3.46.23. Не поддавайтесь безнадежности и унынию

тогда подумал я: "теперь придут на меня Филистимляне в Галгал, а я еще не вопросил Господа ", и потому решился принести всесожжение. (1цар.13,12). ** Я согбен и совсем поник, весь день сетуя хожу, (Пс.37,7)

9 Я изнемог и сокрушен чрезмерно; кричу от терзания сердца моего. 10 Господи! пред Тобою все желания мои, и воздыхание мое не сокрыто от Тебя (Пс.37,9.10). ** ибо на Тебя, Господи, уповаю я; Ты услышишь, Господи, Боже мой. (Пс.37,16). **Что унываешь ты, душа моя, и что смущаешься? Уповай на Бога, ибо я буду еще славить Его, Спасителя моего и Бога моего. (Пс.41,6). ** Что унываешь ты, душа моя, и что смущаешься? Уповай на Бога, ибо я буду еще славить Его, Спасителя моего и Бога моего. (Пс.41,12). ** Что унываешь ты, душа моя, и что смущаешься? Уповай на Бога; ибо я буду еще славить Его, Спасителя моего и Бога моего. (Пс.42,5). ** В день скорби моей ищу Господа; рука моя простерта ночью и не опускается; душа моя отказывается от утешения.

4 Вспоминаю о Боге и трепещу; помышляю, и изнемогает дух мой. (Пс.76,3.4). **Скоро услышь меня, Господи: дух мой изнемогает; не скрывай лица Твоего от меня, чтобы я не уподобился нисходящим в могилу.( Пс.142,7). ** не бойся, ибо Я с тобою; не смущайся, ибо Я Бог твой; Я укреплю тебя, и помогу тебе, и поддержу тебя десницею правды Моей.(Ис.41,10). ** Когда изнемогла во мне душа моя, я вспомнил о Господе, и молитва моя дошла до Тебя, до храма святаго Твоего. (Иона 2,8). ** Душа Моя теперь возмутилась; и что Мне сказать? Отче! избавь Меня от часа сего! Но на сей час Я и пришел. (Ин.12,27). ** Если пребудете во Мне и слова Мои в вас пребудут, то, чего ни пожелаете, просите, и будет вам.(Ин.15,7). ** зная, что испытание вашей веры производит терпение; (Иак.1,3). ** Для сего приимите всеоружие Божие, дабы вы могли противостать в день злый и, все преодолев, устоять. ( Еф.6,13). ** Умею жить и в скудости, умею жить и в изобилии; научился всему и во всем, насыщаться и терпеть голод, быть и в обилии и в недостатке.

13 Все могу в укрепляющем меня Иисусе Христе.(Флп.4,12.13). **35 Итак не оставляйте упования вашего, которому предстоит великое воздаяние.

36 Терпение нужно вам, чтобы, исполнив волю Божию, получить обещанное;

37 ибо еще немного, очень немного, и Грядущий придет и не умедлит.

38 Праведный верою жив будет; а если кто поколеблется, не благоволит к тому душа Моя.

39 Мы же не из колеблющихся на погибель, но стоим в вере к спасению души. (Евр.10,35-39). 

3.46.23. ნუ შეგვიპყრობს უიმედობა, უნუგეშობა, პესიმიზმი... მივენდოთ ღმერთს

1მფ.13,12 ფს.37,7.9.10.16,, 41,[6.12],, 42,5,, 76,3.4,, 142,7

ეს.41,10 იონ.2,8 ინ.12,27,, იაკ.1,2.3 ეფ.6,13 ფლპ.4,12.13 ებრ.10,35-39

ბიბლიის მუხლები

1მეფეთა 13

12. ვიფიქრე, ახლა დამესხმებიან ფილისტიმელები გილგალში, მე კი არ შევვედრებივარ-მეთქი უფალს, თავს ვიკავებდი, მაგრამ მაინც აღვავლინე აღსავლენი მსხვერპლი.

ფსალმუნი 37

7. წელში მოვიხარე, ერთობ დავმდაბლდი, მთელ დღეს ნაღვლიანი დავიარები.

9. დავუძლურდი და დავძაბუნდი მეტისმეტად, ვღრიალებ ჩემი გულის სატკივრით.

10. უფალო, შენს წინაშეა ყველა ჩემი სურვილი და ჩემი ოხვრაც დაფარული არ არის შენგან.

16. რადგან შენ გელოდები, უფალო, შენ უპასუხე, უფალო, ღმერთო ჩემო.

ფსალმუნი 41

6. რას დაღვრემილხარ, სულო ჩემო, და რად დამკვნესი? მიენდე ღმერთს, რადგან კვლავ ვადიდებ მას მისი შველისთვის.

