1.3.17. Дух -внутренняя личность человека, "я"

1Ин.3,24 Рим.8,16,, 2Кор.4,16,,5,[5.8.9],, 12,2.3 Флп.1,23,,1Фес.5,23

1.3.17. სული ადამიანის შინაგანი პიროვნებაა, მეა

1ინ 3,24; რომ 8,16; 2კორ. 4,16; 5,[5.8.9]; 12,2.3; ფლპ. 1,23; 1თეს. 5,23

ბიბლიის მუხლები

 

1იოანე 3

 24. თუ ვიმარხავთ მის მცნებებს, ის ჩვენში რჩება, ჩვენ კი - მასში; ხოლო იმას, რომ ჩვენში რჩება, მის მიერვე მოცემული სულით შევიცნობთ.

რომაელთა 8

 16. სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღვთის შვილები ვართ.

2კორინთელთა 4

 16. ამიტომაც არ ვიტეხთ გულს, რადგან თუ ჩვენი გარეგანი კაცი იხრწნება, დღითი დღე ახლდება შინაგანი.

2კორინთელთა 5

 

8. მაგრამ ნდობით ვართ აღვსილნი და გვიჯობს სხეულიდან გამოვსახლდეთ, რათა უფალთან დავესახლოთ.

 9. ამიტომაც ვცდილობთ, რომ, გამოვსახლდებით თუ დავსახლდებით, მისთვის სათნონი ვიყოთ.

2კორინთელთა 12

 

2. ვიცი ერთი კაცი ქრისტეში, რომელიც ამ თოთხმეტი წლის წინათ (არ ვიცი, სხეულით თუ უსხეულოდ; ღმერთმა იცის) ატაცებულ იქნა მესამე ცამდე;

 3. და ვიცი ამ კაცისა (მხოლოდ არ ვიცი, სხეულით თუ უსხეულოდ; ღმერთმა იცის),

ფილიპელთა 1

 23. ერთიც მიზიდავს და მეორეც: გული მითქვამს, რომ გასვლა და ქრისტესთან ყოფნა ათასწილ უმჯობესია.

1თესალონიკელთა 5

 

23. თვით მშვიდობის ღმერთმა წვიდა-გყოთ მთელი სისრულით, რათა თქვენი სული, თქვენი სამშვინველი და თქვენი სხეული უმწიკვლოდ იქნეს დაცული ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისთვის.

თემაზე წერდნენ

სულის ბუნება ისე ღრმაა, რომ განსაზღვრებას არ ემორჩილება, რა გზითაც არ უნდა სცადო მისი ახსნა.

ჰერაკლიტე ეფესოელი

ყველაზე მყუდრო და უშფოთველი სადგური, სადაც კაცს შეუძლია განმარტოვდეს, - სულია მისი... მაშ, მალი-მალ მიაშურე მაგ მყუდრო სადგურს და, ამრიგად, განაახლე შენივე თავი.

მარკუს ავრელიუსი__

კაცისთვის გონებამიუწვდომელია, როგორ ერწყმის სული სხეულს, თუმცაღა ესაა საკუთრივ კაცი.

ნეტარი ავგუსტინე

საგნებს უამრავი თვისება აქვთ, ხოლო სულს - უამრავი მიდრეკილება; ყველაფერი, რაც სულს ევლინება, რთულია და სულიც რთულია თავის ყველა გამოვლინებაში. აი, რატომაა, რომ ერთი და იგივე მოვლენა ჩვენ ხან ცრემლს გვაღვრევინებს, ხანაც ღიმილს გვგვრის.

 ბლეზ პასკალი

შესანიშნავი ადამიანის მორალურ თვისებებს, ალბათ, უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს მისი თაობისა და ისტორიული პროცესისთვის, ვიდრე წმინდა ინტელექტუალურ მიღწევებს. ეს ინტელექტუალური მიღწევები, თვითონვე არიან დამოკიდებული სულის სიდიადეზე, სიდიადეზე, რომელიც ჩვეულებრივ უცნობი რჩება.

აინშტაინი

იგი, რაც შენ ხარ, მას შენ ვერა სჭვრეტ,

მას, რასაც ხედავ - შენი ჩრდილია.

რაბინდრანატ თაგორი

მხოლოდ სულით და რწმენით განირჩევა პირუტყვისგან ადამიანი.

