1.9.35 Агностики

Те, которые не знают, что верит

1.9.35 აგნოსტიკოსები

აგნოსტიციზმი აღნიშნავს იმ ადამიანის პოზიციას, რომელიც თავს იკავებს მეცნიერული თვალსაზრისით გადაუწყვეტელ პრობლემათა შესახებ მოსაზრების გამოხატვისაგან. ფილოსოფიაში აგნოსტიციზმი აღნიშნავს სულიერ დამოკიდებულებას, რომელიც უარს ამბობს, გამოხატოს საკუთარი განსჯა აბსოლუტისა და ღმრთაებრივის არსებობისა და ბუნების შესახებ.

__ ქრისტიანობის ლექსიკონი __

 

აგნოსტიციზმი (ლათინური ფორმა ძველბერძნული სიტყვისა ἀγνωστικισμός agnōstikismós, ἀ-γνoεῖν, a-gnoein „არა-ცოდნა,უცნობი,შეუცნობელი“; შეადარე გნოსისი და გნოსტიციზმი) — ფილოსოფიური მოძღვრება, განსაზღვრული შეხედულება, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ უარყოფს სამყაროს შემეცნების შესაძლებლობას. აგნოსტიციზმი ეჭვის ქვეშ აყენებს მსჯელობას, ჭეშმარიტების მტკიცებასა და უარყოფას შემეცნების რიგ სფეროებში, განსაკუთრებით მეტაფიზიკასა და თეოლოგიაში. აგნოსტიციზმის მიხედვით ყოველი მსჯელობა, რომელიც უმაღლესი ჭეშმარიტების ან აბსოლუტის, ღმერთის არსებობა-არარსებობას ეხება, უსაფუძვლოდ უნდა ჩაითვალოს, რადგან შემმეცნებელი ვერ გადავა მისთვის დაწესებულ ზღვარს, ვერ მოიპოვებს ჭეშმარიტ გნოსისს (ცოდნას). აგნოსტიციზმი ადამიანური ცოდნის პრინციპულ შეზღუდულობას იცავს, რაც არ გამორიცხავს ტრანსცედენტურის არსებობას. აგნოსტიციზმი ისევე უთანხმდება ათეიზმს, როგორც თეიზმს , თუმცა ღმერთის რაციონალური შემეცნების ყოველგვარი შესაძლებლობა უარყოფილია. შესაბანისად, კითხვაზე ”არსებობს თუ არა ღმერთი” აგნოსტიკოსი არც დადებითად პასუხობს და არც უარყოფითად. მისი პასუხი იქნება ”არ ვიცი და არც შემიძლია ვიცოდე”.

---

მყარად და სუსტად ჩამოყალიბებული აგნოსტიკოსები

მტკიცებას, რომ ღმერთებისა და სხვა ზებუნებრივ ძალთა არსებობა პრინციპულად შეუმეცნებელია, მყარი (ძლიერი) აგნოსტიციზმი ეწოდება. მის საპირისპიროდ მერყევი (სუსტი) აგნოსტიციზმის მიხედვით ღმერთებისა და ზეციერთა არსებობა არის არა პრინციპულად შეუმეცნებელი, არამედ მხოლოდ ამ დროით მონაკვეთშია უცნობი. მაშინ, როცა მერყევი აგნოსტიკოსი ღმერთის არსებობის კითხვას პასუხობს ”მე ეს არ ვიცი”, ან გულწრფელად ამბობს: ”არ ვიცი ღმერთი არსებობს თუ არა. თუკი ეს შეგიძლია დამიმტკიცო, მე მჯერა ამის." ხოლო მყარი აგნოსტიკოსი გადაჭრით პასუხობს:”მე ამის ცოდნა არ შემიძლია, ამის ცოდნა არავის ხელეწიფება და ვერც ვერასდროს შევიძლებთ ამას”.

