3.11.5. Призыв к Богу

Неем.1,11 Пс. 4,2; 5,2.3; 16,1; 26,7; 38,13; 53,4; 54,2; 68,14; 87,3; 142,1

.

Псалом 5:2,3.Услышь,Господи,слова мои,уразумей помышления мои.Внемли гласу вопля моего,Царь мой и Бог мой!ибо я к Тебе молюсь.

3.11.5. მოხმობა, გვისმინოს უფალმა

ნეემ.1,11 ფს. 4,2; 5,2.[3]; 16,1; 21,2.3; 26,7; 38,13; 53,4; 54,2.3; 68,14; 87,3; 142,1

ბიბლიის მუხლები

ნეემია 1

11. გევედრები უფალო, დაე, შენი ყური სმენად იყოს შენი მორჩილის ლოცვისა და იმ შენ მორჩილთა ლოცვების მიმართ, შენი სახელისადმი მოწიწება რომ უყვართ. ახლა კი ხელი მოუმართე შენს მორჩილს და ამ კაცის წინაშე წყალობა აპოვნინე. მე მეფის ღვინისმწდე ვიყავი.

ფსალმუნი 4

2. მიპასუხე, ოდეს მოგიხმობ, ჩემი სიმართლის ღმერთო. შევიწროების ჟამს შენ მაძლევდი გასაქანს, შემიწყალე და ისმინე ჩემი ლოცვა.

ფსალმუნი 5

2. ჩემი ნათქვამი ყურად იღე, უფალო, ჩასწვდი ჩემს გულისთქმას.

3. ისმინე ჩემი ღაღადი, მეუფევ ჩემო და ღმერთო ჩემო, რადგან შენს მიმართ ვლოცულობ.

ფსალმუნი 16

1. ლოცვა დავითისა. ისმინე, უფალო, სიმართლე, ყური მოაპყარ ჩემს ღაღადს, გაიგონე ჩემი ლოცვა უბიწო ბაგეებიდან.

ფსალმუნი 21

2. ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო! რად მიმატოვე? შორს არის ჩემი შველისაგან სიტყვები ჩემი ღაღადისისა.

3. ღმერთო ჩემო! მოგიხმობ დღისით და არ მიპასუხებ, ღამით - და არ არის სიმშვიდე ჩემთვის.

ფსალმუნი 26

7. ისმინე, უფალო, ჩემი ხმა, როცა მოგიხმობ; შემიწყალე და მიპასუხე.

ფსალმუნი 38

13. მოისმინე ჩემი ლოცვა, უფალო, და ჩემს ვედრებას ყური მოაპყარ; ჩემი ცრემლის მიმართ ნუ დადუმდები, რადგან მწირი ვარ შენთან და ხიზანი, ვითარცა ჩემი მამა-პაპანი.

ფსალმუნი 53

4. ღმერთო! ისმინე ჩემი ლოცვა, მოაყურადე სიტყვებს ჩემი პირისა.

ფსალმუნი 54

2. ისმინე, ღმერთო, ჩემი ლოცვა და ნუ განუდგები ჩემს ვედრებას.

3. ყური მომაპყარ და მიპასუხე; ავტირდები ჩემს საუბარში და ავღაღადდები,

ფსალმუნი 68

14. და მე ვლოცულობ შენს მიმართ, უფალო, სასურველ დროს; ღმერთო, შენი დიდი წყალობით მიპასუხე შენი შველის ჭეშმარიტებით.

ფსალმუნი 87

3. მოვიდეს შენს წინაშე ჩემი ლოცვა, ყური მოაპყარ ვედრებას ჩემსას.

ფსალმუნი 142

1. ფსალმუნი დავითისა. უფალო, ისმინე ლოცვა ჩემი, ყურად იღე ჩემი ვედრება შენი ჭეშმარიტებით, მიპასუხე შენი სიმართლით.