4.19.16 Весы

4.19.16 სასწორი

ასაწონად:

- საგნების ლევ.19,36

- ფულის იერ.32,10

.

კანონები მის შესახებ:

- უნდა იყოს ზუსტი ლევ.19,36

- არაზუსტი სისაძაგლეა იგავ.11,1

- მრუდე განიკითხება ამ.8,5 მიქ.6,11

.

გადატანითი მნიშვნელობით:

- ღმერთის სამართალი იობ.31,6

- ადამიანის არარაობა ფს.61,9 ეს.40,15

- უსუსურება ეს.40,12

- ღვთის მსჯავრი დან.5,27 გმცხ.6,5

.

ბიბლიის მუხლები

ლევიანნი 19

36. სწორი სასწორი, სწორი საწონი, ეფა და სწორი ჰინი იქონიეთ. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან.

იობი 31

6. ამწონოს მართალ სასწორზე და გაიგოს ღმერთმა ჩემი უმწიკვლოება;

ფსალმუნი 61

9. არარაობა არიან მოკვდავნი, ცრუობენ კაცთა შვილები; სასწორზე რომ დადო, ყველა ერთ ამოსუნთქვაზე მსუბუქია.

იგავნი 11

1. მატყუარა სასწორი სისაძაგლეა უფლის წინაშე, სწორი საწონი კი სასურველია მისთვის.

ესაია 40

12. მუჭით ვინ არწყა წყალი და მტკაველით ვინ გადაზომა ცანი? ვინ დათვალა მიწის მტვერი, ვინ აწონა მთები სასწორზე და მაღლობები - პინებით?

15. აჰა, ჭურჭლის ერთი წვეთივით არიან ერები და მტვერივით სასწორის პინებზე; აჰა, ფხვნილივით პირწმინდად აღგვის კუნძულებს.

იერემია 32

10. წერილში ჩავწერე, დავბეჭდე, მოწმეებს დავუძახე და ფული სასწორით მივუწონე.

დანიელი 5

27. თეკელ - აიწონე სასწორზე და მსუბუქი აღმოჩნდი;

ამოსი 8

5. რომ ამბობთ: როდის გავა ახალმთვარობა, რომ გავყიდოთ პური, და შაბათი, რომ გავაღოთ ბეღლები, შევამციროთ ეფა, გავზარდოთ შეკელი და ვიტყუოთ მრუდე სასწორითო,

მიქა 6

11. როგორ გავამართლო ბოროტეული სასწორი და ქისა მატყუარა საწონით?

გამოცხადება 6

5. მესამე ბეჭედი რომ ახსნა, მესამე არსების ხმა მომესმა, რომელიც ამბობდა: "მოდი და იხილე!” და ვიხილე, აჰა, შავი ცხენი და მის მხედარს სასწორი უჭირავს ხელში.