1.3.5.Чем заполнена душа,то и выливается из уст его

Из сердца через уста исходящие злые помыслы оскверняют человека 

 

Пс.35,3,, 51,4,, 57,3 Прит.6,12,, 10,32,, 15,2.28 Ис.59,3-5.13 Иер.9,3-5 Матф.15,2.[11].17.[18]-20 Мар.7,15.18-23 Лук.6,45,, 11,38-41,, 19,22 Иак.3,5-10,, 2Пет.2,18 Рим.3,13.14 Тит.1,15

зачем ученики Твои преступают предание старцев? ибо не умывают рук своих, когда едят хлеб. ( Матф.15,2)

Не то, что входит в уста, оскверняет человека, но то, что выходит из уст, оскверняет человека.( Матф.15,11). 

еще ли не понимаете, что все, входящее в уста, проходит в чрево и извергается вон?

18 а исходящее из уст - из сердца исходит - сие оскверняет человека,

19 ибо из сердца исходят злые помыслы, убийства, прелюбодеяния, любодеяния, кражи, лжесвидетельства, хуления -

20 это оскверняет человека; а есть неумытыми руками - не оскверняет человека( Матф.15, 17-20), 

Он сказал им: неужели и вы так непонятливы? Неужели не разумеете, что ничто, извне входящее в человека, не может осквернить его?

19 Потому что не в сердце его входит, а в чрево, и выходит вон, чем очищается всякая пища.

20 Далее сказал: исходящее из человека оскверняет человека.

21 Ибо извнутрь, из сердца человеческого, исходят злые помыслы, прелюбодеяния, любодеяния, убийства,

22 кражи, лихоимство, злоба, коварство, непотребство, завистливое око, богохульство, гордость, безумство, -

23 все это зло извнутрь исходит и оскверняет человека. (Мар.7,18-23).

Добрый человек из доброго сокровища сердца своего выносит доброе, а злой человек из злого сокровища сердца своего выносит злое, ибо от избытка сердца говорят уста его. (Лук.6,45).

 

1.3.5. რითიცაა განმსჭვალული კაცის გული, მის ბაგეთაგან იგივე გადმოდინდება

გულიდან მომავალი პირით გამოსული ბოროტი ზრახვანი ბილწავს კაცს. 

 

ფს. 35,2-5; 51,4; 57,3; იგ. 6,12; 10,32; 15,28; ეს. 59,3-5.13; იერ.9,4.5; მათ. 15,[11].17.[18]-20; მარკ. 7,15.18-23; ლუკ. 6,45; 11,38-41; 19,22; იაკ. 3,5-10; 2პეტ. 2,18; რომ. 3,13.14; ტიტ. 1,15

 

ბიბლიის მუხლები

 

ფსალმუნი 35

2. ბიწიერება ცოდვილისა ამბობს ჩემს გულში: არ არის შიში ღმერთისა მის თვალთა წინაშე.

3. რადგან ქლესაობს მასთან, თითქოს ეძებს მის დანაშაულს, რომ შეაძულოს.

4. მისთა ბაგეთა სიტყვები სიცრუე და სიყალბეა, ჭკუა არ ყოფნის, რომ კეთილი ქმნას.

5. უსამართლობას ფიქრობს თავის სარეცელზე, უკეთურ გზას ადგება, ბოროტს არ თაკილობს.

 

ფსალმუნი 51

4. ბოროტებას იზრახავს შენი ენა; როგორც გალესილი სამართებელი, მქმნელია სიყალბისა.

 

ფსალმუნი 57

3. არამედ გულში უკუღმართობას თხზავთ, დედამიწაზე თქვენთა ხელთა ძალმომრეობას დებთ სასწორზე.

 

იგავნი 6

12. უგვანი ადამიანი, ბოროტი კაცი ცბიერი ბაგეებით დადის.

 

იგავნი 10

32. მართლის ბაგენი მადლს აუწყებენ, ბოროტეულთა პირი კი - ღალატს.

 

იგავნი 15

28. მართლის გული პასუხს წონის, ბოროტეულთა პირიდან კი სიავე გადმოდის.

 

ესაია 59

3. რადგან თქვენი ხელები სისხლით არის შებღალული და თითები თქვენი - უკეთურებით; თქვენი ბაგეები სიცრუეს მეტყველებენ, თქვენი ენა სიბილწეს ლაპარაკობს.

