3.48.3. С плодами веры прославляем Бога

3.48.3. ჩვენი რწმენის ნაყოფებით განვადიდებდეთ ღმერთს

- ვიყოთ აქტიური, გამუდმებით ნედლი ლერწები, გამოვიღებდეთ წვნიან ნაყოფს ფს.91,14-16 ეს.60,21

 

- დავრჩეთ ქრისტეში ინ.15,7.[8]

 

- ვილაპარაკოთ ღვთის სიტყვისამებრ და ვმსახურებდეთ მისი ძალით 1პეტ.4,11

 

- ვიყოთ სიმართლის ნაყოფით აღვსილნი, კეთილგონიერნი ფლპ.1,11 ტიტ.2,5

 

- რათა ვამკობდეთ ჩვენი მაცხოვრის - ღმერთის მოძღვრებას ტიტ.2,10

 

- რათა ჩვენს მიერ დიდებით გამოჩნდეს ღმერთი ანგ.1,8

 

- განვადიდებდეთ ჩვენი სხეულითა და სულით, რადგან სხეულის ტაძრიდან გამოედინებოდეს მხოლოდ ნელსურნელება 1კორ.6,19.20

 

- ყველაფერი ღვთის სადიდებლად ვაკეთოთ 1კორ.10,31

 

- რათა ნათობდეს ჩვენი ნათელი კაცთა წინაშე მათ.5,16

 

- რათა კაცნი ხედავდნენ ჩვენს კეთილ სვლას და ადიდებდნენ ღმერთს 1პეტ.2,12-15

 

- რომ გამოვიწვიოთ კაცთგან ღვთის მიმართ მადლიერება 2კორ.9,12-14

 

- გვახსოვდეს: თუ თესლი მოკვდება, უამრავ ნაყოფს გამოიღებს ინ.12,24

 

ბიბლიის მუხლები

 

ფსალმუნი 91

14. უფლის სახლში დარგულნი, ჩვენი ღმერთის ეზოებში აყვავდებიან;

15. სიბერეშიც გამოიღებენ ნაყოფს - წვნიანსა და ხასხასას.

16. რათა განვაცხადო, რომ მართალია უფალი, ჩემი საყრდენი, და არ არის მასში უსამართლობა.

 

ესაია 60

21. მთელი შენი ხალხი მართალი იქნება და საუკუნოდ დაიმკვიდრებს ქვეყანას ჩემი დარგული ყლორტი, ჩემს ხელთა ქმნილება, რათა განვდიდდე მე.

 

ანგია 1

8. ადით მთაზე, აიტანეთ ხე-ტყე და ტაძარი ააშენეთ. მოვიწონებ ამას და დიდებით გამოვჩნდები, ამბობს უფალი.

 

მათე 5

16. დაე, ასევე ნათობდეს თქვენი ნათელი კაცთა წინაშე, რათა ისინი ხედავდნენ თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ მამას თქვენსას ზეციერს.

 

იოანე 15

7. თუ დარჩებით ჩემში და ჩემი სიტყვები დარჩება თქვენში, ყველაფერი, რასაც ისურვებთ, ითხოვეთ და გექნებათ.

8. ამით იდიდება მამაჩემი, თუ გამოიღებთ უხვ ნაყოფს და იქნებით ჩემი მოწაფენი.

 

1პეტრე 2

12. კეთილად მოიქეცით წარმართთა შორის, რათა, ნაცვლად იმისა, რომ ბოროტმოქმედებად გსახავდნენ და დრტვინავდნენ თქვენზე, თქვენი კეთილი საქმის შემყურეთ ადიდონ ღმერთი მოხილვის დღეს.

13. ღვთის გულისათვის, დაემორჩილეთ კაცთა ყოველგვარ ხელმწიფებას, გინდა მეფეს, როგორც უზენაეს მბრძანებელს,

14. გინდაც მთავრებს, როგორც მის მიერ წარმოგზავნილთ ბოროტმოქმედთა დასასჯელად და კეთილის მოქმედთა საქებად.

15. ვინაიდან ღმერთმა ისე ინება, რომ კეთილი საქმით ვუკრავდეთ პირს უგუნურ კაცთა უმეცრებას.

 

1პეტრე 4

11. თუ ლაპარაკობს ვინმე, ღვთის სიტევისამებრ ილაპარაკოს; თუ მსახურებს ვინმე, ღვთის მიერ ბოძებული ძალით იმსახუროს, რათა სრულად იდიდებოდეს ღმერთი იესო ქრისტეს მიერ, ვისიცაა დიდება და ძალი უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

1კორინთელთა 6

19. ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეული ტაძარია თქვენში დამკვიდრებული სული წმიდისა, რომელიც გაქვთ ღვთისაგან, და რომ არ ეკუთვნით თქვენსავე თავს?

20. რადგანაც სასყიდლითა ხართ ნაყიდნი. მაშ, ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და თქვენი სულით, რომელნიც არიან ღვთისა.

 

1კორინთელთა 10

31. ასე რომ, ჭამთ, სვამთ თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ.

 

2კორინთელთა 9

12. რადგანაც ამ საქმის სამსახური არა მარტო შეავსებს წმიდათა ნაკლულებას, არამედ ღვთის მიმართ მადლიერებასაც ამრავლებს,

13. რამდენადაც ამ სამსახურის გამოცდილებით ადიდებენ ღმერთს, როცა იხილავენ თქვენს მორჩილებას ქრისტეს სახარების აღსარებისას და თქვენი ურთიერთობის სიწრფელეს არა მარტო მათდამი, არამედ ყველას მიმართაც;

14. და თქვენზე მლოცველნი თავიანთ სიყვარულს არ მოგაკლებენ ღვთის მადლის გამო, ესოდენ უხვად რომ გადმოსულა თქვენზე.

 

ფილიპელთა 1

11. სიმართლის ნაყოფით აღვსილნი იესო ქრისტეს მიერ, ღვთის საქებრად და სადიდებლად.

 

ტიტე 2

5. კეთილგონიერნი იყვნენ, უმანკონი, მეოჯახენი, კეთილნი, თავიანთი ქმრების მორჩილნი, რათა არ იგმობოდეს ღვთის სიტყვა.

10. ნურაფერს მოიპარავენ, არამედ გამოიჩინონ მთელი თავიანთი ერთგულება, რათა სრულად შეამკონ ჩვენი მაცხოვრის - ღმერთის მოძღვრება.