3.33.12. Дух Святой получаем от Бога, человек не вмешается

Деян.8,18-20

3.33.12. სული წმიდის მიღება ღვთისაგან ხდება და არა კაცთა ჩარევით

რიცხ.11,17.25-29; 24,2.4; 2მფ.23,2 ფს.50,11 ეს.59,21 საქ.2,4; 8,18-20; 2პეტ.1,21

ბიბლიის მუხლები

2პეტრე 1

21. რადგანაც წინასწარმეტყველება არასოდეს კაცის ნებით არ წარმოთქმულა, არამედ სული წმიდის კარნახით წარმოსთქვამდნენ მას ღვთის წმიდა კაცნი.

რიცხვთა 11

17. ჩამოვალ და იქ დაგელაპარაკები; ავიღებ ნაწილს სულისაგან, შენზე რომ არის, და მათაც მოვაფენ, რომ შენთან ერთად ზიდონ ამ ხალხის ტვირთი და მარტო შენ რომ არ ატარო.

25. ჩამოვიდა უფალი ღრუბელში და ელაპარაკა მას. აიღო ნაწილი სულისაგან, მოსეზე რომ იყო, და გაუნაწილა სამოცდაათ უხუცესს. როცა დაადგა მათ სული, ქადაგად დაეცნენ ყველანი, ოღონდ მცირე ხნით.

26. ორი კაცი დარჩენილიყო ბანაკში, ერთს ერქვა ელდადი, მეორეს, - მედადი. მათაც დაადგრა სული (ისინი ჩაწერილთა შორის იყვნენ, მაგრამ არ გასულან კარავთან) და ისინიც დაეცნენ ქადაგად ბანაკში.

27. მოირბინა ერთმა ყმაწვილმა და შეატყობინა მოსეს, ელდადი და მედადი ქადაგად დაეცნენო ბანაკში.

28. მიუგო იესო ნავეს ძემ, მოსეს მსახურმა, თავისი გულუბრყვილობით, და თქვა: მოსე, ჩემო ბატონო! შეაწყვეტინე!

29. უთხრა მოსემ: ხომ არ გშურს ჩემ მაგიერ? ნეტავ მთელი უფლის ერი დაეცემოდეს ქადაგად! ნეტავ მათაც მოჰფენდეს უფალი თავის სულს!

რიცხვთა 24

2. გაიხედა ბალაამმა და დაინახა ისრაელი შტოებად დაწყობილი და ღვთის სული გადმოვიდა მასზე.

3. წარმოთქვა თავისი იგავი: ნათქვამი ბალაამისა, ბეყორის ძისა, ნათქვამი თვალღია კაცისა,

4. ნათქვამი ღვთის სიტყვათა გამგონისა, რომელიც ხედავს ხილვებს ყოვლადძლიერისგან; ეცემა, მაგრამ თვალები ღია აქვს.

2მეფეთა 23

2. უფლის სული მეტყველებს ჩემით და ენაზე მაქვს მისი სიტყვა.

ფსალმუნი 50

11. ნუ უკუმაგდებ შენგან და შენს წმიდა სულს ნუ წამართმევ.

ესაია 59

21. აჰა, ეს არის ჩემი აღთქმა მათთვის, ამბობს უფალი: ჩემი სული, რომელიც შენზეა, და ჩემი სიტყვები, რომლებიც ჩავდევი შენს ბაგეებში, არ მოსცილდება შენს ბაგეებს, შენი ნაშიერის ბაგეებს, შენი ნაშიერის ნაშიერის ბაგეებს, ამბობს უფალი ამიერიდან და უკუნისამდე.

საქმენი მოციქულთა 2

4. ყველანი აღივსნენ სულით წმიდით და სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ, როგორც სული ამეტყველებდა მათ.

საქმენი მოციქულთა 8

18. როცა სიმონმა დაინახა, რომ მოციქულთა ხელდასხმით ეძლეოდათ სული წმიდა, ფული მიუტანა მათ

19. და უთხრა: მეც მომეცით ეგ ძალა, რომ ჩემგან ხელდასხმულმაც მიიღოს სული წმიდა.

20. ხოლო პეტრემ მიუგო მას: ეგ შენი ვერცხლი შენთანვე იყოს წარსაწყმედად, ვინაიდან განიზრახე ფულით გეყიდა ღვთის ნიჭი.