4. არავინ მოითხოვს სიმართლით და არავინ განიკითხვის ჭეშმარიტებით; ფუჭია მათი საესავი და ცრუობენ; ჩაესახვით ამაოება და ტყუილს ბადებენ.

5. ასპიტის კვერცხებს ჩეკავენ და ობობას აბლაბუდას ქსოვენ; მათი კვერცხების მჭამელი კვდება და, თუ გატყდა, უნასი იჩეკება.

13. უფლის ღალატი და უარყოფა, ჩვენი ღვთისაგან განრიდება, ავის და უკუღმართის ზრახვა, სიცრუის ჩაფიქრება და გულიდან აღმოთქმა.

 

იერემია 9

4. ერთმანეთს დასცინიან! სიმართლეს არ ლაპარაკობვნ; ენას ტყუილის თქმა ასწავლეს, დაიქანცნენ თვალთმაქცობით.

5. სიცრუეში გიდგას ბინა; სიცრუე უშლის მათ ჩემს შეცნობას, ამბობს უფალი.

 

მათე 15

11. პირით შემავალი კი არ შებილწავს კაცს, არამედ პირიდან გამომავალია ის, რაც ბილწავს კაცს.

17. ნუთუ არ გესმით, რომ ყველაფერი, რაც პირით შევა, მუცელს გაივლის და გარეთ გამოვა.

18. ხოლო პირით გამომავალი გულიდან გამოდის და სწორედ ის ბილწავს კაცს.

19. ვინაიდან გულიდან გამოვლენ: უკეთური ზრახვანი, კაცისკვლანი, მრუშობანი, სიძვანი, პარვანი, ცილისწამებანი, გმობანი;

20. ესენი არიან კაცის შემბილწველნი, ხოლო ხელდაუბანლად ჭამა არ ბილწავს კაცს.

 

მარკოზი 7

15. არაფერი გარედან შემავალი არ ბილწავს კაცს, არამედ მისგან გამომავალია, რაც ბილწავს კაცს.

18. და უთხრა მათ: ნუთუ თქვენც არა გაგეგებათ რა? ნუთუ არ გესმით, რომ არაფერს, გარედან შემავალს კაცში, არ შეუძლია მისი შებილწვა?

19. ვინაიდან მის გულში კი არ შედის, არამედ მუცელში, და გარეთ გამოდის, რითაც წმიდა იყოფა ყოველი საზრდო.

20. და თქვა: კაცისაგან გამომავალი შებილწავს კაცს.

21. ვინაიდან შიგნიდან, კაცის გულიდან გამოვლენ: ბოროტი ზრახვანი, მრუშობანი, პარვანი, კაცისკვლანი,

22. სიძვანი, ანგარებანი, უკეთურებანი, მზაკვრობანი, გარყვნილება, თვალის სიავე, გმობა, ქედმაღლობა, უგუნურება.

23. ყოველივე ეს შიგნიდან გამოდის და ბილწავს კაცს.

 

ლუკა 6

45. კეთილ კაცს თავისი გულის კეთილი საუნჯიდან გამოაქვს კეთილი და ბოროტ კაცს თავისი გულის ბოროტი საუნჯიდან გამოაქვს ბოროტი, რადგანაც გულის სისავსისგან მეტყველებს მისი ბაგე.

 

ლუკა 11

38. ხოლო ფარისეველმა დაინახა და გაუკვირდა, რომ ჭამის წინ არ დაიბანა.

39. მაგრამ უფალმა უთხრა მას: ამჟამად თქვენ, ფარისეველნი, გარედან წმენდთ სასმისსა და ჯამს, შიგნით კი სავსენი ხართ ნაძარცვითა და ნაოხარით.

40. უგუნურნო, განა გარეგანის შემქმნელმა არ შექმნა შინაგანიც?

41. მაშ, გაეცით მოწყალებად, რაც გაგაჩნიათ, და აჰა, ყველაფერი წმინდა გექნებათ.

 

ლუკა 19

22. უთხრა მას: შენივე პირით განგიკითხავ, უკეთურო მონავ! იცოდი, რომ სასტიკი კაცი ვარ: ვიღებ, რაც არ დამიდევს, და ვიმკი, რაც არ დამითესავს.

