3.32.1. Дух дает провещевать

Исх.4,11.12 Чис.11,25-29 Вт.34,9; 1цар.10,10; 2цар.23,2 Иов.32,8 Ис.28,11.12; 59,21 Иер.1,7-9 Матф.10,19.20 Мар.16,17 Лук.12,11.12; 21,14.15 Ин.14,26 деян.2,[4]. 11; 4,8.31; 9,17; 10,44; 13,9; 19,6; 1Пет.1,12; 1Кор.12,10.28.30.31; 13,1; 14,5.21.26-28 Еф.5,18; 6,18

3.32.1. სული ამეტყველებს

  - უფალი განაგებს ჩვენს მისდამი მორჩილ ბაგეს, გვამუნჯებს ან გვამეტყველებს, გვასწავლის, მოგვაგონებს, რა უნდა ვთქვათ გამ.4,11.12; 2მფ.23,2 იობ.32,8 ეს.59,21 იერ.1,7-9 მარ.16,17 ლუკ.12,11.12; 21,14.15 ინ.14,26 საქ.2,[4]; 4,8; 9,17 1პეტ.1,12; 1კორ.12,10.28

.

- როდესაც მინდობილი ხარ უფალზე, შენი საზრუნავი არ არის რა და როგორ თქვა, რადგან ღვთის სული ილაპარაკებს შენში მათ.10,19.20 

.

- სულით აღვსილნი ღვთის სიტყვას ამბობენ დაუფარავად საქ.4,31; 13,9

.

- სული ამეტყველებს წარმომთქმელისთვის უცხო ენაზე საქ.2,11

.

- ენებზე მეტყველების ნიჭი არაფერია, თუ არ გაგვაჩნია სიყვარული 1კორ.13,1

.

- ენებზე მეტყველება ასაშენებლად იყოს 1კორ.14,5.26-28

.

- სული წმიდის გადმოსვლა ხელდასხმით რჯლ.34,9 საქ.9,17; 19,6

.

- მოსმენილი სიტყვით შეიძლება აღივსონ სული წმიდით რიცხ.11,25.26; 1მფ.10,10 საქ.10,44

.

- გარეშისთვის შეიძლება გაუგებარი იყოს და არ ისურვოს მოსმენა რიცხ.11,27-29 ეს.28,11.12; 1კორ.14,21

.

- ქრისტეს მორწმუნეებს შეიძლება არ ჰქონდეთ ნიჭი ენებზე მეტყველებისა. სასურველია ესწრაფონ 1კორ.12,30.31 ეფ.5,18; 6,18 

ბიბლიის მუხლები

 

გამოსვლა 4

11. უთხრა უფალმა: ვინ მისცა ბაგე ადამიანს, ვინ ბადებს მუნჯს ან ყრუს, თვალხილულს ან ბრმას, თუ არა მე, უფალი?

12. ახლა წადი და მე ვიქნები შენს ბაგესთან: გასწავლი, რა უნდა თქვა

რიცხვნი 11

25. ჩამოვიდა უფალი ღრუბელში და ელაპარაკა მას. აიღო ნაწილი სულისაგან, მოსეზე რომ იყო, და გაუნაწილა სამოცდაათ უხუცესს. როცა დაადგა მათ სული, ქადაგად დაეცნენ ყოველანი, ოღონდ მცირე ხნით.

26. ორი კაცი დარჩენილიყო ბანაკში, ერთს ერქვა ელდადი, მეორეს, - მედადი. მათაც დაადგრა სული (ისინი ჩაწერილთა შორის იყვნენ, მაგრამ არ გასულან კარავთან) და ისინიც დაეცნენ ქადაგად ბანაკში.

27. მოირბინა ერთმა ყმაწვილმა და შეატყობინა მოსეს, ელდადი და მედადი ქადაგად დაეცნენო ბანაკში.

28. მიუგო იესო ნავეს ძემ, მოსეს მსახურმა, თავისი გულუბრყვილობით, და თქვა: მოსე, ჩემო ბატონო! შეაწყვეტინე!

29. უთხრა მოსემ: ხომ არ გშურს ჩემ მაგიერ? ნეტავ მთელი უფლის ერი დაეცემოდეს ქადაგად! ნეტავ მათაც მოჰფენდეს უფალი თავის სულს!

