3.1.3. Иисус, молившийся Отцу раньше, и сошедший на небо, сегодня также молится за всех нас.

 Исх.3,2.11 Суд.6,11.24,, 13,15.23 Зах.2,8-11,, 12,8 Матф.26,39 Лук.22,41-44 Ин.3,13,, 17,1-26 Рим.8,11.25.26 Евр.5,7

И явился ему Ангел Господень в пламени огня из среды тернового куста. И увидел он, что терновый куст горит огнем, но куст не сгорает. (Исх.3,2)

 

Моисей сказал Богу: кто я, чтобы мне идти к фараону и вывести из Египта сынов Израилевых? (Исх.3,11)

 И пришел Ангел Господень и сел в Офре под дубом, принадлежащим Иоасу, потомку Авиезерову; сын его Гедеон выколачивал тогда пшеницу в точиле, чтобы скрыться от Мадианитян. (Суд.6,11)

 И устроил там Гедеон жертвенник Господу и назвал его: Иегова Шалом. Он еще до сего дня в Офре Авиезеровой. (Суд.6,24).

 И сказал Маной Ангелу Господню: позволь удержать тебя, пока мы изготовим для тебя козленка. (Суд. 13,15)

 Жена его сказала ему: если бы Господь хотел умертвить нас, то не принял бы от рук наших всесожжения и хлебного приношения, и не показал бы нам всего того, и теперь не открыл бы нам сего. (Суд. 13,23);

 Ибо так говорит Господь Саваоф: для славы Он послал Меня к народам, грабившим вас, ибо касающийся вас касается зеницы ока Его.

9 И вот, Я подниму руку Мою на них, и они сделаются добычею рабов своих, и тогда узнаете, что Господь Саваоф послал Меня.

10 Ликуй и веселись, дщерь Сиона! Ибо вот, Я приду и поселюсь посреди тебя, говорит Господь.

11 И прибегнут к Господу многие народы в тот день, и будут Моим народом; и Я поселюсь посреди тебя, и узнаешь, что Господь Саваоф послал Меня к тебе.

(Зах. 2,8-11);

 

В тот день защищать будет Господь жителей Иерусалима, и самый слабый между ними в тот день будет как Давид, а дом Давида будет как Бог, как Ангел Господень перед ними. (Зах. 12,8);

 И, отойдя немного, пал на лице Свое, молился и говорил: Отче Мой! если возможно, да минует Меня чаша сия; впрочем не как Я хочу, но как Ты.

(Матф.26,39);

 И Сам отошел от них на вержение камня, и, преклонив колени, молился,

42 говоря: Отче! о, если бы Ты благоволил пронести чашу сию мимо Меня! впрочем не Моя воля, но Твоя да будет.

43 Явился же Ему Ангел с небес и укреплял Его.

44 И, находясь в борении, прилежнее молился, и был пот Его, как капли крови, падающие на землю.

(Лук.22,41-44);

 

Никто не восходил на небо, как только сшедший с небес Сын Человеческий, сущий на небесах.

(Ин.3,13);

 

После сих слов Иисус возвел очи Свои на небо и сказал: Отче! пришел час, прославь Сына Твоего, да и Сын Твой прославит Тебя,

2 так как Ты дал Ему власть над всякою плотью, да всему, что Ты дал Ему, даст Он жизнь вечную.

3 Сия же есть жизнь вечная, да знают Тебя, единого истинного Бога, и посланного Тобою Иисуса Христа.

4 Я прославил Тебя на земле, совершил дело, которое Ты поручил Мне исполнить.

5 И ныне прославь Меня Ты, Отче, у Тебя Самого славою, которую Я имел у Тебя прежде бытия мира.

6 Я открыл имя Твое человекам, которых Ты дал Мне от мира; они были Твои, и Ты дал их Мне, и они сохранили слово Твое.

7 Ныне уразумели они, что все, что Ты дал Мне, от Тебя есть,

8 ибо слова, которые Ты дал Мне, Я передал им, и они приняли, и уразумели истинно, что Я исшел от Тебя, и уверовали, что Ты послал Меня.

9 Я о них молю: не о всем мире молю, но о тех, которых Ты дал Мне, потому что они Твои.

10 И все Мое Твое, и Твое Мое; и Я прославился в них.

11 Я уже не в мире, но они в мире, а Я к Тебе иду. Отче Святый! соблюди их во имя Твое, тех, которых Ты Мне дал, чтобы они были едино, как и Мы.