 

იაკობი 3

5. ასევე ენაც რა პატარა ასოა და რამდენს იქადის, ერთი ციცქნა ალი კი რამხელა ტყესა ჰბუგავს.

6. ენაც ალია, უსამართლობის სამყარო; ენას ისეთი ადგილი უჭრავს ჩვენს ასოებს შორის, რომ ბილწავს მთელ სხეულს, ალად აქცევს დაბადების ჩარხს და თვითონაც აალებულია გეენისაგან. 

7. რადგანაც მხეცთა და ფრინველთა, ქვეწარმავალთა და ზღვის ცხოველთა მთელი ბუნება თვინიერდება და მოთვინიერებულია კაცის ბუნებით.

8. ენის მოთვინიერება კი კაციშვილს არ შეუძლია; ესაა აღვირახსნილი ბოროტება, მომაკვდინებელი გესლით აღვსილი. 

9. ენით ვაკურთხებთ ღმერთსა და მამას და ენითვე შევაჩვენებთ ღვთის ხატად შექმნილ კაცთაც. 

10. ერთსა და იმავე ბაგეთაგან გამოვა კურთხევაცა და წყევლაც; არ უნდა იყოს ეს, ძმანო ჩემნო, ასე.

 

2პეტრე 2

18. ვინაიდან თავიანთი მაღალფარდოვანი ფუჭსიტყვაობით ხორციელ გულისთქმათა სიბილწეში იტყუებენ იმათ, რომელნიც ოდნავ ჩამორჩნენ საცთურში დანთქმულთ.

 

რომაელთა 3

13. პირაშკმული სამარეა მათი ყელი; ენით ზაკვას იტყვიან; ასპიტთა გესლი სცხიათ ბაგეზე.

14. პირი წყევლითა და სიმწრით აქვთ სავსე.

 

ტიტე 1

15. რადგანაც წმიდათათვის ყველაფერი წმიდაა, ბილწთა და ურწმუნოთათვის კი არაფერი არ არის წმიდა, არამედ შებილწულია მათი გონებაც და სინიდისიც.

თემაზე წერდნენ

 

ავი ენა, ავი გულის ნიშანია.

კიროსი

განწმედილი თუ არის ადამიანის სული, მას თავის თავში სხვა არაფერი უნდა ჰქონდეს, გარდა ღმერთისა, და სხვას არაფერს უნდა მიაპყრობდეს თავის ყურადღებას თვინიერ შემოქმედი ღმერთისა.

წმ.გრიგოლ ნოსელი

როგორადაც ადამიანია ორი - სულიერი და ნივთიერი - ბუნების მქონე, ამგვარადვე მთელი ქმნილი სამყაროც ორგვარია: ხილული და არახილული. ადწმიანის თითოეულ ამ ბუნებაში ცალ-ცალკე აღესრულება ესა თუ ის ქმედებანი, რაც იმაზეა დამოკიდებული, ვის რა სურს და ვინ რისთვის ირჯება. ამგვარსავე მსგავსებას ვხედავ ცხადსა და სიზმრისეულ ჩვენებებს შორის, რაც აწუხებს ადამიანის სულს და რაც გონებაში აქვს, სწორედ ის ეზმანება მას ძილში... ასე, რომ ვინც მუდამ საღმრთოზე ფიქრობს და ზეციურს ესწრაფვის, იმას ხილვებსა და ჩვენებებშიც საღმრთო და ზეციური ევლინება.

წმ.სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი

ისევე გეშინოდეს უქმად მეტყველებისა, როგორც მტაცებელ, მძვინვარე მხეცთა და ფრინველთა გეშინის, რამეთუ იგიც მათ მსგავსად შთანთქავს მიდა ღვაწლის ნაყოფს.

წმ.ეფრემ ასური

ღობის გარეშე დარჩენილი ბაღი გაითელება და გაჩანაგდება, ამჯვარადვე დაღუპავს თავის სათნოების ნაყოფს ყველა, ვინც არ მოიზღუდავს თავის ბაგეთ.

წმ.ეფრემ ასური

სურვილში შეიცნობა კაცის რაობა.

 სპინოზა

შენს კაცობას შენი ოცნების ხასიათით ამოვიცნობ: ვის ეთაყვანები, ვის შენატრი, ვის ემსახურები.

 

შოთა ორველაშვილი