მეორე რჯული 34

9. იესო ნავეს ძე ავსილი იყო სიბრძნის სულით, რადგან ხელი დაასხა მას მოსემ, და ემორჩილებოდნენ ისრაელიანები, როგორც უბრძანა მოსემ.

1მეფეთა 10

10. ავიდნენ გორაკზე და, აჰა, მოდის მისკენ ქადაგთა გუნდი. გადმოვიდა მასზე ღვთის სული და ისიც მათთან ერთად აქადაგდა.

2მეფეთა 23

2. უფლის სული მეტყველებს ჩემით და ენაზე მაქვს მისი სიტყვა.

ესაია 28

11. რადგან ლუღლუღა ბაგეებით და უცხოთა ენით დაელაპარაკება ამ ხალხს.

12. მან უთხრა მათ: აჰა, საშვებელი, მიეცით შვება მაშვრალს! აჰა, განსვენება! მაგრამ მოსმენა არ უნდოდათ.

ესაია 59

21. აჰა, ეს არის ჩემი აღთქმა მათთვის, ამბობს უფალი: ჩემი სული, რომელიც შენზეა, და ჩემი სიტყვები, რომლებიც ჩავდევი შენს ბაგეებში, არ მოსცილდება შენს ბაგეებს, შენი ნაშიერის ბაგეებს, შენი ნაშიერის ნაშიერის ბაგეებს, ამბობს უფალი ამიერიდან და უკუნისამდე. 

იერემია 1

7. მითხრა უფალმა: ნუ ამბობ, ბავშვი ვარო, რადგან ყველგან წახვალ, სადაც კი მიგავლენ, და ყველაფერს ილაპარაკებ, რასაც გიბრძანებ.

8. ნუ გეშინია მათი, რადგან შენთან ვიქნები, რომ დაგიფარო. ამბობს უფალი.

9. გამოიწოდა ხელი უფალმა და შეეხო ჩემს ბაგეს; მითხრა უფალმა: აჰა, ჩამიდვია ჩემი სიტყვები შენს ბაგეებში.

მათე 10

19. ხოლო როდესაც გაგცემენ, ნუ იზრუნებთ, როგორ ვთქვათ, ანდა რა ვთქვათო; ვინაიდან თავად მოგეცემათ მაშინ სათქმელი.

20. რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სული თქვენი მამისა ილაპარაკებს თქვენში.

მარკოზი 16

17. ხოლო მორწმუნეთაგან განუყრელნი იქნებიან ეს სასწაულნი: ჩემი სახელით განდევნიან ეშმაკთ და ახალ ენებზე იმეტყველებენ

ლუკა 12

11. როდესაც მიგიყვანენ სინაგოგებში, მთავრებისა და მეფეების წინაშე, ნუ იზრუნებთ, როგორ მივუგოთ, რა მივუგოთ, ანდა რა ვთქვათო,

12. რადგანაც სული წმიდა გასწავლით მაშინ, რა უნდა თქვათ.

ლუკა 21

14. მაშ, გულს ჩაიბეჭდეთ, რომ წინასწარ არ იზრუნებთ, რითი იმართლოთ თავი.

15. ვინაიდან მე მოგცემთ სიტყვას და სიბრძნეს, რომელსაც წინ ვეღარ აღუდგება და ვერც შეეპასუხება ვერც ერთი თქვენი მოპირისპირე.

იოანე 14

26. ხოლო ნუგეშისმცემელი, სული წმიდა, რომელსაც მამა მოავლენს ჩემი სახელით, გასწავლით და მოგაგონებთ ყველაფერს, რაც მე გითხარით.

საქმე 2

4. ყველანი აღივსნენ სულით წმიდით და სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ, როგორც სული ამეტყველებდა მათ.

11. იუდეველნი და პროზელიტნი, კრიტელნი და არაბნი ვისმენთ, როგორ ღაღადებენ ისინი ჩვენი ენით ღვთის სიდიადეს.

საქმე 4

8. მაშინ პეტრე აღივსო სულით წმიდით და უთხრა მათ: ერისმთავარნო და უხუცესნო,

31. როცა ილოცეს, შეიძრა ის ადგილი, სადაც შეკრებილიყვნენ, და ყველანი აღივსნენ სულით წმიდით და იტყოდნენ ღვთის სიტყვას დაუფარავად.

