3.49.34 Бодрствование и бдительность

Вт.4,9 Суд.7,15; 1цар.19,10 Неем.4,9 Пс.126,1; 140,3 Матф.24,42-51; 25,13; 26,40-45 Мар.13,33.35-37 Лук.21,34-36 Деян.20,29-31; 1Пет.1,13.14; 5,8; 1Кор.10,12; 15,34; 16,13 Еф.5,14.15; 6,18; 1Фес.5,6-8 Евр.12,15

3.49.34 სიფხიზლე და სიფრთხილე

სიფრთხილე...

- სულის დაცვაში რჯ.4,9

- ბრძოლაში მსაჯ.7,15

- პირად უსაფრთხოებაში 1მფ.19,10

- მოსალოდნელი თავდასხმისას ნეემ.4,9

- უფლის მოლოდინში მათ.24,42-51; 25,13 მარ.13,33.35-37

- ლოცვაში მათ.26,41

- განსაცდელებში ლუკ.21,34-36

- მაცდურთან მიმართებაში 1პეტ.5,8

- ყოველდღიურ ცხოვრებაში 1კორ.16,13

- ქცევაში ეფ.5,15

- სულიერ ბრძოლაში ეფ.6,18

-

წინააღმდეგ

- ჩვენი ბაგის სიტყვებისა ფს.140,3

- ცდუნებისა მარ.14,38; 1პეტ.1,13.14

- ცრუმოძღვრებისა საქ.20,29-31

- დაცემისა 1კორ.10,12 ებრ.12,15

-

მნიშვნელოვნობა

- ღმერთი ფხიზლობს თავის მხრივ ფს.126,1

- გაუფრთხილებლობა სახიფათოა მათ.26,40-45

- მოეთხოვებათ მორწმუნეებს 1კორ.15,34; 1თეს.5,6-8

- ღმერთი მოგვიწოდებს სიფხიზლისკენ ეფ.5,14

-

ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 4

9. მხოლოდ გაფრთხილდი და გულისყურით დაიცავი შენი სული, ნუ დაივიწყებ იმ საქმეებს, რაც შენმა თვალებმა იხილეს, და გულიდან ნუ ამოგივარდება შენი სიცოცხლის მანძილზე. და აცოდინე იგი შენს ძეთ და შენს ძეთა ძეთ,

მსაჯულნი 7

15. როცა სიზმარი და მისი ახსნა მოისმინა გედეონმა, თაყვანი სცა უფალს, აბრუნდა ისრაელის ბანაკში და თქვა: "ადექით! ხელში ჩაგიგდოთ უფალმა მიდიანელთა ბანაკი”.

1მეფეთა 19

10. შეეცადა საული შუბით კედელზე მიეჭედა, მაგრამ გაუსხლტა დავითი და კედელში ჩაიჭედა შუბი. გაიქცა დავითი და გადაურჩა იმ ღამეს სიკვდილს.

ნეემია 4

9. ჩვენ კი ვილოცეთ ჩვენი ღმერთის წინაშე და დაცვა დავაყენეთ მათ გამო დღითა და ღამით.

ფსალმუნი 126

1. გალობა აღსავალთა. სოლომონისთვის. თუ უფალი არ ააშენებს სახლს, ამაოდ გაირჯებიან მისი მშენებლები; თუ უფალი არ დაიცავს ქალაქს, ამაოდ ფხიზლობს გუშაგი.

ფსალმუნი 140

3. დაუყენე, უფალო, გუშაგი ჩემს პირს, დაცვა - ჩემს ბაგეებს.

მათე 24

42. მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი.

43. ესეც გახსოვდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ საათზე მოვა ქურდი, ფხიზლად იქნებოდა და ძირს არ გამოათხრევინებდა თავისი სახლისათვის.

44. ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, როცა არ ელით, სწორედ იმ საათს მოვა ძე კაცისა.

45. ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც მისმა პატრონმა მიუჩინა თავის მსახურთ, რათა დროულად მისცეს საჭმელი მათ?

46. ნეტა იმ მონას, რომელსაც ამნაირად მოქმედს ჰპოვებს მისი პატრონი, როდესაც მოვა.

47. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მთელს თავის საბადებელს მეთვალყურედ მიუჩენს მას.

48. მაგრამ თუ ის მონა ბოროტია და გულში იტყვის: აგვიანებს ჩემი პატრონი მოსვლას,

49. და დაიწყებს თავისივე მსგავსი მონების ცემას და მემთვრალეებთან ჭამას და სმას,

50. მაშინ მოვა მონის პატრონი იმ დღეს, როდესაც არ ელის, და იმ საათს, რომელიც არ იცის,

51. შუა გაკვეთს მას და თვალთმაქცებთან დაუდებს წილს, და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი.

მათე 25

13. მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არც დღე იცით და არც საათი, როდის მოვა ძე კაცისა.

მათე 26

40. მივიდა თავის მოწაფეებთან და მძინარენი ჰპოვა ისინი, და უთხრა პეტრეს: ასე, ერთ საათსაც ვერ შესძელით გეფხიზლათ ჩემთან ერთად?

41. იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა არ შეხვიდეთ საცდუნებელში: სული მხნეა, მაგრამ ხორცია უძლური.

