1.2.115 День рождения

Быт.40,20 Иов.3,1-11 Иер.20,14.15 Мар.6,21

1.2.115 დაბადების დღე

დასწყევლეს თავიანთი დაბადების დღე:

- იობმა იობ.3,1-11

- იერემიამ იერ.20,14.15

.

აღნიშნეს:

- ფარაონმა დაბ.40,20

- ჰეროდემ მარ.6,21

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 40

20. მესამე დღეს ფარაონის დაბადების დღე იყო. ნადიმი გამართა ფარაონმა თავისი მსახურებისთვის და მწდეთუხუცესი და მეპურეთუხუცესიც გაიხსენა.

იობი 3

1. მერე გახსნა იობმა პირი და დასწყევლა თავისი გაჩენის დღე.

2. ალაპარაკდა იობი და თქვა:

3. "ის დღე დაიქცეს, როცა დავიბადე და ის ღამე, როცა ითქვა: ‘კაცი ჩაისახა!’

4. წყვდიადად იქცეს ის დღე, აღარ მოხედოს მას ღმერთმა თავისი სიმაღლიდან და აღარც ნათელი გააბრწყინოს მასზე!

5. ბნელში დაინთქას და სიკვდილის აჩრდილმა მოიცვას იგი, ღრუბელმა დაფაროს და შეაძრწუნოს იგი დღის სიშავემ!

6. წყვდიადმა შეიპყროს ის ღამე, ნუღარ აღირიცხოს წლის დღეებში და თვეთა რიცხვში ნუღარ შევა!

7. აჰა, გაბერწდეს ის ღამე და ნუღარ იქნება მასში სიხარულის შეძახილი.

8. სწყევლონ იგი დღის მაწყევრებმა, რომლებიც მზად არიან ლევიათანი გააღვიძონ!

9. დაბნელდნენ მისი გარიჟრაჟის ვარსკვლავნი, ნათელს ელოდოს და არ მოვიდეს, ნუ იხილავს გაცისკროვნებას.

10. რადგან დედაჩემის საშოშივე არ დამიხშო კარი და არ დაფარა ტანჯვა ჩემი თვალისაგან.

11. რატომ არ მოვკვდი დაბადებისას, რად არ მოვისპე მუცლიდან გამოსვლისას?

იერემია 20

14. წყეული იყოს ის დღე, როცა დავიბადე! დაე, ის დღე, როცა დედაჩემმა მშობა, არ იყოს კურთხეული!

15. წყეული იყოს კაცი, რომელმაც ამცნო მამაჩემს: "ძე შეგეძინაო!” და გაახარა იგი.

მარკოზი 6

21. დადგა მარჯვე ჟამი, როცა ჰეროდემ თავის დაბადების დღეს ვახშამი გაუმართა თავის მთავრებს, ათასისთავებს და გალილეველ წარჩინებულთ;