4.5.18 Верующие - отделенные от мира

Вот, народ живет отдельно, и между народами не числится /чис.23,9/

4.5.18 მორწმუნეები - გამორჩეულნი, გამოცალკევებულნი, გამოყოფილნი ქვეყნიერებისგან

- გამოარჩევს ღმერთი მის მორჩილებს გამ.19,5.6; 1პეტ.2,9.10; 2კორ.6,14-17 ეფ.2,12

- მთელი დედამიწიდან გამ.33,16

- განცალკევებული რიცხ.23,[9] რჯ.33,28

- აღრეულნი ქვეყნიერებასთან ეზრ.9,1.2

- ქვეყნიერების მტრობა მათ მიმართ ესთ.3,8

- იხარებენ წარმართნი მის ხალხთან ერთად რომ.15,9.10

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 19

5 ამიერიდან თუ მართლაც მოუსმენთ ჩემს ხმას და დაიცავთ ჩემს აღთქმას, გამოგარჩევთ ყველა ხალხისგან ჩემს საკუთრებად, რადგან ჩემია მთელი დედამიწა.

6 იქნებით ჩემთვის მღვდელთა სამეფოდ და წმიდა ერად. აჰა, სიტყვები, რომელთაც ეტყვი ისრაელის შვილებს!”

გამოსვლა 33

16 როგორ გახდება საცნაური, რომ ვპოვეთ მადლი მე და შენმა ხალხმა შენს თვალში? განა იმით არა, რომ წამოხვალ ჩვენთან ერთად და ამით ვიქნებით გამორჩეული, მე და შენი ხალხი, ყოველი ერისგან, რაც კი დედამიწის ზურგზეა?”

რიცხვნი 23

9 კლდეთა მწვერვალებიდან ვხედავ მას და მთებიდან დავცქერი: აჰა, ხალხი მკვიდრობს განცალკევებით და ხალხთა შორის არ ირიცხება.

მეორე რჯული 33

28 მარტო ბინადრობს უსაფრთხოდ ისრაელი, თვალი იაკობისა მარცვლეულისა და ღვინის მიწაზე და ცანი მისი ნამს აწვეთებენ.

ეზრა 9

1 ამ ყოველივეს დასასრულს, მომეახლნენ მთავარნი და მითხრეს: „ისრაელის ხალხი, მღვდლები და ლევიანნი არ გამოეყვნენ სხვა ქვეყნების - ქანაანის, ხეთის, ფერიზის, იებუსის, ყამონის, მოაბის, ეგვიპტისა და ამორის ხალხებსა და მათ სისაძაგლეებს,

2 ვინაიდან მათი ასულნი ჰყავთ ცოლებად თავისთვის და თავისი ძეებისთვისაც, წმიდა თესლი ამ ქვეყნების ხალხებში აღრიეს; უფრო მეტად მთავრებისა და მმართველების ხელი ურევია ამ ორგულობაში”.

ესთერი 3

8 უთხრა ჰამანმა მეფე ახაშვეროშს: "არის ერთი ხალხი, მიმოფანტული ხალხთა შორის, შენი სამეფოს ყოველ მხარეში. მათი რჯული ყველა ხალხის რჯულისგან განსხვავდება, არ ასრულებენ ისინი მეფის კანონებს; არ შეშვენის მეფეს ამ ქვეყნად მათი დატოვება.

1პეტრე 2

9 თქვენ კი რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმიდა ერი, წილხვედრი ხალხი, რათა გამოაცხადოთ მისი სათნოება, ვინც სიბნელიდან თავისი საკვირველი სინათლისკენ გამოგიხმოთ.

10 ოდესღაც ხალხი რომ არ იყავით, ახლა კი ღვთის ხალხი ხართ; ოდესღაც - არაშეწყალებულნი, ახლა კი - შეწყალებულნი.

რომაელთა 15

9 ასევე წარმართებისთვისაც, რათა განედიდებინა ღმერთი მისი წყალობისათვის, როგორც წერია: "ამისათვის გაქებ შენ წარმართთა შორის და ვუგალობებ შენს სახელს”.

10 და კვლავ ამბობს: "იხარებდეთ, წარმართნო, მის ხალხთან ერთად”.

2კორინთელთა 6

14 ნუ შეებმებით ურწმუნოებთან უცხო უღელში. რადგან რა აქვს საერთო სიმართლეს ურჯულოებასთან? რა აქვს საერთო ნათელს წყვდიადთან?

15 რა შეთანხმება აქვს ქრისტეს ბელიართან? ან რა წილი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან?

16 რა კავშირი აქვს ღვთის ტაძარს კერპებთან? რადგან თქვენ ცოცხალი ღვთის ტაძარი ხართ, როგორც თქვა ღმერთმა: "დავმკვიდრდები და ვივლი თქვენ შორის და ვიქნები თქვენი ღმერთი და იქნებით ჩემი ხალხი.

17 ამიტომ გამოდით მათგან და გამოეყავით! - ამბობს უფალი - უწმიდურს ნუ მიეკარებით და მე მიგიღებთ თქვენ.

ეფესელთა 2

12 იმ დროს ქრისტეს გარეშე იყავით, ისრაელის კრებულისგან გაუცხოებულნი, აღთქმის მცნებათათვის უცხონი, იმედი არ გაგაჩნდათ და უღმერთონი იყავით წუთისოფელში.

------------------------

სურათზე: ისრაელის 12 შტოს განლაგება უდაბნოში