1.1.112 Печь, горнила - для варки пищи, отопления, плавления

Быт.18,6; 19,28 Исх.8,3 Лев.26,26 Вт. Пс.11,6; 20,9 Плач.5,10 Иез.22,18-22 Ос.7,4.6.7 Матф.6,30; 13,42

1.1.112 Four (French)

Gen.18,6; 19,28 Ex.8,3 Lev.26,26 Deu. Ps.11,6; 20,9 Lam.5,10 Eze.22,18-22 Оs.7,4.6.7 Маt.6,30; 13,42

1.1.112 Φουρνο, και (Greek)

Γεν.18,6; 19,28 Εξο.8,3 Λευ.26,26 Δευ. Ψολ.11,6; 20,9 θρη.5,10 Ιεζ.22,18-22 Ωοη.7,4.6.7 Мατ.6,30; 13,42

1.1.112 ღუმელი, თონე, ქურა, ბრძმედი

სიტყვასიტყვით:

- საჭმლის მოსამზადებლად გამ.8,3 ოს.7,4

- იყო სახლის (კარვის) შიგნით დაბ.18,6

- ბალახს უკეთებენ მათ.6,30

.

მეტაფორულად:

- შედარება დაბ.19,28

- საკვების ნაკლებობა შიმშილობისას ლევ.26,26

- ეგვიპტური მონობა რჯ.4,20

- სულიერი განწმენდა ფს.11,6

- ღვთის მსჯავრი ფს.20,9

- შიმშილი გოდ.5,10

- დასჯა ეზეკ.22,18-22

- გულისთქმა ოს.7,4.6.7

- ჯოჯოხეთი მათ.13,42.50

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 18

6. აჩქარებით მივიდა სარას კარავთან აბრაჰამი და უთხრა: "იჩქარე, სამი საწყაული საუკეთესო ფქვილი მოზილე და კვერები დააცხვე”.

დაბადება 19

28. გაიხედა სოდომისა და გომორასაკენ და, აჰა, ხედავს კვამლი ისე ასდის მიწას, როგორც ღუმელს.

გამოსვლა 8

3. გაივსება მდინარე ბაყაყებით, ამოვლენ და შემოვლენ შენს სახლში, შენს საწოლ ოთახში, შენს სარეცელზე, შენი მსახურებისა და ხალხის სახლებში, შენს თონეებსა და ვარცლებში.

ლევიანნი 26

26. შეგიმუსრავთ პურის მარაგებს, ათი ქალი გამოაცხობს თქვენს პურს ერთ თონეში და წონით მოგცემენ თქვენს პურს; შეჭამთ და ვერ გაძღებით.

მეორე რჯული 4

20. თქვენ კი გამოგიყვანათ უფალმა ეგვიპტიდან, რკინის ბრძმედიდან, რათა მისი სამკვიდრებელი ხალხი ყოფილიყავით, როგორც დღეს ხართ.

ფსალმუნი 11

6. უფლის სიტყვები წმიდა სიტყვებია, მიწის ქურაში გაწმედილი ვერცხლი, შვიდჯერ გადახალისებული.

ფსალმუნი 20

9. აგიზგიზებულ თონეს დაამსგავსებ მათ შენი გამოჩენის ჟამს; თავისი რისხვით ჩაყლაპავს უფალი, ცეცხლი შთანთქავს მათ.

გოდება იერემიასი 5

10. ღუმელივითაა გავარვარებული ჩვენი კანი, შიმშილის მწველი ხვატის გამო.

ეზეკიელი 22

18. "ძეო კაცისავ! ისრაელის სახლი ჩემთვის წიდად იქცა; ყველანი სპილენძივით, კალასავით, რკინასა და ტყვიასავით არიან ბრძმედში, ვერცხლის წიდასავით.

19. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: რადგან ყველანი წიდად იქეცით, მოგაქუჩებთ შუაგულ იერუსალიმში,

20. როგორც ვერცხლსა და სპილენძს, რკინას, ტყვიასა და კალას აქუჩებენ ღუმელში, რათა ცეცხლი შეუნთონ გამოსადნობად, ასე მოგაქუჩებთ ჩემს რისხვასა და გულისწყრომაში და დაგდებთ გადასადნობად.

21. შეგკრებთ, შემოგინთებთ ჩემი წყრომის ცეცხლს და გადადნებით.

22. როგორც ვერცხლი დნება ღუმელში, ისე დადნებით მის წიაღში და გაიგებთ, რომ მე, უფალმა, გადმოვღვარე ჩემი გულისწყრომა თქვენზე”.

ოსია 7

4. ყველანი მრუშობენ ხაბაზის გახურებული ღუმელივით, ცეცხლს რომ ანელებს, ვიდრე ახალი ცომი არ გაფუვდება.

6. რადგან ღუმელივით გახურდნენ თავიანთ გულისთქმებში; გამონელდება თონე მთელი ღამის ძილში, დილით კი კვლავ აგიზგიზებული ცეცხლივით აღეგზნება.

7. ღუმელივით გახურდა ყველა, თავიანთ მსაჯულებს ჭამენ; განმდგარია მათი ყველა მეფე, აღარავინ მიხმობს მათ შორის.

მათე 6

30. თუკი მინდვრის ბალახს, რომელიც დღეს არის, ხვალ კი თონეში ჩაიყრება, ღმერთი ასე მოსავს, თქვენ უფრო მეტად არა, მცირედ მორწმუნენო?

მათე 13

42. და ჩაყრიან ცეცხლის ქურაში. იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა.