4.5.17 Взаимопомощь - доброта на практике

4.5.17 ურთიერთდახმარება, შეწევნა - სიკეთე პრაქტიკაში

- თანადგომა 1მფ.22,23

- გამხნევება ღვთის სახელით 1მფ.23,16

- სუსტთა შეწევნა რომ.14,1-16

- პატიება 2კორ.2,7-10 ეფ.4,32

- შერიგება 2კორ.5,20

- ცოდვაში ჩავარდნილის დახმარება გალ.6,1

- ერთმანეთის ტვირთის ზიდვა გალ.6,2

- ერთ აზრზე დგომა ფლპ.4,2

- ყურადღებიანობა ერთმანეთის მიმართ ებრ.10,24

ბიბლიის მუხლები

1მეფეთა 22

23. ჩემთან დარჩი, ნუ გეშინია; ვისაც ჩემი მოკვლა უნდა, იმას შენი მოკვლაც უნდა. ჩემთან არაფერი გაგიჭირდება.

1მეფეთა 23

16. ადგა იონათანი, საულის ძე, და მივიდა დავითთან ხორშაში, და გაამხნევა ღვთის სახელით.

მათე 7

1. "ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხოთ.

2. რადგან როგორც თქვენ განიკითხავთ, იმგვარადვე განიკითხებით, და რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ.

3. რატომ უყურებ ბეწვს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი დირესაც ვერ ამჩნევ?

რომაელთა 14

1. რწმენაში უძლურნი მიიღეთ, ოღონდ არა საკამათოდ აზრთა გამო.

2. ზოგს სჯერა, რომ ყველაფრის ჭამა შეიძლება, უძლურნი კი მხოლოდ ბოსტნეულს ჭამენ.

3. ვინც ჭამს, ნუ დაამცირებს იმას, ვინც არ ჭამს; და ვინც არ ჭამს, ნუ განიკითხავს იმას, ვინც ჭამს. რამეთუ ღმერთმა მიიღო იგი.

4. ვინ ხარ შენ, სხვისი მონის განმკითხველო? თავისი უფლის წინაშე დგას იგი ან ეცემა; მაგრამ წამოყენებული იქნება, ვინაიდან ღმერთს ძალუძს მისი წამოყენება.

5. ზოგი დღეს დღისგან განარჩევს, ზოგი კი ყველა დღეს ერთნაირად განიკითხავს. თითოეული ბოლომდე იყოს დარწმუნებული თავის აზრებში.

6. ვინც იცავს დღეს, უფლისათვის იცავს, და ვინც ჭამს, უფლისათვის ჭამს, რადგან მადლობას სწირავს ღმერთს; ხოლო ვინც არ ჭამს, უფლისათვის არ ჭამს და მადლობას სწირავს ღმერთს.

7. ვინაიდან არც ერთი ჩვენგანი არ ცოცხლობს საკუთარი თავისთვის და არავინ კვდება საკუთარი თავისათვის,

8. ვინაიდან, თუ ვცოცხლობთ, უფლისათვის ვცოცხლობთ და, თუ ვკვდებით, უფლისათვის ვკვდებით; ამიტომ, ვცოცხლობთ თუ ვკვდებით, უფლისანი ვართ.

9. რადგან იმისათვის მოკვდა ქრისტე და გაცოცხლდა, რომ იუფლოს მკვდრებზეც და ცოცხლებზეც.

10. მაშ, რაღატომ განიკითხავ შენს ძმას და ამცირებ, ჩვენ ხომ ყველანი წარვდგებით ღვთის სამსჯავროს წინაშე?!

11. რადგან წერია: "ცოცხალი ვარ, - აბობს უფალი. ჩემს წინაშე მოიდრიკება ყოველი მუხლი და ყოველი ენა აღიარებს ღმერთს”.

12. ესე იგი, ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისათვის ჩააბარებს ღმერთს ანგარიშს.

13. ამიტომ ნუღარ განვიკითხავთ ერთმანეთს, არამედ იმსჯელეთ იმაზე, რომ შებრკოლება ან ცდუნება არ დაუდოთ ძმას.

14. მე ვიცი და დარწმუნებული ვარ უფალ იესოში, რომ არაფერია უწმიდური თავისთავად; მხოლოდ მისთვის არის უწმიდური, ვინც არაწმიდად ჩათვლის რამეს.

15. თუ საჭმლის გამო შეწუხდება შენი ძმა, უკვე აღარ იქცევი სიყვარულით. შენი საჭმლით ნუ დაღუპავ მას, ვისთვისაც მოკვდა ქრისტე.

16. ასე რომ, დასაგმობი ნუ გახდება თქვენი სიკეთე.

2კორინთელთა 2

7. ასე, რომ, პირიქით, აპატიეთ და ნუგეში ეცით, რათა მეტისმეტმა ნაღველმა არ შთანთქას იგი.

8. ამიტომ, გთხოვთ, სიყვარული გამოიჩინოთ მის მიმართ.

9. ვინაიდან ეს იმისთვისაც მოგწერეთ, რომ გამომეცადეთ, ყველაფერში მორჩილნი ხართ თუ არა.

10. ჰოდა, ვისაც თქვენ აპატიებთ, მეც, ვინაიდან მეც თუ ვინმეს ვაპატიე, თქვენი გულისთვის ვაპატიე ქრისტეს სახის წინაშე.

2კორინთელთა 5

20. ამგვარად, ჩვენ ქრისტეს ელჩები ვართ და ვითომც თავად ღმერთი შეგაგონებდეთ ჩვენი მეშვეობით, ქრისტეს სახელით გთხოვთ: შეურიგდით ღმერთს.

გალატელთა 6

1. ძმებო! თუნდაც ჩავარდეს კაცი რომელიმე შეცოდებაში, თქვენ, სულიერებმა, გამოასწორეთ იგი თავმდაბლობის სულით; ყველამ თავის თავზე იფხიზლოს, რომ არ ჩავარდეს განსაცდელში.

2. ზიდეთ ერთმანეთის ტვირთი და ასე აღასრულებთ ქრისტეს რჯულს.

ეფესელთა 4

32. მაგრამ იყავით კეთილნი ერთიმეორის მიმართ, თანაუგრძნეთ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც ქრისტეში მოგიტევათ თქვენ ღმერთმა.

ფილიპელთა 4

2. ევოდიასა და სვინტიქეს შევ­აგონებ, თანამოაზრენი იყვნენ უფალში.

ებრაელთა 10

24. ყურადღებით მოვეკიდოთ ერთმანეთს, წავახალისოთ სიყვარულისა და კეთილი საქმეებისთვის;