12. რას დაღვრემილხარ, სულო ჩემო, და რად დამკვნესი? მიენდე ღმერთს, რადგან კვლავ ვადიდებ მას - ჩემს დამხსნელსა და ჩემს ღმერთს.

ფსალმუნი 42

5. რას დაღვრემილხარ, სულო ჩემო, და რას დამკვნესი? მიენდე ღმერთს, რადგან კვლავაც განვადიდებ მას - ჩემს დამხსნელსა და ჩემს ღმერთს.

ფსალმუნი 76

3. ჩემი გაჭირვების დღეს უფალს ვეძიებ, ჩემი ხელი ღამღამობით გაწვდილია და არ ივანებს, უარს ამბობს ნუგეშისცემაზე ჩემი სული.

4. გავიხსენებ ღმერთს და ვთრთი, ვისაუბრებ და უძლურდება ჩემი სული. სელა.

ფსალმუნი 142

7. სწრაფად მიპასუხე, უფალო, სული ჩემი გაილია. ნუ დაფარავ შენს სახეს ჩემგან, თორემ დავემგვანები საფლავში ჩასულებს.

ესაია 41

10. ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ მე; ნუ დაფრთხები, რადგან შენი ღმერთი ვარ მე; გაგამხნევებ და შეგეწევი ჩემი მხსნელი მარჯვენით-მეთქი.

იონა 2

8. როცა სულს ვღაფავდი, ვახსენე უფალი და ჩემმა ვედრებამ შენამდე შეაღწია შენს წმიდა ტაძარში.

იოანე 12

27. აწ შეძრწუნდა ჩემი სული და რა უნდა ვთქვა? მამაო, მიხსენ ამ ჟამისაგან; მაგრამ სწორედ ამისთვის მოვედი ამ ჟამს.

იაკობი 1

2. ყველაფერი სიხარულად შერაცხეთ, ჩემო ძმანო, როცა სხვადასხვა განსაცდელში ვარდებით.

3. რაკიღა იცით, რომ გამოცდა თქვენი რწმენისა დასაბამს აძლევს მოთმინებას;

ეფესელთა 6

13. ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ.

ცილიპელთა 4

12. გაჭირვებაც ვიცი რა არის და დალხინებაც, ყველაფერი გამომიცდია: სიმაძღრეც და შიმშილიც, სიმწირეც და სიუხვეც.

13. ყველაფერი შემიძლია ჩემს განმამტკიცებელ ქრისტეში.

ებრაელთა 10

35. მაშ, ნუ გიღალატებთ მხნეობა, რომელსაც დიადი საზღაური ელის.

36. მოთმინება გმართებთ, რათა აღასრულოთ ღვთის ნება და მიიღოთ აღთქმული.

37. ვინაიდან ცოტაც, სულ ცოტაც, და არ დააყოვნებს, მოვა მომავალი.

38. მართალი რწმენით იცოცხლებს, ხოლო თუ უკუიქცევა, არ შეიწყალებს მას ჩემი სული.

39. მაგრამ ჩვენ უკუქცეულნი როდი ვართ წარსაწყმედად, არამედ მტკიცედ მორწმუნენი სულის სახსნელად.

__თემაზე წერდნენ__

***

უიმედო გული გაუქმებულ ტაძარსა ჰგავს, რომელშიც წირვა-ლოცვა და გალობის ხმა აღარ გაისმის.

__ ქართული ხალხური __

***

უთუოდ ღმერთსა მოვსძულდი აქამდის მე მხიარული.

__ შოთა რუსთაველი __

***

როცა კაცი კარგადაა, ვერ გაუგია, რისი სული უდგას სნეულს, ხოლო როცა ავად ხდება, სიამოვნებით ყლაპავს წამლებს: რა ქნას, ასეა საჭირო. მას აღარც ვნება გააჩნია, აღარც გართობისა თუ სეირნობის სურვილი, რომელიც ასე განუყრელია ჯანმრთელობისგან და ასე შეუთავსებელი – სნეულებასთან. ახლა ბუნება მისი აწინდელი მდგომარეობის შესაბამისი ვნებებითა და სურვილებით ავსებს მას. მხოლოდ შიშია ის, რითაც ბუნება კი არა, ჩვენ თვითონ ვივსებთ საკუთარ სულს, მხოლოდ შიშია ის, რაც გვამღვრევს, ვინაიდან ჩვენს აწინდელ ყოფას უწინდელი ყოფის ვნებებს უსართავს.

__ ბლეზ პასკალი __

***

ნაღველი – კაცისთვის ყველაზე უფრო აუტანელია სიმშვიდე, რომელსაც არც ვნება ამღვრევს, არც საქმე, არც გართობა და არც ფუსფუსი. მაშინ ის ყველაზე აშკარად გრძნობს თავის არარაობას, მიუსაფრობას, უბადრუკობას, დამოკიდებულებას, უმწეობას, სიცარიელეს. სულის სიღრმიდან მეყვსეულად ამოითხევა პირქუში სევდა, მწუხარება, სიმწარე, ზიზღი, სიძულვილი, სასოწარკვეათა.

