3.19.3. Дающий обет, пусть исполнит все слова свои

Чис.30,3 Вт.23,21-23 Суд.11,30-32.34-39; 21,1.7.20-22; 1цар.1,21 Пс.49,5.8.13-15

.

Если кто даст обет Господу, или поклянется клятвою, положив зарок на душу свою, то он не должен нарушать слова своего, но должен исполнить все, что вышло из уст его. (Чис. 30, 3).

Иноземцу отдавай в рост, а брату твоему не отдавай в рост, чтобы Господь Бог твой благословил тебя во всем, что делается руками твоими, на земле, в которую ты идешь, чтобы овладеть ею. Если дашь обет Господу Богу твоему, немедленно исполни его, ибо Господь Бог твой взыщет его с тебя, и на тебе будет грех;

Если же ты не дал обета, то не будет на тебе греха.

Что вышло из уст твоих, соблюдай и исполняй так, как обещал ты Господу Богу твоему добровольное приношение, о котором сказал ты устами своими. (Втор. 23, 21-23).

"Соберите ко Мне святых Моих, вступивших в завет со Мною при жертве ".

Не за жертвы твои Я буду укорять тебя; всесожжения твои всегда предо Мною;

Ем ли Я мясо волов и пью ли кровь козлов?

Принеси в жертву Богу хвалу и воздай Всевышнему обеты твои,

И призови Меня в день скорби; Я избавлю тебя, и ты прославишь Меня". (Псал. 49, 5. 8. 13-15).

3.19.3 აღთქმის დამდებმა თავისი სიტყვები სრულად აღასრულოს ღვთის წინაშე

რიცხ.30,[3] რჯ.23,21-23 მსაჯ.11,30-32.34-39; 21,1.7.20-22; 1მფ.1,21 ფს.49,5.14

ბიბლიის მუხლები

რიცხვნი 30

3. ვინც აღთქმას მისცემს უფალს ან ფიცით დაიფიცებს, რასმე აღუკვეთს თავისთავს, არ უნდა შეშალოს თავისი სიტყვა, ყველაფერი უნდა შეასრულოს, რაც მისი ბაგეებიდან არის გამოსული.

მეორე რჯული

21. თუ აღთქმას დაუდებ უფალს, შენს ღმერთს, ნუ დააგვიანებ მის შესრულებას, რადგან მოიკითხავს მას შენგან უფალი, შენი ღმერთი, და ცოდვა დაგედება.

22. თუ აღთქმისაგან თავს შეიკავებ, არც ცოდვა დაგედება.

23. შეინახე შენი ბაგიდან გამომავალი სიტყვა და შეუსრულე, რაც აღთქმული გაქვს უფლის, შენი ღმერთისადმი, რაც წარმოთქვა შენმა ბაგემ.

მსაჯულნი 11

30. ასე აღუთქვა იფთახმა უფალს: თუ ხელში ჩამაგდებინებ ყამონიანებს,

31. როცა შინ მშვიდობით დავბრუნდები, ვინც პირველი გამომეგებება ჩემი სახლის ჭიშკართან, უფლისა იყოს და შევწირავ აღსავლენ მსხვერპლად.

32. წავიდა იფთახი ყამონიანებზე, შეება და უფალმა ხელში ჩააგდებინა ისინი.

34. შინ მობრუნდა იფთახი მიცფაში და, აჰა, როკვით გამოეგება თავისი ასული დაირით ხელში. ეს ერთი ჰყავდა, მის გარდა არც ვაჟი ჰყავდა და არც ქალი.

35. როცა დაინახა, შემოიხია ტანსაცმელი და თქვა: ვაიმე შვილო, როგორ დამღუპე, ეს რა უბედურება დამატეხე. მაგრამ მე ბაგე გავხსენი უფლის წინაშე და ვერ გადავალ სიტყვას.

36. უთხრა ასულმა: მამაჩემო! რაკი ბაგე გახსენი უფლის წინაშე, ის მიყავ, რაც შენმა ბაგემ წარმოთქვა, როცა უფალმა სამაგიერო მიაგო შენი ხელით შენს მტრებს, ყამონიანებს.