12 Когда Я был с ними в мире, Я соблюдал их во имя Твое; тех, которых Ты дал Мне, Я сохранил, и никто из них не погиб, кроме сына погибели, да сбудется Писание.

13 Ныне же к Тебе иду, и сие говорю в мире, чтобы они имели в себе радость Мою совершенную.

14 Я передал им слово Твое; и мир возненавидел их, потому что они не от мира, как и Я не от мира.

15 Не молю, чтобы Ты взял их из мира, но чтобы сохранил их от зла.

16 Они не от мира, как и Я не от мира.

17 Освяти их истиною Твоею; слово Твое есть истина.

18 Как Ты послал Меня в мир, так и Я послал их в мир.

19 И за них Я посвящаю Себя, чтобы и они были освящены истиною.

20 Не о них же только молю, но и о верующих в Меня по слову их,

21 да будут все едино, как Ты, Отче, во Мне, и Я в Тебе, так и они да будут в Нас едино, - да уверует мир, что Ты послал Меня.

22 И славу, которую Ты дал Мне, Я дал им: да будут едино, как Мы едино.

23 Я в них, и Ты во Мне; да будут совершены воедино, и да познает мир, что Ты послал Меня и возлюбил их, как возлюбил Меня.

24 Отче! которых Ты дал Мне, хочу, чтобы там, где Я, и они были со Мною, да видят славу Мою, которую Ты дал Мне, потому что возлюбил Меня прежде основания мира.

25 Отче праведный! и мир Тебя не познал; а Я познал Тебя, и сии познали, что Ты послал Меня.

26 И Я открыл им имя Твое и открою, да любовь, которою Ты возлюбил Меня, в них будет, и Я в них. (Ин. 17);

 Если же Дух Того, Кто воскресил из мертвых Иисуса, живет в вас, то Воскресивший Христа из мертвых оживит и ваши смертные тела Духом Своим, живущим в вас. (Рим. 8,11);

 Но когда надеемся того, чего не видим, тогда ожидаем в терпении.

26 Также и Дух подкрепляет нас в немощах наших; ибо мы не знаем, о чем молиться, как должно, но Сам Дух ходатайствует за нас воздыханиями неизреченными. (Рим. 8,25.26);

 Он, во дни плоти Своей, с сильным воплем и со слезами принес молитвы и моления Могущему спасти Его от смерти; и услышан был за Свое благоговение; (Евр.5,7).

 

 

3.1.3. ძე, მლოცველი მამის წინაშე

ქრისტეს ლოცვების ხასიათი:

- განდიდება მათ.11,25 ლუკ.10,21

- მადლიერება იოან.11,41.42

- შუამდგომლობა ლუკ.22,32; 23,34 იოან.17,1-26

.

განსაკუთრებული შემთხვევებისას:

- მონათვლისას ლუკ.3,21.22

- ფერისცვალებისას ლუკ.9,28.29

- გეთსიმანიის ბაღში მათ.26,36-42

.

ქრისტეს ლოცვების დრო და ადგილი:

- განმარტოებით ლუკ.5,16; 9,18

- დილით ადრე მარ.1,35

- სხვებთან ერთად ლუკ.11,1

- მთაზე მათ.14,23

.

მდგომარეობა:

- დამხობილი მარ.14,35

- ღაღადი ებრ.5,7

.

ბიბლიის მუხლები

მათე 11

25. იმ ხანად იესომ პასუხად თქვა: გადიდებ, მამაო, ცისა და მიწის უფალო, ვინაიდან ბრძენთა და გონიერთ დაუფარე ყოველივე ეს, და გაუცხადე ჩვილ ბალღებს.

მათე 26

36. მაშინ იესო მათთან ერთად მივიდა იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია გეთსემანე, და უთხრა მათ: მანდ ისხედით, ვიდრე მივალ და ვილოცებ იქ.

39. ცოტაზე გაშორდა მათ, პირქვე დაემხო, ლოცულობდა და ამბობდა: მამაო ჩემო! თუკი შესაძლოა, ამცდეს ეს სასმისი; თუმცა არა როგორც მე მნებავს, არამედ - როგორც შენ.

მარკოზი 14

35. ცოტაზე გაშორდა მათ, მიწაზე დაემხო და ლოცულობდა, რათა, თუკი შესაძლო იყო, ასცდენოდა ეს საათი;

ლუკა 3

21. როცა ნათელს იღებდა მთელი ხალხი და იესო, ნათელღებული, ლოცულობდა.