საქმე 9

17. წავიდა ანანია, შევიდა იმ სახლში, ხელი დაადო და უთხრა: საულ, ძმაო, უფალმა იესომ გამომგზავნა, გზად მიმავალს რომ გეჩვენა, რათა თვალი აგეხილოს და აღივსო სულით წმიდით.

საქმე 10

44 ჯერ კიდევ ლაპარაკობდა პეტრე ამ სიტყვებს, რომ სულიწმიდა გადმოვიდა ყველაზე, ვისაც ესმოდა სიტყვა.

საქმე 13

9. ხოლო სავლე, იგივე პავლე, აღივსო სულით წმიდით, შეხედა მას

საქმე 19

6. პავლემ ხელი დაადო მათ და გადმოვიდა მათზე სული წმიდა: სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ და წინასწარმეტყველებდნენ.

1პეტრე 1

12. მათთვის გამოცხადებულ იქნა, რომ თვითონ მათ კი არა, თქვენ გმსახურებდათ ის, რაც ამჟამად გეუწყათ მახარებელთაგან, ცით მოვლენილი სული წმიდის მიერ, და რისი წვდომაც სურთ ანგელოზებს.

1კორინთელთა 12

10. ვის - სასწაულთმოქმედება, ვის - წინასწარმეტყველება, ვის - სულთა გარჩევა, ვის - სხვადასხვა ენა, ვის კიდევ - განმარტება სხვადასხვა ენის.

28. რომელნიც ღმერთმა დაადგინა ეკლესიაში, ჯერ მოციქულებად, მერე წინასწარმეტყველებად, შემდეგ მოძღვრებად; ზოგს მისცა სასწაულთმოქმედების ძალი, აგრეთვე ნიჭი მკურნალობისა, შეწევნისა, მმართველობისა, სხვადასხვა ენისა.

30. ყველას აქვს ნიჭი მკურნალობისა თუ სხვადასხვა ენაზე მეტყველებისა? ყველა არის განმმარტებელი?

31. მაშ, ისწრაფეთ უმეტეს ნიჭთა მიმართ, და მე უკეთეს გზას გიჩვენებთ. 

1კორინთელთა 13

1. კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ რვალი ვარ მოჟღრიალე, მხოლოდ წკრიალა წინწილი. 

1კორინთელთა 14

5. მე მინდა ყველანი ლაპარაკობდეთ ენებით, უფრო მეტად კი - წინასწარმეტყველებდეთ, რადგანაც წინასწარმეტყველი ენებით მეტყველზე უმეტესია, თუკი ეს უკანასკნელი კიდევაც არ განმარტავს თავის სიტყვებს ეკლესიის ასაშენებლად.

21. რჯულში სწერია: „უცხო ენებითა და უცხო ბაგეებით დაველაპარაკები ამ ხალხს, მაგრამ მაშინაც არ მომისმენენ, ამბობს უფალი“.

26. მაშ, რა ვქნათ, ძმანო? როდესაც იკრიბებით, თვითეულ თქვენგანს თანა აქვს ფსალმუნი, აქვს მოძღვრება, აქვს ენა, აქვს გამოცხადება, აქვს განმარტება, - ყოველივე ეს ასაშენებლად იყოს.

27. თუ ვინმე ლაპარაკობს ენით, ილაპარაკოს ორმა, ან, დიდი-დიდი, სამმა, რიგრიგობით, ერთმა კი განმარტოს.

28. ხოლო თუ არავინაა განმმარტებელი, სიჩუმე იყოს ეკლესიაში და ყველა თავის თავს ან ღმერთს ელაპარაკოს.

ეფესელთა 5

18. ნუ დათვრებით ღვინით, საიდანაც წარმოსდგება აღვირახსნილობა, არამედ აღივსეთ სულით.

ეფესელთა 6

18. ყოველგვარი ლოცვა-ვედრებით დღენიადაგ ილოცეთ სულით, ეცადეთ მუდამ ფხიზლად იყოთ და გულმხურვალედ ლოცულობდეთ ყველა წმიდისთვის,