2.13.25 Придут народы и склонятся пред господом

Вт.33,19 Пс.17,44-46; 21,27-29; 44,17; 65,4; 66,4.5; 67,32; 85,9; 112,3; 137,4 Ис.2,2.3; 11,10; 19,19; 45,22-24; 55,4.5; 56,7; 60,3.6.14; 66,18.20.21.23 Иер.3,17; 10,7 Мих.4,1-3 Соф.2,11 Зах.8,20-23; 14,16 Мал.1,11 Ин.10,16 Рим.11,25; 14,11; 15,12 Флп.2,9-11 Отк.5,9; 7,9; 15,4; 21,24

2.13.25 მოვლენ ხალხები უფლის თაყვანისცემად

რჯ.33,19 ფს.17,44-46; 21,27-29; 44,17; 65,4; 66,4.5; 67,32; 85,9; 112,3; 137,4 ეს.2,2.3; 11,10; 19,19; 45,22-24; 55,4.5; 56,7; 60,3.6.14; 66,18.20.21.23 იერ.3,17; 10,7 მიქ.4,1-3 სოფ.2,11 ზაქ.8,20-23; 14,16 მალ.1,11 იოან.10,16 რომ.11,25; 14,11; 15,12 ფლპ.2,9-11 გმცხ.5,9; 7,9; 15,4; 21,24

ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 33

19. დაუძახებენ ხალხებს მთაზე, იქ შესწირავენ სიმართლის შესაწირს, რადგან ისინი გამოწოვენ ზღვის სიუხვეს და ქვიშაში ჩაფლულ საგანძურებს”.

ფსალმუნი 17

44. მოისმენენ თუ არა ჩემს ხმას - მემორჩილებიან, უცხოტომელნი მემსახურებიან.

45. უცხოელები შეშინდებიან და აკანკალებულნი გამოვლენ თავიანთი სიმაგრეებიდან.

46. ცოცხალია უფალი! დიდებულია სიმაგრე ჩემი! ამაღლდეს - ჩემი ხსნის ღმერთი.

ფსალმუნი 21

27. გაიხსენებენ და უფალთან დაბრუნდებიან ქვეყნიერების ყველა კიდენი, და თაყვანს სცემს ყველა ტომი ხალხებისა.

28. რადგანაც უფალს შვენის მეფობა და იგი არის ხალხთა მბრძანებელი.

29. ჭამს და თაყვანს სცემს ამ ქვეყნის ყველა გათქვირებული, მის წინაშე ქედს მოიხრის ყველა, ვინც მტვრად უნდა იქცეს, ვისაც არ ძალუძს თავისი სულის გადარჩენა.

ფსალმუნი 44

17. თაობიდან თაობაში დავადგენ შენს სახელს გასახსენებლად, ამიტომ ხოტბას შეგასხამენ ხალხები უკუნითი უკუნისამდე.

ფსალმუნი 65

4. მთელი ქვეყნიერება თაყვანსა გცემს და გაქებს შენ, უგალობებს შენს სახელს. სელა.

ფსალმუნი 66

4. გაიხარებენ და ილხენენ ერები, რადგან გაასამართლებ ხალხებს სისწორით და ერებს ქვეყანაზე წაუძღვები. სელა.

5. გიწამებენ ხალხები, ღმერთო, გიწამებენ ხალხები მათიანად.

ფსალმუნი 67

32. ქვეყნიერების სამეფონო! უმღერეთ ჩვენს ღმერთს, უგალობეთ უფალს. სელა.

ფსალმუნი 85

9. ყოველი ხალხი, შენს მიერ შექმნილი, მოვა და მუხლს მოიდრეკს შენს წინაშე, უფალო, და განადიდებს შენს სახელს.

ფსალმუნი 112

3. მზის აღსავლიდან დასავალამდე განდიდებულია სახელი უფლისა.

ფსალმუნი 137

4. განგადიდებენ, უფალო, ყოველნი მეფენი ქვეყნიერებისა, როცა მოისმენენ ნათქვამს შენი პირისა.

ესაია 2

2. უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ უფლის სახლის მთა მთათა სათავეში დადგინდება, აღიმართება მწვერვალებზე მაღლა და ყოველი ერი მისკენ დაიწყებს დენას.

3. დაიძრება უთვალავი ხალხი და იტყვის: მოდი, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის სახლში; გვასწავლოს თავისი გზები და მისი ბილიკებით ვიაროთ, რადგან რჯული სიონიდან გამოვა და უფლის სიტყვა - იერუსალიმიდან.

ესაია 11

10. იმ დღეს ხალხთა დროშად იდგება იესეს ფესვი და მისკენ დაიწყებენ დენას ტომები; დიდება იქნება მისი საშვებელი.

ესაია 19

19. იმ დღეს იქნება უფლის სამსხვერპლო ეგვიპტის ქვეყნის შუაგულში და უფლის სვეტი მის საზღვართან.

ესაია 45

22. ჩემკენ მოიქეცით და გადარჩებით, ქვეყნის ყოველი კუთხისანო, რადგან მე ვარ ღმერთი და სხვა არავინაა.

23. ჩემი თავი მაქვს დაფიცებული, ჩემი პირიდან გამოვიდა სიმართლე და ჩემი სიტყვა არ გადაითქმის, რადგან ყოველი მუხლი ჩემს წინაშე მოიყრება, ყოველი ენა მე დამიფიცავს.

24. მხოლოდ უფალშია, იტყვიან ჩემზე, სიმართლე და ძალა. მასთან მივლენ და შერცხვებიან ყველანი, ვინც მასზე ჯავრობდნენ.

ესაია 55

4. აჰა, დავსვი ხალხების მოწმედ, ხალხების ბელადად და მბრძანებლად.