ლუკა 5

16. ის კი უდაბურ ადგილებში გადიოდა სალოცად.

ლუკა 9

18. მოხდა ისე, რომ ერთხელ, როცა განმარტოებით ლოცულობდა, მოწაფეებიც მასთან იყვნენ და ჰკითხა მათ:

28. ამ სიტყვებიდან რვა დღის შემდეგ, წაიყვანა პეტრე, იოანე და იაკობი და მთაზე ავიდა სალოცად.

29. როცა ლოცულობდა, მისი სახის იერი შეიცვალა, ხოლო მისი სამოსელი მოელვარე და სპეტაკი გახდა.

ლუკა 10

21. მაშინ გაიხარა იესომ სულით და თქვა: გაღიარებ, მამაო, ცისა და მიწის უფალო, ვინაიდან ბრძენთა და გამგებთ დაუმალე ეს და გაუცხადე ჩვილ ბალღებს. დიახ, მამაო, ვინაიდან ასე კეთილინებე შენ.

ლუკა 22

32. მაგრამ მე ვილოცე შენთვის, რათა არ შემცირდეს შენი რწმენა; და როცა მოიქცევი, განამტკიცე შენი ძმები.

ლუკა 23

34. ხოლო იესო ამბობდა: მამაო, მიუტევე ამათ, რადგანაც არ იციან, რას სჩადიან. და წილისყრით გაიყვეს მისი სამოსი.

იოანე 11

41. და მოაშორეს ლოდი; ხოლო იესომ ზეცად აღაპყრო თვალი და თქვა: მამაო, გმადლობ, რომ მისმინე.

42. მე კი ვიცოდი, რომ ყოველთვის მისმენ, მაგრამ ეს ირგვლივ მდგომი ხალხის გასაგონად ვთქვი, რათა ირწმუნონ, რომ შენ მომავლინე.

იოანე 17

1. ასე რომ იუბნა იესომ, ზეცად აღაპყრო თვალი და თქვა: მამაო, მოვიდა ჟამი: განადიდე შენი ძე, რათა ძემაც განგადიდოს შენ.

2. რადგანაც მიეცი ხელმწიფება ყველა ხორციელზე, რათა ყველაფერს, რაც მიეცი, საუკუნო სიცოცხლე მისცეს.

3. საუკუნო სიცოცხლე კი ის არის, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და იმას, ვინც შენ მოავლინე - იესო ქრისტეს.

4. მე განგადიდე დედამიწაზე; აღვასრულე საქმე, რომელიც მომეცა აღსასრულებლად.

5. ახლა კი შენ განმადიდე, მამაო, იმავ დიდებით, შენთან რომ მქონდა ქვეყნის შექმნამდე.

6. გამოვუცხადე შენი სახელი ადამიანებს, რომლებიც მომეცა ქვეყნისაგან; შენი იყვნენ და მე მომეცი, და დაიცვეს შენი სიტყვა.

7. ახლა შეიცნეს, რომ ყველაფერი, რაც მომეცი, შენგანაა.

8. რადგანაც შენგან მოცემული სიტყვები მათ მივეცი, ხოლო მათ მიიღეს და სცნეს ჭეშმარიტად, რომ შენგან გამოვედი, და ირწმუნეს, რომ შენ მომავლინე.

9. მათთვის გევედრები; ქვეყნისთვის კი არ გევედრები, არამედ მათთვის, ვინაიდან შენი არიან.

10. ყველაფერი ჩემი შენია, შენი კი - ჩემი; და მე ვიდიდე მათში.

11. მე უკვე აღარა ვარ ამ ქვეყნად, ისინი კი არიან; ხოლო მე შენთან მოვდივარ, წმიდა მამაო; დაიცავი ისინი შენი სახელით, ვინც მე მომეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთნი.

12. როცა მათთან ვიყავი, შენი სახელით ვიცავდი მათ, ვინც მე მომეცი: დავიფარე ისინი და არცერთი არ დამიღუპავს, გარდა დაღუპვის ძისა, რათა აღსრულდეს წერილი.

13. ახლა კი შენთან მოვდივარ და ამას ვამბობ ქვეყნად, რათა ჰქონდეთ სრულად ჩემი სიხარული.

14. მე მათ მივეცი შენი სიტყვები და ქვეყანამ მოიძულა ისინი, ვინაიდან ამ ქვეყნისანი არ არიან, როგორც მე არა ვარ ამქვეყნიერი.

