3.50.19 Богохульство

Лев.24,11.14-16.23; 2цар.12,14; 3цар.21,13; 4цар.19,4.10.22 Иов.2,9 Пс.72,9-11; 73,18 Ис.8,21; 36,20; 52,5 Иез.9,9; 35,12.13 Дан.7,25; 11,36.37 Мал.3,13.14 Матф.9,3; 26,65 Лук.22,65 Ин.10,33.36 Деян.6,11-13 Рим.1,30; 2Фес.2,4; 1Тим.1,13.20 Отк.13,1.5.6

3.50.19 ღვთის გმობა

არის შედეგი:

- უღირსი საქციელის 2მფ.12,14 რომ.2,24

- სიამაყის ფს.72,9-11 ეზეკ.35,12.13

- სიძულვილის ფს.73,18

- ტანჯვის, შიმშილის და სხვა ეს.8,21

- წინააღმდეგობის ეს.36,20

- უსამართლობის ეს.52,5

- სკეპტიციზმის ეზეკ.9,9 მალ.3,13.14

- თავის ღმერთად გამოცხადების დან.11,36.37; 2თეს.2,4

-

მაგალითები:

- ისრაელიანი დედაკაცის შვილი ლევ.24,11-16.23

- აშურის მეფე რაბშაკე 4მფ.19,4.10.22

- იობის ცოლი იობ.2,9

- მხეცი დან.7,25 გმცხ.13,1.5.6

- ებრაელები ლუკ.22,65

- წარმართები რომ.1,30

- სავლე ტარსოსელი 1ტიმ.1,13

- ჰიმენიოსი და ალექსანდრე 1ტიმ.1,20

-

დაედოთ ცრუ ბრალდება:

- ნაბოთს 3მფ.21,13

- ქრისტეს მათ.9,3; 26,65 იოან.10,33.36

- სტეფანეს საქ.6,11-13

-

ბიბლიის მუხლები

ლევიანნი 24

11. აგინებდა ისრაელიანი დედაკაცის შვილი უფლის სახელს და ილანძღებოდა. მიუყვანეს იგი მოსეს (დედა მისი იყო შელომითი, დიშრის ასული, დანის ტომიდან).

14. გაიყვანეთ მაგინებელი ბანაკის გარეთ და ყველამ ვინც გაიგონა, დაადოს ხელი თავზე და ქვით ჩაქოლოს მთელმა საზოგადოებამ.

15. ისრაელიანებს კი ასე უთხარი: ყველა, ვინც თავის ღმერთს ლანძღავს, ცოდვას იდებს.

16. უფლის სახელის მაგინებელი უნდა მოკვდეს, ქვებით უნდა ჩაქოლოს მთელმა საზოგადოებამ, მდგმური იქნება თუ მკვიდრი, უფლის სახელის შეგინებისათვის უნდა მოკვდეს.

23. გამოუცხადა მოსემ ისრაელიანებს და გაიყვანეს მაგინებელი ბანაკის გარეთ და ჩაქოლეს იგი ისრაელიანებმა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.

2მეფეთა 12

14. მაგრამ, რადგან ამ საქმით გმობის საბაბი მიეცი უფლის მტრებს, ძე, რომელიც შეგეძინა, მოკვდება”.

3მეფეთა 21

13. გამოვიდა ორი ნაძირალა და წინ დაუჯდა. ცილი დასწამეს ამ ნაძირალებმა ნაბოთს ხალხის წინაშე: შეაგინა ნაბოთმა ღმერთსა და მეფესო. გაიყვანეს ქალაქის გარეთ, ქვით ჩაქოლეს და მოკვდა.

4მეფეთა 19

4. ვინძლო გაიგონოს უფალმა, შენმა ღმერთმა სიტყვები რაბშაკესი, აშურის მეფემ, მისმა ბატონმა რომ შემოთვალა, რათა დაემცირებინა ცოცხალი ღმერთი და ეგინებინა სიტყვებით, რომლებიც გაიგონა უფალმა, შენმა ღმერთმა. აღავლინე ლოცვა დარჩენილთათვის, ვინც კი არიან.