---

ათეიზმისგან განსხვავება

ძირითადი სხვაობა აგნოსტიციზმსა და ათეიზმს შორის მდგომარეობს შემდეგში, რომ აგნოსტიციზმი ღმერთის პრინციპულ, რაციონალურ შემეცნების შესაძლებლობას, ხოლო ათეიზმი ღვთის ფაქტიურ რწმენას უარყოფს. ამასთან აგნოსტიციზმი უმეტესად ფილოსოფიური თვალსაზრისია, მაშინ როცა ათეიზმი თეიზმის საპირწონედ გვევლინება. სხვაობა იმდენადაა მნიშვნელოვანი, რამდენადაც ხშირად შეცდომით აგნოსტიციზმი ათეიზმის სინონიმად გამოიყენება. ზოგჯერ ისიც ითქმის, რომ აგნოსტიციზმი არ არის დამოუკუდებელი მსოფლმხედველობა, არამედ ოდენ ათეიზმის შემადგენელი პრინციპია. სხვანი იმასაც ამტკიცებენ, რომ ათეიზმი მხოლოდ როგორც აგნოსტიციზმის შედეგი იძენს აზრს. რომ ათეიზმი შედეგია აგნოსტიკური შეხედულებისა ღმერთის შემეცნების შეუძლებლობაზე. აქ მნიშვნელოვანია შემდეგი ვითარების გააზრება — აგნოსტიციზმი შეიძლება უშვებდეს ღმერთის არსებობას, მაგრამ გამორიცხავდეს მისი შემეცნების შესაძლებლობას. ათეიზმი კი თვით ამ რწმენას უარყოფს.

უცნაურია, მაგრამ გავრცელებულია შეხედულება, თითქოს აგნოსტი რაღაც საშუალოა თეისტსა და ათეისტს შორის, არადა ეს ტერმინი რწმენას კი არა, არამედ ცოდნას ეხება.

აგნოსტიციზმი - ეხება ცოდნას!

თეიზმი - რელიგიური რწმენის ქონა

ათეიზმი - რელიგიური რწმენის არ ქონა (და არა "არ არსებობის რწმენა")

ასე რომ ცალკე აგნოსტი არ არსებობს! როცა საქმე ეხება ღმერთის არსებობა არ არსებობას!

სულელური გამოთქმაა: ღმერთის არ მწამს, მაგრამ ათეისტი არ ვარ, იმიტომ რომ ათეიზმი სწორედ არ რწმენას ნიშნავს!

ასე რომ არსებობს აგნოსტი-თეისტი და აგნოსტი-ათეისტი და არა ცალკე აგნოსტიკოსი.

ხშირად ისინი, ვინც თავს "აგნოსტებს" უწოდებენ, როგორც საშუალოს თეიზმს და ათეიზმს შორის, უბრალოდ ის ხალხია, ვისაც სურს არავის აწყენინოს და ამავდროულად გონიათ, რომ ყველაზე ჭკვიანურ პოზიციას მიაგნეს, არადა ასეთი რამე საერთოდ არ არსებობს, თავად ტერმინის განმარტებიდან გამომდინარე.

ასე რომ აგნოსტია "არ მცოდნე" ანუ ცოდნას ეხება

თეისტი - რწმენას გულისხმობს

ათეისტი - რწმენის არ მქონეს.

ათეიზმიც რწმენაა და თეიზმიც... მაგრამ ათეისტი ამბობს, რომ რადგან არ იცის, ბარემ არც სწამს და რადგან არ სწამს, ბარემ არც არსებობს...

აგნოსტიკოსი კი მათ კინკლაობას შორიდან უყურებს და ვერ გაუგია რაზე კამათობენ, რას ჰქვია "არსებობს-არ არსებობს"...

აგნოსტი ამბობს, რომ ღმერთის არსებობის შანსი დაახლოებით 50%-ა... ათეისტის აზრით 1-2%.