მიხეილ ჯავახიშვილი

როგორც ნივთიერებაა საიდუმლო რაღაც, ასევე სული არის საიდუმლო რაღაც, რომელიც გრძნობს და ფიქრობს... არსებობს რაღაც, რასაც მე ვუწოდებ ჩემს „მე“-ს, ან , სხვა სიტყვებით, ჩემს სულს და რასაც მე ვაღიარებ ამ შეგრძნებათა, აზრთა და სხვათაგან განსხვავებულად, რაღაც, რასაც მე ვაღიარებ არა აზრებად, არამედ არსებად, რომელსაც გააჩნია ეს აზრები, და რომელიც შემიძლია წარმოვიდგინო მარად არსებულად მშვიდ მდგომარეობაში, ყოველგვარი აზრების გარეშე... სული შეიძლება ვაღიაროთ ყველა გრძნნობის შემგრძნობელ სუბიექტად, იმად, რასაც გააჩნია ეს გრძნობები და რაც მათ განიცდის.

 სტიუარტ მილი

თუმცა თითოეული ცალკე შთაბეჭდილება ან იდეა შეიძლება სახეზე არ იმყოფებოდეს, მაგრამ ის, რაც აკავშირებს ერთად შთაბეჭდილებებსა და იდეებს, ყოველთვის სახეზეა და მიე განუწყვეტელ სახესე ყოფნას თავის აუცილებელ შედეგად ახლავს ან სულაც თავის თავით უბრალოდ შეადგენს ჩვენს ცნებას რომელიღაც აქ მყოფ განუწყვეტელ არსებობაზე ან რეალობაზე. არსებობა სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა სახეზე ყოფნას და ყოფნის გაგრძელებას. და ამიტომ ის, რაც სულში განაგრძობს ყოფნას, ყოველგვარ ცვლილებათა მიუხედავად, და ინარჩუნებს აგრეგატის ერთიანობას, წინააღმდეგ მისი გაყოფის ყველა ცდისა, არის ის, რისი არსებობაც შესაძლებელია მტკიცდებოდეს ამ სიტყვის სრული გაგებით, და რასაც ჩვენ უნდა ვუწოდოთ სულის სუბსტანცია, განსხვავებით მრავალფეროვან ფორმათაგან, რომელსაც იგი ღებულობს.

ჰერბერტ სპენსერი__

როდესაც ადამიანი ისახება საშოში, მისი სხეული იქმნება ადრე არსებული მატერიისგან, ფორმირდება მამაკაცის სპერმატოზოიდისა და ქალის კვერცხუჯრედის შეერთების გზით, მაგრამ მის სულს ზებუნებრივად ჰქმნის (bara) ღმერთი. ჩასახვის მომენტში, როდესაც იწყება ადამიანის ფიზიკური ფორმირება, ადამიანის სული თავსდება ემბრიონში.

ჩასახვის სასწაული მოიცავს თავის თავში არა მხოლოდ ბავშვის სხეულის ფორმირებას, ამასთან აბსოლუტურად ახალი ქმნილების, ადამიანის სულს, რომელიც იცოცხლებს სამუდამოდ, მაშინაც კი, როცა დაიღუპება სხეული.

 ბობ იანდიანი__

ვიხსენებ რა ჩემს ბავშვობას, მე მესმის, რომ მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და ბევრი რამ შეიცვალა,, გარდა ერთისა. ჩემი ამჟამინდელი „მე“, ჩემი ახლანდელი „პიროვნება“ იდენტურია ჩემი წარსული „პიროვნებისა“. ამიტომაა, რომ ჩვენ პასუხს ვაგებთ ჩვენი წარსული მოქმედებების გამო. ამგვარად, ჩვენი „მე“ არის ის სუბიექტი, რასაც ჩვენ ჩვენი ცნობიერი სულიერი ცხოვრების მრავალფეროვან და მრავალფეროვან შინაარსებს ვუკავშირებთ, სწორედ „მე“ არის, რომელმაც უწყის ამ შინაარსების შესახებ და მათ ერთმანეთს უკავშირებს. ამიტომაა, რომ „მე“-ს განიხილავენ სულად, სულიერ სუბსტანციად.

ვიქტორ რცხილაძე

ჩვენ ვუყურებთ ქურქში შეფუთვნილ კაცს და ერთი თვალის შევლებით მის გარეგან მოყვანილობას ვამჩნევთ, ქურქს, მაგრამ ეს ქურქი როდია კაცი. ასევე ვუყურებთ კაცის გარეგნულ აღნაგობას, მაგრამ მის შიგნით, სულს ანუ პიროვნებას, რასაც სინამდვილეში წარმოადგენს ის, ვერ ვამჩნევთ. სული უხილავია, და ამიტომ მას ვერც ვიხილავთ.

 

 მირზა ბადიაური