__ ბლეზ პასკალი __

***

ჩვენ ერთი ბეწო რამ გვანუგეშებს, იმიტომ რომ ასეთივე უბადრუკი წვრილმანის გამო ვეძლევით უნუგეშობას.

__ ბლეზ პასკალი __

***

ბუზების ძლევამოსილება: ისინი იგებენ ბრძოლებს, გვიჩლუნგებენ სულს, გვიბურღავენ ტვინს, გვირღვნიან სხეულს.

__ ბლეზ პასკალი __

***

დანგრეული სახლი თავს არ გრძნობს უბადრუკად, რადგან გრძნობისა და ცნობის უნარი არ გააჩნია. მხოლოდ კაცი გრძნობს საკუთარ უბადრულობას.

__ ბლეზ პასკალი __

***

მოწყენილობა არის სერიოზულობის ნაკლებობა.

__ ო. უაილდი __

***

ზეცა დაჰყურებს ქვეყანას თვალითა ლმობიერითა;

გამოსცდის, გამოაბრძმედებს ჭირითა მრავალფერითა.

და ამისათვის არ გვმართებს წაკვეთა სასოებისა;

კუბოს კარამდე მძებნელი ჩვენ უნდა ვიყოთ შვებისა.

გულგატეხილი ყოველი მოღალატეა თავისა,

უარმყოფელი სჯულისა მისივე საესავისა,

მაკვირვებს, დარბაისლებო, დაცემა ჩვენი სულისა!

აბა, რა ვნახეთ ნიშანი სამეფოს დასასრულისა?

როგორ დაანგრევს აწ ღმერთი ქრისტიანობის ბუდესა

ისე, რომ საბოლოვოდაც აღარ აძლევდეს ზღუდესა?

თუ ბიზანტია აქამდე სხვა ქვეყნებს სცემდა ნათელსა,

არ დავიჯერებ, რომ ახლა თვითონ ჩავარდეს ის ბნელსა! . .

ბევრი შესწირა მან მსხვერპლი ქრისტიანობის სახელსა

და ვერ გასწირავს მას ღმერთი: გამოუგზავნის დამხსნელსა! . .

ჭირში მაგარსა არ უყვარს სუსტად მოდრეკა ქედისა!

__ აკაკი წერეთელი __

***

დააკისრა ღვთისადმი სიყვარულმა ადამიანებს . . . იმედი, როგორც სათნოება . . . და არავის ჰქონდა უფლება სასოწარეკვეთა, იმიტომ რომ თითოეული მათგანი მაუწყებელი იყო რაღაც უფრო დიდისა, ვიდრე თვითონ იყო. სასოწარკვეთილება კი საკუთარ თავში ღმერთის არსებობის უარყოფას უდრიდა. იმედის ვალი შეიძლებოდა ასე გამოგვეხატა: “როგორი მედიდურებაა შენს სასოწარკვეთილებაში! ნუთუ ასე დიდად მოგაქვს თავი?”

__ ეკზიუპერი __

***

- . . . ბედნიერი ხარ?

- დიახ . . . მე ქრისტე მწამს, ამიტომ უბედური ვერ ვიქნები.

__ ჰენრიკ სენკევიჩი __

***

ვისაც აქვს იმედი, ბედნიერებაც მას ხვდება წილად.

__ პრინცესა დაიანა __

***

სევდა ხშირად უსახელო მოგზაურია ჩვენს არსებაში. ვერ ვაცნობიერებთ მის წარმომავლობას, ვერც სახით ვცნობთ, იმდენად პირშებურვილია, უცნობია და უკარება. არ ემორჩილება ჩვენს ნებას, მაგრამ საკმარისია სასიხარულო რამ შევიტყოთ, ბედნიერების წუთისყოფა გავიაროთ ან ჩვენი რწმენის უფალს შევსთხოვოთ მისი მოცილება, რომ უმალ ქრება მისი კვალი ჩვენში!

__ მ.ბ. __

***

ღვთის იმედი და სასოება რწმენით შენაძენი უდიდესი შენაძენია, ხოლო თუ დროდადრო ჭმუნვარებ ამქვეყნიურსა და დროებითზე, რწმენის ნაკლებობის მიმანიშნებელია.

__ მ.ბ. __

***

წუწუნი და დრტვინვა რწმენის ნაკლებობიდან მოდის. როდესაც რწმენით განვეწყობით საწუწუნო და სადრტვინავიც აღარაფერი გვაქვს ხოლმე.

__ მ.ბ. __