---

აგნოსტიკოსი ზუსტად ისე განიხილავს ბიბლიას, როგორც განათლებული საეკლესიო პირი. ის არ თვლის, რომ ბიბლია შეიქმნა ღვთიური შთაგონებით; ის ბიბლიის ადრეულ ისტორიას ლეგენდარულად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ ის სრულებით არაა მეტად ჭეშმარიტი, ვიდრე ჰომეროსის პოემები; ბიბლიის მორალურ ქადაგებებს აგნოსტიკოსი მიიჩნევს ნაწილობრივ ჭეშმარიტად, ხოლო ნაწილობრივ სრულიად მიუღებლად. აი, მაგალითად: სამუელმა უბრძანა საულს ბრძოლისას მტრის ბანაკში მოეკლა არა მხოლოდ ყველა მამაკაცი, ქალი და ბავშვი, არამედ ცხვარიც და სხვა საქონელიც. თუმცა, საულმა ცხვრები და საქონელი ცოცხლად დატოვა, რისთვისაც ის უნდა გავკიცხოთ? [1მფ.15,3 - საულმა მიიღო ბრძანება უფლისგან "გაანადგურე მთელი საბადებელი", რაც გაიაზრება როგორც "რაიმეს ან ვინმეს სრულად შეწირვა უფლისათვის". 1მფ.15,9 - საულის ეს საქციელი სრულიად ეწინააღმდეგება ღვთის ბრძანებას. განმეორდა ყაქანის ცოდვაც (იესნ.7,1), დარისხებულს რომ დაეხარბა მისი თვალი. საულის შეუსმენლობა არსებითად ღვთისადმი შეწინააღმდეგებას ნიშნავს 1მფ,15,22.23 - ბიბლია განმარტებებით ტ.3]

ან რას გვასწავლისო ის, რომ ელისე წინასწარმეტყველმა დაწყევლა ბავშვები, რომლებიც მას დასცინოდნენო. შეიძლება დაიჯერო, რომ დიდსულოვანი ღმერთი გააგზავნის ორ ძუ დათვს ბავშვების მოსაკლავადო? [4მფ.2,23.24 - ესენი იყვნენ ბეთელის ხბოს კულტის მსახურთა შვილები, რომლებიც დასცინოდნენ ელისეს, წავიდეს, როგორც ელია წავიდა. ამასთან ღვთის მაცნის შეურაცხყოფა მისი გამომგზავნელის გმობაცაა. - მაკდონალდის კომენტარი]

---

ღირსეული აღზრდის შესახებ

„სავსებით შესაძლებელია, რომ ღვთის გარეშეც გქონდეს ღირსება“, — ამტკიცებს აგნოსტიკოსი და ამბობს, რომ თავისი შვილები მაღალი ზნეობრივი პრინციპებით აღზარდა რწმენის გარეშეც.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ღვთისადმი რწმენა არ არის აუცილებელი აღზრდაში? ეს ადამიანი ასე ფიქრობს. შეიძლება გამართალება, ვისაც ღმერთი არ სწამს, ცუდი ადამიანი შეიძლება არც იყოს. პავლე მოციქულიც ლაპარაკობდა ‘წარმართებზე’, რომლებიც არ იცნობენ ღმერთს, მაგრამ „ბუნებით რჯულისმიერს აკეთებდნენ“

რომაელთა 2

14. ვინაიდან როცა რჯულის არმქონე წარმართნი ბუნებრივად ასრულებენ რჯულს, მაშინ რჯულის არმქონენი თვითონვე არიან თავიანთი თავის რჯული.

15. ისინი გვიჩვენებენ, რომ რჯულის საქმე გულის ფიცარზე უწერიათ, რასაც მოწმობენ მათი სინდისი და მათი აზრები, როძლებიც ხან ბრალს სდებენ, ხან კი ამართლებენ ერთმანეთს,

ყველა ისინი — აგნოსტიკოსების ჩათვლით — სინდისით დაიბადა. ბევრი ცდილობს, მიჰყვეს თავისი სინდისის კარნახს მაშინაც კი, როცა არ სწამს ღვთისა, რომელმაც მათ კარგისა და ცუდის გარჩევის ეს თანდაყოლილი გრძნობა უბოძა. თუმცა იქვე ვხედავთ, რომ ისინი ჭეშმარიტების შეცნობაში დაბნეულები არიან იმის გამო, რომ არ სწამთ შემოქმედი ღმერთი.

