3.1.11 Молитва - служение перед Господом

3.1.11 ლოცვა - მსახურება უფლის წინაშე

ფს.83,4; 91,13.14; 134,1.2 ლუკ.2,[37]; 1ტიმ.5,5 გმცხ.7,15

ბიბლიის მუხლები

ფსალმუნი 83

4. კურთხეულ არიან შენს სახლში მკვიდრნი, განუწყვეტლივ გაქებენ ისინი.

ფსალმუნი 91

13. უფლის სახლში დარგულნი, ჩვენი ღმერთის ეზოებში აყვავდებიან;

14. სიბერეშიც გამოიღებენ წვნიანსა და ხასხასა ნაყოფს.

ფსალმუნი 134

1. ადიდეთ უფლის სახელი, ადიდეთ იგი, მსახურნო უფლისა!

2. უფლის სახლში რომ დგახართ, ჩვენი ღმერთის სახლის ეზოებში.

ლუკა 2

37. ოთხმოცდაოთხ წელს მიტანებული ქვრივი იყო იგი, ტაძარს არ შორდებოდა, მარხვითა და ვედრებით ემსახურებოდა დღე და ღამე.

1ტიმოთე 5

5. ნამდვილი ქვრივი, რომელიც მარტო დარჩა, ღმერთზეა მინდობილი და ვედრებასა და ლოცვაში ატარებს ღამესა და დღეს.

გამოცხადება 7

15. ამიტომაც არიან ღმერთის ტახტის წინ და ემსახურებიან მას დღე და ღამე მის ტაძარში; და ტახტზე მჯდომი გაშლის თავის კარავს მათზე.