10. ასე უთხარით ხიზკიას, იუდას მეფეს: არ შეგაცდინოს-თქო შენმა ღმერთმა, რომლის იმედიც გაქვს, რომ ფიქრობ, არ ჩავარდებაო იერუსალიმი აშურის მეფის ხელში.

22. ვის ლანძღავდი, ვის აგინებდი? ვისზე აღიმაღლე ხმა და ვისზე შემართე მედიდურად თვალი? ისრაელის წმიდაზე!

იობი 2

9. უთხრა ცოლმა: ახლაც ეჭიდები შენს სიალალეს? ბარემ დაგმე ღმერთი და მოკვდი!

ფსალმუნი 72

9. ზეცის წინააღმდეგ დააღეს პირები, მათი ენები კი დედამიწაზე დაიარება.

10. ამიტომ მისი ხალხიც მათ მიმართავს ხოლმე და სვამენ მათ სიტყვებს, როგორც წყალს სავსე თასიდან.

11. ამბობენ: როგორ შეიტყობს ღმერთი? განა აქვს ცოდნა უზენაესს?

ფსალმუნი 73

18. უფალო, გაიხსენე: როგორ გალანძღა მტერმა და უგუნურმა ხალხმა ჰგმო შენი სახელი.

ესაია 8

21. ტანჯულნი და დამშეულნი იხეტიალებენ ქვეყანაზე და შიმშილისა და სიბრაზის გამო დაგმობენ თავიანთ მეფესა და ღმერთს. მაღლა აიხედავენ,

ესაია 36

20. ამ ქვეყნების ღმერთებს შორის რომელმა იხსნა თავისი ქვეყანა ჩემი ხელიდან, რომ უფალმა იხსნას იერუსალიმი ჩემი ხელიდან?”

ესაია 52

5. ახლა კი, რა დამრჩენია აქ? - ამბობს უფალი - მუქთად არის ჩემი ერი წაყვანილი, გმინავენ მისი მთავრები, ამბობს უფალი, გამუდმებით, ყოველდღიურად იგმობა ჩემი სახელი.

ეზეკიელი 9

9. მითხრა: "ისრაელის ტაძრისა და იუდას ურჯულოება ძალზე დიდია; სისხლით აივსო ეს ქვეყანა და ქალაქი სავსეა ძალადობით, რადგან ამბობენ: უფალმა მიატოვაო ეს ქვეყანა, ვერაფერს ხედავსო უფალი.

ეზეკიელი 35

12. მაშინ გაიგებ, რომ მე, უფალმა, მოვისმინე ყველა შენი ლანძღვა, ისრაელის მთების წინააღმდეგ წარმოთქმული; ამბობდი: გაუკაცრიელდნენ და ჩვენ მოგვეცა საჭმელადო!

13. ჩემს წინააღმდეგ ქედმაღლურად ლაპარაკობდით, სიტყვებს ამრავლებდით ჩემს წინააღმდეგ; მოვისმინე ეს.

დანიელი 7

25. უზენაესის წინააღმდეგ სიტყვებს იტყვის და უზენაესის წმიდანებს შეავიწროვებს. განიზრახავს მათთვის დროთა და რჯულის შეცვლას. ისინი ხელში მიეცემიან მას, ვიდრე არ გავა დრო - ორი დრო და ნახევარი დრო.

დანიელი 11

36. თავისი ნებისამებრ იმოქმედებს მეფე, ყველა ღმერთზე მეტად აღზევდება, განდიდდება და საშინელებებს ილაპარაკებს ღმერთთა ღმერთის წინააღმდეგ; წარმატებული იქნება რისხვის დასრულებამდე, ვინაიდან, უნდა აღსრულდეს, რაც ნაბრძანებია.