ღვთისადმი მყარი რწმენა — რწმენა, რომელიც ბიბლიაზეა დაფუძნებული — სიკეთის გასაკეთებლად ბევრად უფრო დიდ ძალას წარმოადგენს, ვიდრე მხოლოდ სინდისის ხელმძღვანელობა, რომელიც ღმერთთან ურთიერთობისა გარეშე სუსტადაა განვითარებული. ღვთის სიტყვაზე, ბიბლიაზე, დაფუძნებული რწმენა კი აყალიბებს სინდისს და უფრო მგრძნობიარეს ხდის ცუდისა და კარგის გარჩევისას

ებრაელთა 5

13. მაგრამ რძის ყოველი მსმელი გამოუცდელია სიმართლის სიტყვაში, რადგანაც ჯერ კიდევ ჩვილია.

14. უხეში საჭმელი კი მოწიფულთათვისაა განკუთვნილი, რომელთა გრძნობებიც საკმაოდ გაწვრთნილია ჩვევით, რათა კეთილისა და ბოროტის გარჩევა შესძლონ.

ბიბლიაზე დაფუძნებულ რწმენას ადამიანების შეცვლა შეუძლია. მას შეუძლია ცარიელ ცხოვრებას აზრი შესძინოს და ადამიანებს სერიოზული შეცდომებისგან თავის არიდებაში დაეხმაროს. მიიღოს მორწმუნემ ყოველგვარი ცოდნა.

1კორინთელთა 1

5. რადგანაც ყოვლითურთ გამდიდრდით მასში, ყოველგვარი სიტყვით და ცოდნით.

ხოლო შედეგი უღმერთო გონებისა ასეთია ამ ქვეყანაზე

რომაელთა 1

28. და რაკი არ ეცადნენ გონებით შეენარჩუნებინათ ღმერთი, ამიტომაც უჯერო საქმეთათვის მისცა ღმერთმა ისინი გაუკუღმართებულ გონებას.

---

ბიბლიის ამ მუხლის ფონზე უპრიანი იქნება მკითხველისთვის უფრო მკვეთრი გავხადოთ აგნოსტიკოსის სულიერი პორტრეტი და ამისათვის წარმოგიდგინოთ, თუ რას ფიქრობს საერთოდ ცოდვის შესახებ:

"რაც შეეხება „ცოდვას“, აგნოსტიკოსი ამ ცნებას უსარგებლოდ მიიჩნევს. ის, ცხადია, უშვებს, რომ ზოგიერთი ქმედება შეიძლება იყოს სასურველი, ხოლო ზოგიერთი არა, მაგრამ თვლის, რომ სასჯელი არასასურველი ქმედებისათვის შეიძლება იყოს მხოლოდ გამასწორებელი ან შემაკავებელი საშუალება; სასჯელი არ უნდა დაედოს ვინმეს მხოლოდ იმიტომ, რომ ცოდვილმა აუცილებლად უნდა იტანჯოს. სადამსჯელო ზომებისადმი სწორედ ამგვარი რწმენა დაედო საფუძვლად ჯოჯოხეთის წარმოშობას. ეს არის იმ ზიანის ნაწილი, რაც „ცოდვის“ ცნებამ მოიტანა."

---

სწორედ ასეთმა გაუცნობირებელმა შიშმა ჯოჯოხეთის მიმართ წარმოშვა ზოგი რელიგიური ორგანიზაციები და განშტოებები.

---

აპათიური აგნოსტიციზმის ანუ იგნოსტიციზმის (ინგლ. ignosticism, ასევე igtheism) მიხედვით კითხვა ღმერთის არსებობის შესახებ რადიკალურად უსაფუძვლოა, რადგან ღმერთი თავის თავში მრავალ კონცეფციას მოიცავს. იგნოსტიკოსი არც უარყოფს, არც აღიარებს ღმერთის არსებობას. იგი თვლის , რომ სიტყვა „ღმერთი“ სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა დატვირთვის მატარებელია, ამიტომაც ერთაზროვან პასუხს კითხვაზე არსებობს (არსებობენ) თუ არაღმერთი (ღმერთები) იგი აზრს მოკლებულად მიიჩნევს. აგნოსტიკოსი ამბობს: „არ ვიცი, არსებობენ თუ არა ღმერთები“.იგნოსტიკოსი კი ამბობს: „რას გულისხმობთ ღმერთში“?

