლდებოდა ხრწნილების მონობისაგან, რათა წილი დაედო ღვთის შვილთა დიდებასა და თავისუფლებაში.

22. რადგანაც ვიცით, რომ მთელი ქმნილება ერთიანად გმინავს და წვალობს დღემდე.

23. და არა მარტო ის, არამედ ჩვენც, სულის პირველნაყოფის მქონენი, ასევე ვგმინავთ შინაგანად ღვთის ძეობისა და ჩვენი სხეულის ხსნის მოლოდინში.

რომაელთა 10

4. რადგანაც რჯულის დასასრული ქრისტეა ყოველი მორწმუნის გასამართლებლად.

5. მოსე წერს რჯულის სიმართლეზე: „კაცი, რომელიც აღასრულებს რჯულს, მისი წყალობით ცხონდება“.

6. ხოლო რწმენის სიმართლე ამბობს: „ნუ იტყვი გულში: „ვინ ავა ზეცად?“ ესე იგი, ქრისტეს ჩამოსაყვანად.

7. ანდა: „ვინ ჩავა უფსკრულში?“ ესე იგი, ქრისტეს მკვდრეთით ამოსაყვანად.

8. მაგრამ რას ამბობნ? „ახლოა შენთან სიტყვა, შენს ბაგეზეა და შენს გულში“; ესაა სიტყვა, რომელსაც ჩვენ ვქადაგებთ.

9. რადგან თუ შენი ბაგეებით უფლად აღიარებ იესოს და გულით გწამს, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, - ცხონდები.

10. ვინაიდან გულითა სწამთ სიმართლისათვის, ბაგით კი აღიარებენ ცხონებისათვის.

1კორინთელთა 1

30. მისგან ხართ ქრისტე იესოში, რომელიც იქცა ჩვენთვის ღვთისმიერ სიბრძნედ, სიმართლედ, განწმენდად და გამოსყიდვად.

2კორინთელთა 5

21. რომელმაც ცოდვის არმცოდნე ცოდვის მსხვერპლად აქცია, რათა ღვთის სიმართლედ ვქცეულიყავით მასში.

გალატელთა 3

13. ქრისტემ გამოგვისყიდა რჯულის წყევლისაგან და თვითონ დაიწყევლა ჩვენთვის: რადგანაც დაწერილია: „წყეულია ყველა, ვინც ჰკიდია ძელზე“,

ფილიმონი 1

18. ხოლო თუ რამე გაწყენინა, ან მართებს შენი, მე მომკითხე.

ებრაელთა 9

28. ასევე ქრისტეც, ერთხელ რომ შესწირა თავი, რათა წარეხოცა მრავალთა ცოდვა, - მეორედ გამოჩნდება არა ცოდვათაგან განსაწმედად, არამედ მის მომლოდინეთა სახსნელად.