3.48.45 Всходить - выходить, подниматься из чего-то

3.48.45 ამოსვლა, ამოდინება, აღმოცენება, ამობრწყინება

სიტყვასიტყვით:

- წყაროების რჯ.8,7

- მცენარეების მათ.13,5

- შთამომავლობის (შობა) ებრ.11,12

- იესოს წარმომავლობა (ამობრწყინება) ებრ.7,14

.

სიმბოლურად:

- უბედურება იობ.5,6

- სიმართლე ფს.84,12

- ბოროტნი ფს.91,7

- ახალი აღთქმის შესახებ ეს.43,19

- ხსნა სიმართლეში ეს.45,8

- ნათელი მათ.4,16

- ახალი ცხოვრება იოან.4,14

- მწარე ფესვი ებრ.12,15

.

ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 8

7. ვინაიდან კარგ ქვეყანაში მიჰყავხარ უფალს, შენს ღმერთს, სადაც წყლის ნაკადულები და წყაროები მოედინება და ბინულებია ველებსა და მთებში;

იობი 5

6. რადგან მტვრისგან არ გამოდის წუხილი და მიწიდან არ აღმოცენდება უბედურება.

ფსალმუნი 84

12. დიახ, სიკეთეს გვიბოძებს უფალი და ჩვენი მიწა თავის მოსავალს გამოიღებს.

ფსალმუნი 91

7. თუმცა ბალახივით აღმოცენდებიან ბოროტნი და აყვავდებიან უსამართლობის მოქმედნი, ისინი სამუდამოდ განადგურდებიან.

ესაია 43

19. აჰა, მე ვქმნი ახალს, ახლა აღმოცენდება, განა ვერ შეიტყობთ ამას? უდაბნოში გზას გავიყვან, ხრიოკზე მდინარეებს ვადენ.

ესაია 45

8. მოაფრქვიეთ, ცანო, მაღლიდან და ღრუბლებმა სიმართლე აწვეთონ, გაიხსნას დედამიწა და ინაყოფიეროს, ხსნა და სამართლიანობა ერთად აღმოცენდეს; მე, უფალი, ვქმნი ამას.

მათე 4

16. ხალხმა, რომელიც ბნელში იჯდა, დიდი სინათლე იხილა, სიკვდილის ჩრდილის ქვეყანაში მსხდომთ სინათლე ამოუბრწყინდათ”.

მათე 13

5. ზოგი ქვიან ადგილზე დავარდა, სადაც მიწა ბევრი არ იყო; და მალევე აღმოცენდა, ვინაიდან სიღრმე არ ჰქონდა ნიადაგს.

იოანე 4

14. ხოლო ვინც იმ წყალს დალევს, რომელსაც მე მივცემ, საუკუნოდ აღარ მოსწყურდება; რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, მასში იქცევა წყლის წყაროდ, რომელიც საუკუნო სიცოცხლედ იდინებს”.

ებრაელთა 7

14. რადგან ცხადია, რომ ჩვენი უფალი იუდასგან ამობრწყინდა, ამ ტომის მღვდლობაზე კი არაფერი უთქვამს მოსეს.

ებრაელთა 11

12. ამიტომ ერთისგან, ისიც ლამის მკვდრისგან, იშვა მრავალი, როგორც მრავალი ვარსკვლავი ცაზე და აურაცხელი ქვიშა ზღვის ნაპირზე.

ებრაელთა 12

15. გაფრთხილდით, რომ რომელიმე თქვენგანს არ მოაკლდეს ღვთის მადლი, რათა რაიმე მწარე ფესვი არ აღმოცენდეს, ზიანი არ მოიტანოს და ამით ბევრი არ შეიბილწოს;