---

თეიზმის კიდევ ერთი ფორმა, რომელიც უახლოვდება აგნოსტიციზმს, არის პანთეიზმი. მრავალი ფილოსოფოსი, მათ შორის შოპენჰაუერი, პანთეიზმს მოკრძალებულ აგნოსტიციზმად მიიჩნევდა.

 

__თემაზე წერდნენ__

***

ღმერთებისა არაფერი მსმენია,არცა მათ არსებობაზე და არცრა მათ არარსებობაზე.

__ პროტაგორა ძვ.წ.ა. 5ს.__

 

***

შეიმეცნე, რომ გწამდეს და გწამდეს, რათა შეიმეცნო.

__ ნეტარი ავგუსტინე __

 

***

მიუხედავად ღვთის შემეცნების შეუძლებლობისა, ადამიანს მაინც შეუძლია ღმერთის არსებობის მტკიცება.

__ თომა აქვინელი __

 

***

ღვთის შემეცნებისაკენ მხოლოდ გონების გზა რომ მიემართებოდეს, მაშინ ადამიანთა მოდგმა უდიდესი უმეცრების წყვდიადში დარჩებოდა; ამ შემთხვევაში ღვთის შემეცნება, რომელიც ადამიანებს უმაღლეს სრულყოფილებასა და სიკეთეს ანიჭებს, ეღირსებოდა მხოლოდ რამდენიმეს და ისიც დიდი ხნის შემდეგ. რამდენადაც ღვთის შემეცნება მხოლოდ რამდენიმე რჩეულის ხვედრი არაა, მისი წყაროც მარტო რაციოში და ღვთის არსებობის მეცნიერულ მტკიცებაში არ უნდა ვეძიოთ. აქ ბევრი რამაა დამოკიდებული ადამიანის სულის იმ თანდაყოლილ თვისებაზე, რომელსაც ძალუძს აღიქვას რელიგიური ჭეშმარიტებანი.

__ თომა აქვინელი __

 

***

აგნოსტიკოსი არის ადამიანი, რომელის უარს ამბობს ღმერთთან დაკავშირებულ რწმენა-წარმოდგენებზე და დარწმუნებულია, რომ ნივთებისა და მოვლენების პირველსაწყისი უცნობია რამდენადაც ამის შემეცნება შეუძლებელია. სხვა სიტყვებით აგნოსტიკოსია ის, ვინც მიუღწევლად თვლის ღმერთის არსებობა-არარსებობის დამტკიცებას ან უარყოფას.

__ ჰაქსლი __

 

***

ღვთის რწმენა ადამიანისათვის ისეთივე ბუნებრივი ინსტინქტია, როგორიც ორივე ფეხით სიარული.

__ ლიხტენბერგი __

 

***

ჭეშმარიტი რწმენა არ არის ცოდნას მოკლებული, იგი ხასიათდება მრწამსით, გულისა და ცოდნის შეთანხმებით.

__ შელინგი __

 

***

აგნოსტიკოსი ჩვეულებრივი ათეისტია, რომელსაც არ ყოფნის გამბედაობა გამოტყდეს თავის თვალთახედვაში.

__ ჯორჯ ბერნარდ შოუ __

 

***

აგნოსტიკოსების აზრით, ღმერთთან და მომავალ ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებში, რაც ქრისტიანობასა და სხვა რელიგიებს დიდად აღელვებთ, შეუძლებელია ჭეშმარიტების გაგება; ან თუ შეუძლებელი არ არის, ყოველ შემთხვევაში, დღეისათვის მაინც შეუძლებელია.

__ ფილოსოფოსი ბერტრან რასელი, 1953 წ__

 

--------------------

P.S. იმედია მკითხველი უკვე გაარჩევს ავტორებში აგნოსტიციზმის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს