1.10.3. Крещению должно предшествовать покаяние

Матф.3,6-9.11 Мар.16,16 Лук.3,3.12.13 Деян.16,14.15.31.33 Евр.6,2

Вся суть покаяния заключается в  том, чтобы решиться изменить жизнь

 

Прп. Никодим Сваятогорец

 

Покаянием человек может изменить решение Бога.

 

Прп. Паисий Святогорец

 

1.10.3. ნათლისღებამდე ხდება ცოდვების მონანიება

მათ.3,6-9 მარ.16,16 ლუკ.3,3 საქ.16,14.15.31-33

 

ბიბლიის მუხლები

 

მათე 3

6. ინათლებოდნენ მისგან იორდანეში და აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს.

7. როდესაც დაინახა მისკენ მოსანათლად მომავალი ფარისეველნი და სადუკეველნი, უთხრა მათ: იქედნეს ნაშიერნო, ვინ გასწავლათ გაექეცითო მომავალ რისხვას?

8. მაშ, გამოიღეთ ნაყოფი, ღირსი სინანულისა.

9. ნუ გგონიათ, რომ შეგიძლიათ უთხრათ თქვენს თავს: მამად გვივისო აბრაამი; რადგანაც გეუბნებით თქვენ: ღმერთს ხელეწიფება თვით ამ ქვათაგანაც აღუდგინოს ძენი აბრაამს.

 

მარკოზი 16

16. ვინც იწამებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ვინც არა და, განიკითხება

 

ლუკა 3

3. დადიოდა იგი იორდანეს მთელ შემოგარენში და ქადაგებდა ნათლის ღებას სინანულისას ცოდვათა მისატევებლად.

საქმენი მოციქულთა 16

14. ყურს გვიგდებდა ერთი თიატირელი ქალი, სახელად ლიდია, ძოწეულით მოვაჭრე და ღვთისმოშიში, რომელსაც უფალმა გაუხსნა გული, რათა ჩაებეჭდა პავლეს სიტყვები.

15. თავის სახლეულთან ერთად რომ მოინათლა, შეგვეხვეწა: თუ უფლის მორწმუნედ შემრაცხეთ, მოდით, ჩემს სახლში დარჩითო, და დაგვიყოლია.

31. ხოლო მათ უთხრეს: იწამე უფალი იესო და ცხონდები შენცა და შენი სახლიც.

32. და უქადაგეს ღვთის სიტყვა მასაც და მთელს მის სახლსაც.

33. ღამითვე შინ წაიყვანა ისინი, წყლულები მობანა და მაშინვე მოინათლა შინაურებთან ერთად.