15. არ გევედრები, რომ აიტაცო ისინი ამ ქვეყნიდან, არამედ, რათა ბოროტისაგან დაიფარო ისინი.

16. ამ ქვეყნისანი არ არიან, როგორც მე არა ვარ ამქვეყნიერი.

17. გაწმინდე ისინი ჭეშმარიტებით, რადგანაც ჭეშმარიტია შენი სიტყვა.

18. როგორც შენ მომავლინე ამ ქვეყნად, ისე მე მივავლინე ისინი ქვეყნად.

19. მე მათთვის გავწმენდ ჩემს თავს, რათა ისინიც წმიდანი იყვნენ ჭეშმარიტებით.

20. მარტო მათთვის როდი გევედრები, არამედ ყველასთვის, ვისაც ვწამვარ მათივე სიტყვით.

21. რათა ყველანი ერთი იყვნენ, როგორც შენ, მამაო, ჩემში, ხოლო მე - შენში, და ირწმუნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე.

22. დიდება, რომელიც შენ მომეცი, მე მათ მივეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთი.

23. მე მათში, ხოლო შენ - ჩემში, რათა სრულნი იყვნენ ერთობით, და შეიცნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე.

24. მამაო, სადაც მე ვიქნები, მსურს იქვე იყვნენ ისინიც, ვინც მე მომეცი, რათა ხედავდნენ ჩემს დიდებას, შენ რომ მომეცი, რადგანაც შემიყვარე ქვეყნის შექმნამდე.

25. მამაო მართალო! ქვეყანამ ვერ გიცნო, მე კი გიცანი, და მათაც სცნეს, რომ შენ მომავლინე.

26. მე ვაუწყე მათ შენი სახელი და კვლავაც ვაუწყებ, რათა სიყვარული, რომლითაც შემიყვარე, მათში იყოს და მეც ვიყო მათში.

ებრაელთა 5

7. რომელმაც მისი ხორციელად ყოფნის დღეებში ხმამაღალი ღაღადისითა და ცრემლების ფრქვევით შესწირა ლოცვა-ვედრება მას, ვისაც შეეძლო სიკვდილისაგან ეხსნა იგი, და შესმენილ იქნა მისი ღვთისმოშიშების გამო.

__თემაზე წერდნენ__

***

ძე როგორ ლოცულობს მამის წინაშე (კომენტარი)

ებრაელთა 5

7. მან ხორცში ყოფნის დღეებში ძლიერი ღაღადითა და ცრემლით შესწირა ლოცვა და ვედრება მას, ვისაც შეეძლო სიკვდილისგან ეხსნა იგი, და შესმენილ იქნა მისი ღვთისმოშიშების გამო.

ზოგი მისვამს ასეთ კითხვას: “იოანეს სახარების მე-17 თავში უფალი იესო ქრისტე ლოცულობს მამასთან; თუ თქვენ ამბობთ, რომ ძე იგივე მამაა, მაშინ როგორღა შეეძლო ელოცა ძეს მამის წინაშე?” ამის ახსნა ძნელი არაა. გამოსვლათა წიგნის 3,2-12-ში გარკვევითაა ნათქვამი, რომ მოსეს გამოეცხადა “უფლის ანგელოზი”, მაგრამ მოგვიანებით ნათქვამია, რომ ეს იყო “უფალი”. ბევრი ბიბლიის კომენტატორი აღნიშნავს, რომ “უფლის ანგელოზი” წარმოადგენს ქრისტეს. ეს მართალია. მაგრამ მე-6 მუხლში ნათქვამია, რომ ის არის “ღმერთი აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა.” ის არის ღმერთი, რომელმაც გამოგზავნა ანგელოზი; გამომგზავნი და გამოგზავნილი ერთი და იგივეა. მსაჯულთა წიგნის 6,11-24 და 13,15-24 ასევე გვიხსნის, რომ უფლის ანგელოზი (რომელიც, რა თქმა უნდა, აღნიშნავს ქრისტეს) – არის თვით უფალი. ზაქარიას 12,8 ამტკიცებს, რომ ”უფლის ანგელოზი” არის უფალი “ღმერთი”. ეს ნიშნავს, რომ უფალმა ღმერთმა გამოგზავნა თავისი თავი, რათა ყოფილიყო თავისი ანგელოზი. თუ ჩვენ გვესმის ეს პრინციპი, მაშინ აღარ გვექნება კითხვები იმაზე, თუ როგორ შეიძლება ძე ლოცულობდეს მამასთან, თუ ძე მამაა. მლოცველი და მსმენელი მამა ერთი და იგივეა.