42. მეორედაც გაშორდა მათ, ლოცულობდა და ამბობდა: მამაო ჩემო! თუკი შეუძლებელია ამცდეს ეს სასმისი, რათა არ შევსვა იგი, დე, იყოს ნება შენი.

43. მივიდა და კვლავ მძინარენი ჰპოვა ისინი, რადგან თვალები დამძიმებოდათ.

44. მიატოვა ისინი, მესამედაც გაშორდა მათ, და კვლავ იგივე სიტყვები წარმოთქვა.

45. მერე მივიდა მოწაფეებთან და უთხრა მათ: კვლავინდებურად გძინავთ და განისვენებთ? აჰა, მოაწია დრომ, და ძე კაცისა მიეცემა ცოდვილთა ხელში.

მარკოზი13

33. ფრთხილად იყავით, იფხიზლეთ და ილოცეთ, რადგან არ იცით, როდის მოაწევს ჟამი.

35. ისე იფხიზლეთ, რადგან არ იცით, როდის მოვა სახლის პატრონი – საღამოთი თუ შუაღამისას, მამლის ყივილზე თუ განთიადისას,

36. რათა ანაზდად არ მოგისწროთ მძინარეთ.

37. ხოლო რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები: იფხიზლეთ.

მარკოზი 14

38. იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა არ შეხვიდეთ საცდუნებელში; სული მხნეა, მაგრამ ხორცია უძლური.

ლუკა 21

34. ფრთხილად იყავით, რათა არ დამძიმდეს თქვენი გული განცხრომით, სიმთვრალითა და ამქვეყნიური საზრუნავით, და ანაზდეულად არ გიწიოთ იმ დღემ.

35. რადგანაც მახესავით დაეცემა მთელი დედამიწის მკვიდრთ.

36. მაშ, იფხიზლეთ და ილოცეთ მარადჟამ, რათა შეგეძლოთ თავი დააღწიოთ ყველაფერს, რაც მოიწევა, და კაცის ძის წინაშე წარსდგეთ.

საქმეები 20

29. რადგანაც ვიცი, რომ ჩემი წასვლის შემდეგ შემოგესევიან მძვინვარე მგლები, რომლებიც არ დაინდობენ სამწყსოს.

30. და თვით თქვენგანაც აღდგებიან კაცნი, რომელნიც ილაპარაკებენ უკუღმართად, რათა მოწაფეები გადაიბირონ.

31. მაშ, იფხიზლეთ და გახსოვდეთ, რომ სამ წელიწადს, დღე და ღამ, განუწყვეტლივ ცრემლით ვასწავლიდი თვითეულ თქვენგანს.

1პეტრე 1

13. მაშ, მოისარტყლეთ თქვენი გონების წელი, იფხიზლეთ და სრული იმედი გქონდეთ მადლისა, რომელიც მოგენიჭებათ იესო ქრისტეს გამოცხადებით.

14. როგორც შვილნი მორჩილებისა, ნუ მიეცემით თქვენს უწინდელ, უმეცრების დროინდელ ვნებებს.

1პეტრე 5

8. მღვიძარენი იყავით, იფხიზლეთ, რადგან თქვენი მოწინააღმდეგე ეშმაკი დაძწრის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და ეძებს, ვინ ჩაყლაპოს.

1კორინთელთა 10

12. ამიტომ, ვინც ფიქრობს, რომ დგას, იფრთხილოს, რომ არ წაიქცეს.

1კორინთელთა 15

34. ჯეროვნად იფხიზლეთ და ნუ სცოდავთ, ვინაიდან ზოგიერთი თქვენგანი არც იცნობს ღმერთს. თქვენდა სარცხვენად ვამბობ.

1კორინთელთა 16

13. იფხიზლეთ, მტკიცედ იდექით რწმენით, მხნედ იყავით და გაძლიერდით.

ეფესელთა 5

14. რადგანაც ნათელია ყოველივე გაცხადებული. ამიტომაც ითქვა: „გაიღვიძე, მძინარევ, აღსდეგ მკვდრეთით, და გაგანათლებს შენ ქრისტე“.

15. მაშ, ყურადღებით იყავით, როგორ იქცევით – მოიქეცით არა როგორც უგუნურნი, არამედ როგორც ბრძენნი.

ეფესელთა 6

18. ყოველგვარი ლოცვა-ვედრებით დღენიადაგ ილოცეთ სულით, ეცადეთ მუდამ ფხიზლად იყოთ და გულმხურვალედ ლოცულობდეთ ყველა წმიდისთვის,

1თესალონიკელთა 5

6. მაშ, სხვებივით ნუკი მივეცემით ძილს, არამედ ვიფხიზლოთ და ვიღვიძოთ.

7. ვინაიდან მძინარენი ღამით ხვრინავენ და მემთვრალენიც ღამით თვრებიან.

8. ხოლო ჩვენ, რაკი დღის ძენი ვართ, ვიფხიზლოთ და შევიმოსოთ აბჯარი რწმენისა და სიყვარულისა და ჩაფხუტი ხსნის სასოებისა.

ებრაელთა 12

15. ფრთხილად იყავით, რომ არავინ მოაკლდეს ღვთის მადლს და არ იბარტყოს რომელიმე ფესვმა სიმწრისა, რათა არ შეაურვოს და შებილწოს ბევრი თქვენგანი.