2.2.69. Бог многократно говорил

- Отцам Быт. 12,1-3; 28,13; 46,2. Чис.12,8 Втор.4,30 Лук. 1,55.72 Деян. 13,32 Евр. 1,[1]

- Пророкам Втор.9,23 Ис.1,[2] Иер.13,15

2. 2. 69. ღმერთი მრავალგზის და მრავალგვარად ელაპარაკა

- მამებს დაბ.12,1-3; 28,13; 46,2. რიცხ.12,8 რჯ.4,30 ლუკ.1,55.72 საქ.13,32 ებრ.1,[1]

-

- წინასწარმეტყველებს რჯ.9,23 ეს.1,[2] იერ.13,15

-

ბიბლიის მუხლები

დაბადება 12

1. უთხრა უფალმა აბრამს: წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან, მამაშენის სახლიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ.

2. გაქცევ დიდ ხალხად, გაკურთხებ და განვადიდებ შენს სახელს და კურთხეული იქნები.

3. ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევლი შენს მაწყევარს; კურთხეული იქნება შენში მიწიერთა მთელი მოდგმა.

დაბადება 28

13. აჰა, უფალი დგას კიბეზე და ეუბნება: მე ვარ უფალი, ღმერთი აბრაამისა, მამაშენისა, და ღმერთი ისაკისა. ეს მიწა, რომელზედაც წევხარ, შენთვისა და შენი შთამომავლობისთვის მომიცია.

დაბადება 46

2. უთხრა ღმერთმა ისრაელს ღამეულ ხილვაში: იაკობ, იაკობ! მიუგო: აქა ვარ.

რიცხვნი 12

8. პირისპირ ველაპარაკები მას, ცხადლივ, და არა იგავურად. უფლის ხატებას ჭვრეტს იგი. რატომ არ გეშინიათ, ჩემს მორჩილს მოსეს რომ ჰკიცხავთ?

მეორე რჯული 4

30. როცა გაგიჭირდება და ყოველივე ეს გეწევა მომავალში, მიიქცევი უფლისაკენ, შენი ღმერთისაკენ, და გაიგონებ მის ხმას,

მეორე რჯული 9

23. როცა კადეშ-ბარნეადან გგზავნიდათ უფალი და გეუბნებოდათ: წადით, დაეპატრონეთ ქვეყანას, რომელიც მოგეცითო, თქვენ წინააღუდექით უფალს, თქვენს ღმერთს, არ ერწმუნეთ მას და არ ისმინეთ მისი სიტყვა.

ესაია 1

2. ისმინე, ცაო, ყური მიგდე, მიწავ! რადგან უფალი ლაპარაკობს. შვილები აღვზარდე და აღვაზევე, ისინი კი განმიდგნენ.

იერემია 13

15. ისმინეთ და ყურადიღეთ, ნუ გამედიდურდებით, რადგან უფალი ლაპარაკობს.

ლუკა 1

55. როგორც აუწყა ჩვენს მამებს, აბრაამს და მის შთამომავალთ უკუნისამდე.

72. რომ მოწყალე იქნებოდა ჩვენი მამების მიმართ და გაიხსენებდა თავის წმიდა აღთქმას;

საქმენი მოციქულთა 13

32. და ჩვენ გახარებთ, რომ მამებისათვის მიცემული აღთქმა ღმერთმა აგვისრულა მათ შვილებს და აღგვიდგინა იესო.

ებრაელთა 1

1. ღმერთი, რომელიც მრავალგზის და მრავალგვარად ელაპარაკებოდა მამებს წინასწარმეტყველთა პირით,