შემდეგ, წინასწარმეტყველ ზაქარიაც 2,8-11 ასევე გვიმტკიცებს ამას. უფალი საბაოთი აქ არის ერთსადაიმავე დროს გამომგზავნიც და გამოგზავნილიც, მაშინ რატომ არ შეიძლება, რომ უფალი იყოს ძე, რომელიც ლოცულობს: ასევე იყოს მამაც, რომელიც ისმენს ლოცვას? ლოცვის მომსმენი მამა არის ძე, რომელიც ლოცულობს. ენდრიუ მიურეი ამბობს, რომ ყველაზე საუკეთესო ლოცვა არის ისეთი ლოცვა, რომელშიც ქრისტე, მყოფი ჩვენში, ლოცულობს ქრისტესთან, რომელიც ზის ტახტზე ზეცაში. ის, ვინც ლოცულობს და ის, ვინც ისმენს ლოცვას, - არის ერთარსება ქრისტე.

ეს საკითხი ძნელი ასახსნელია ადექვატურად დოქტრინაში, მაგრამ ჩვენს გამოცდილებაში სწორედ ასე ხდება. ჩემი ქრისტიანული ცხოვრების პირველ ეტაპზე, როცა არ უნდა მელოცა, მე, საყოველთაოდ მიღებული წარმოდგენით, ვლოცულობდი უფალთან ზეცაში, მაგრამ შემდგომში ვიგრძენი, რომ უფალი, რომელიც ზეცაშია, შემოვიდა ჩემში და ცხოვრობს ჩემში. არ ვიცოდი მაშინ, იყო თუ არა იგი ზეცაში, მოსმენისას: თუ ჩემში იყო ჩემს შიგნით ლოცვისას. რა თქმა უნდა შეიძლებოდა თქმა, რომ სული წმიდა მეხმარებოდა ლოცვაში (რომ. 8,26). მაგრამ სინამდვილეში სული წმიდა, რომელიც ჩემშია და რომელიც მეხმარება ლოცვაში, - არის უფალი, რომელიც არის ზეცაში. აქედან, ის, ვინც ჩემშია, - არის ის, ვინც მისმენს მე ზეცაში. ეს ორივენი ერთნი არიან.

ერთის მხრივ, რომაელთა მიმართ მე-8 თავი ამბობს, რომ უფალი ახლა იმყოფება ზეცაში (34), მაგრამ მეორე მხრივ, ეს თავი გვეუბნება, რომ იგი ჩვენშია (10). ეს ჭეშმარიტია არა მხოლოდ უფალთან მიმართებაში, რომელიც იქცა უკვე მაცოცხლებელ სულად, ეს იქნებოდა ჭეშმარიტი მაშინაც, როცა ის იყო ჯერ კიდევ ხორცში. მაშინ მან უთხრა ნიკოდიმოსს, რომ იგი არის “ჩამოსული ზეცით” და “არსებულიც ზეცაში” (იოან. 3,13). ამიტომ, როცა იგი ლოცულობს იოანეს სახარების მე-17 თავში, იყო მიწაზე და იმავდროულად იყო ზეცაშიც; იგი იყო ის ვინც ლოცულობდა მიწაზე და იმავ დროს ისიც, ვინც ისმენდა ლოცვას ზეცაში.

საეკლესიო დარბაზში ელექტროშუქის ელექტრობა არის ერთის მხრივ იმყოფება დარბაზში და მეორეს მხრივ იმ გენერატორშიც, რომელიც სადღაც იმუშავებს მას. ის ორივე ადგილზეა. ეს ორი სხვადასხვა ელექტრობა კი არაა, არამედ ერთია. იმ მხარეს, სადაც არის ელსადგური, ელექტრობა გენერირდება, ხოლო იმ მხარეს, სადაც არის შესაკრებელი დარბაზი, ის ანათებს. დიდება უფალს, მას აქვს ასევე ორივე მხარე: “ზეციურ დაბოლოებაზე” იგია მამა, ხოლო “მიწიერზე” – ძე; “ზეციერზე” არის ლოცვის მომსმენი, ხოლო “მიწიერზე” – მლოცველი. იგი ერთსა და იმავე დროს არის ის, ვინც ლოცულობს მიწაზე და ისიც, ვინც ისმენს ზეცაში.

__ უიტნეს ლი __