37. უთხრა მამას: ოღონდ ერთი რამ შემისრულე: ორი თვით გამიშვი, წავალ, მთაში ავალ და ჩემს დობილებთან ერთად გამოვიტირებ ჩემს ყმაწვილქალობას.

38. უთხრა: წადი. ორი თვით გაუშვა, წავიდა იგი თავის დობილებთან ერთად და მთაში გამოიტირა თავისი ყმაწვილქალობა.

39. ორი თვისა შემდეგ დაბრუნდა მამასთან და აღასრულებინა დადებული აღთქმა, ისე რომ მამაკაცი არ შეუცვნია. წესად დაიდო ისრაელში:

მსაჯულნი 21

1. ფიცი დადეს ისრაელიანებმა მიცფაში და თქვეს: არც ერთმა ჩვენთაგანმა არ მიათხოვოს თავისი ასული ბენიამინიანს.

7. რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ დანარჩენებთან ცოლების თაობაზე, აკი უფალი დავიფიცეთ, რომ ჩვენს ასულებს არ გავათხოვებთო მათზე?

20. უბრძანეს ბენიამინიანებს: წადით და ვენახებში ჩასაფრდით.

21. თვალი გეჭიროთ და, როცა საფერხულოდ გამოვლენ სილოამელი ქალიშვილები, თქვენც გამოდით, თითოეულმა თითო საცოლე გაიტაცეთ სილოამელ ქალიშვილთაგან, და დაბრუნდით ბენიამინის მხარეში.

22. როცა მათი მამები ან ძმები საჩივლელად მოვლენ ჩვენთან, ჩვენ ვეტყვით: მიუტევეთ, რადგან ძალით წაიყვანეს ქალები, როგორც ომის დროს ხდება. ნებით რომ მოგეცათ, დამნაშავენი იქნებოდით.

1მეფეთა 1

21. წავიდა კაცი ელკანა მთელი თავისი სახლითურთ უფლისათვის ყოველწლიური მსხვერპლის შესაწირად და თავისი აღთქმის აღსასრულებლად.

ფსალმუნი 49

5. შემომიკრიბეთ ჩემი წმიდანები, რომელთაც აღთქმა დადეს ჩემთან შესაწირავზე.

14. მადლობა შესწირე ღმერთს და შეუსრულე უზენაესს აღთქმები შენი.

__თემაზე წერდნენ__

***

აღთქმა საზღვრის დადება, რათა არღარა გარდახდეს.

__ სულხან-საბა ორბელიანი __

***

კუნძულ ფორმოზაზე გარდაცვლილ ერთ მისიონერის საბუთებს შორის იპოვეს ერთი განსაკუთრებული სახის ჩანაწერები, რომლებიც წარმოადგენდა აღთქმებს ღვთის წინაშე. ახალგაზრდა კაცი სდებდა აღთქმას:

“დღეს მე ჩემს თავს გადმოგცემ შენ, მთელი სერიოზულობით აღგითქვამ ყოველივეს, რაც მე გამაჩნია და რასაც მე წარმოვადგენ, მთელი ჩემი ნიჭი, შესაძლებლობა, დრო და ქონება გამოვიყენო შენი სახელის განსადიდებლად. გადმოგცემ ჩემს თავს და ყოველივეს, რაც გამაჩნია უპირობოდ შენს განმტკიცებაში. დაე იყოს არა ჩემი, არამედ ნება შენი.”

პირველი ჩანაწერი გაკეთებულ იქნა თექვსმეტი წლის ასაკში. შემდგომ ყოველწლიურად ყოველ დაბადების დღეს ახლდებოდა. უკანასკნელი ჩანაწერი გაკეთებულ იქნა, როცა მისიონერს შეუსრულდა 85 წელი.

ქორწინების შემდეგ მის აღთქმებს ხელს აწერდა მეუღლეც.

__ იაკობ ლევენი __

***

ნათქვამის, შეპირებულის, აღთქმულის არშესრულება ყველა უპირობობაა საკუთარი თავის, კაცთა თუ ღვთის წინაშე.

__ მირზა ბადიაური __