37. არც თავისი მამების ღმერთებს ჩააგდებს რამედ, არც ქალთა სასურველს და არც სხვა რომელიმე ღმერთს მიაქცევს ყურადღებას, რადგან ყველაზე მეტად განდიდდება.

მალაქია 3

13. ქედმაღლური იყო თქვენი სიტყვები ჩემს მიმართ - ამბობს უფალი - თქვენ კი კითხულობთ: რა გვითქვამსო შენზე?

14. ამბობდით: ფუჭია ღმერთის წინაშე მსახურება, რას გვარგებს მისი ბრძანებების დაცვა და მწუხარედ სიარულიო ცაბაოთ უფლის წინაშე?

მათე 9

3. ზოგიერთი მწიგნობარი გულში ამბობდა: ღმერთს გმობსო იგი.

მათე 26

65. მაშინ მღვდელმთავარმა შემოიხია სამოსი და თქვა: მან ღმერთი ჰგმო; მაშ, რაღად გვინდა მოწმენი? ხომ მოისმინეთ ღვთისგმობა მისი?

ლუკა 22

65. და სხვასაც მრავალს ეტყოდნენ მისი მგმობელნი.

იოანე 10

33. მიუგეს იუდეველებმა და თქვეს: კეთილი საქმისთვის კი არ ჩაგქოლავთ, არამედ ღმრთის გმობისთვის, ვინაიდან კაცი ხარ და ღმერთად კი მოგაქვს თავი.

36. მას, ვინც წმიდა-ყო და ამ ქვეყნად მოავლინა მამამ, ეუბნებით, ღმერთსა გმობო, რაკიღა ვთქვი: მე ვარ ძე ღმრთისა?

საქმეები 6

11. მაშინ წააქეზეს რამდენიმე კაცი და ათქმევინეს: ჩვენ გვსმენია, როგორ გმობდა მოსეს და ღმერთსო.

12. და აღძრეს ხალხი, უხუცესნი და მწიგნობარნი, თავს დაესხნენ, მოიტაცეს და სინედრიონში მიიყვანეს.

13. წარმოადგინეს ცრუ მოწმენი, რომლებმაც თქვეს: ეს კაცი ერთავად ამ წმიდა ადგილისა და რჯულის ძვირს ამბობს.

რომაელთა 1

30. ავსიტყვანი, ცილისმწამებელნი, ღვთისმოძულენი, ქედმაღალნი, ცუდმედიდნი, ბოროტმზრახველნი, დედ-მამის ურჩნი,

რომაელთა 2

24. რადგან თქვენი გულისათვის, როგორც წერია, ღვთის სახელი იგმობა წარმართებში.

2თესალონიკელთა 2

4. წინააღმდგომი და აღზევებული ყველაფერზე მაღლა, რაც კი რამ სახელდებულია ღმერთად და სათაყვანებლად; ისე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება იგი, როგორც ღმერთი და თავს ღმერთად გამოაცხადებს.

1ტიმოთე 1

13. მე, რომელიც უწინ ვიყავი მგმობელი, მდევნელი და მაგინებელი, მაგრამ შეწყაღებულ ვიქენ, რადგანაც ასე ვიქცეოდი უმეცრებით, ურწმუნოების გამო.

20. მათ შორის ჰიმენეოსმა და ალექსანდრემ, რომელნიც გადავეცი სატანას, რათა თავი ანებონ გმობას.

გამოცხადება 13

1. დავდექი ქვიშაზე ზღვისა და ვიხილე მხეცი, ზღვიდან ამომავალი, ათრქიანი და შვიდთავიანი: და მის რქებზე - ათი გვირგვინი, თავებზე კი - გმობის სახელნი.

5. მიეცა მას პირი მზვაობრად მეტყველი და ღვთისმგმობელი, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მოქმედებდეს ორმოცდაორი თვის მანძილზე.

6. და ღვთის საგმობლად განახვნა ბაგენი თვისნი, რათა ეგმო მისი სახელი, მისი სამკვიდრო და ცის მკვიდრნი.