5. აჰა, ხალხს, რომელსაც არ იცნობ, მოუწოდებ, და ხალხი, რომელიც არ გიცნობს, შენსკენ გამოეშურება უფლის, შენი ღმერთის გამო და ისრაელის წმიდის გამო, რადგან მან განგადიდა შენ.

ესაია 56

7. მივიყვან ჩემს წმიდა მთაზე და ჩემს სამლოცველო სახლში გავახარებ. მათი აღსავლენნი და მათი მსხვერპლნი სასურველი იქნება ჩემს სამსხვერპლოზე, რადგან ჩემს სახლს ყველა ხალხის სამლოცველო სახლი დაერქმევა.

ესაია 60

3. ხალხები მოვლენ შენს ნათელზე და შენი სხივის ელვარებაზე.

6. უამრავი აქლემები დაგფარავენ, მიდიანის და ყეფას კოზაკები; ყველანი შებადან მოვლენ, ოქროსა და გუნდრუკს მოგიტანენ და უფლის სადიდებლებს გააცხადებენ.

14. ქედმოხრილნი მოვლენ შენს წინაშე შენი მჩაგვრელების შვილები და შენს ფეხთა ტერფებთან დაემხობა ყველა შენი მოძულე; გიწოდებენ საუფლო ქალაქს, სიონს ისრაელის წმიდისა.

ესაია 66

18. რადგან მე ვუწყი მათი საქმენი და ზრახვანი. მოდის ჟამი ყველა ხალხისა და ენათა შეკრებისა; მოვლენ და იხილავენ ჩემს დიდებას.

20. წამოიყვანენ შენს ძმებს ყოველი ხალხიდან ძღვნად უფლისათვის ცხენებით და ეტლებით, ტახტრევნებით, ჯორებით და აქლემებით ჩემს წმიდა მთაზე, იერუსალიმში, ამბობს უფალი, როგორც ისრაელიანებს მიაქვთ ძღვენი სუფთა ჭურჭლებით საუფლო სახლში.

21. მათგანაც ავიყვან მღვდლებად და ლევიანებად, ამბობს უფალი.

23. მაშინ იქნება, რომ ახალი მთვარიდან ახალ მთარემდე, შაბათიდან შაბათამდე, მოვა ყოველი ხორციელი ჩემს წინაშე სათაყვანოდ, ამბობს უფალი.

იერემია 3

17. იმხანად უფლის ტახტად იქნება წოდებული იერუსალიმი; მასთან მოიყრის თავს ყველა ხალხი იერუსალიმში უფლის სახელით და აღარ აჰყვებიან ბოროტ გულისთქმას.

იერემია 10

7. ვის არ შეეშინდება შენი, ხალხთა მეუფევ? შენ ერთს შეგშვენის ეს, რადგან არავინაა შენი მსგავსი ხალხთა ბრძენებს შორის და ყველა მათ სამეფოში.

მიქა 4

1. უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ მთების თავში დამყარდება უფლის სახლის მთა; გორაკებზე მაღლა აღიმართება და მისკენ დაიწყებენ დენას ხალხები.

2. მოვლენ უამრავი ხალხები და იტყვიან: წამო, ავიდეთ უფლის მთაზე და იაკობის ღვთის ტაძარში, რომ გვასწავლოს თავისი გზები და ვიაროთ მისი ბილიკებით, რადგან სიონიდან გამოდის რჯული და იერუსალიმიდან - უფლის სიტყვა.

3. გაიკითხავს სამართალს უამრავ ხალხებს შორის და მსჯავრს დასდებს ძლიერ ხალხებს შორეთამდე; თავიანთ მახვილებს სახნისებად გამოჭედავენ დაშუბისწვერებს - ნამგლებად; ხალხი ხალხის წინააღმდეგ აღარ აღმართავს მახვილს და ომს აღარასოდეს ისწავლიან.

სოფონია 2

11. საშინელი იქნება მათთვის უფალი, რადგან გააცამტვერებს ქვეყნიერების ყველა ღმერთს, და მას დაუწყებს თაყვანისცემას ყოველი კაცი თავისი ქვეყნიდან, ხალხების ყოველი კუნძული.

ზაქარია 2

11. მიეტმასნებიან უამრავი ხალხები უფალს იმ დღეს და გახდებიან ჩემი ერი; დავივანებ შენს შუაგულში და მიხვდები, რომ ცაბაოთ უფალმა მომავლინა შენთან.

12. დაიმკვიდრებს უფალი იუდას თავის წილხვედრად წმიდა მიწაზე და კვლავ აირჩევს იერუსალიმს.

ზაქარია 8

20. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: კიდევ ის მოხდება, რომ მოვლენ ხალხები და უამრავ ქალაქთა მცხოვრებნი.

21. ერთი ქალაქის მცხოვრებნი მეორეში წავლენ, იტყვიან: წამო, წავიდეთ სამხვეწროდ უფლის წინაშე და ცაბაოთ უფლის საძიებლადო. მაშინ მეც წავალ.

22. მოვლენ მრავალრიცხოვანი ხალხები და ძლიერი ერები ცაბაოთ უფლის საძიებლად იერუსალიმში და სამხვეწრად უფლის წინაშე.

23. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: იმ ხანებში იქნება, რომ მოეჭიდება ათი კაცი ყოველი ენის ხალხიდან, მოეჭიდება იუდაელის კალთებს და ეტყვიან: თქვენთან წამოვალთ, რადგან გაგებული გვაქვს, რომ თქვენთან არის ღმერთი.

ზაქარია 14

16. მოხდება ისე, რომ ვინც კი გადარჩება იმ ხალხებიდან, იერუსალიმს რომ ესხმოდნ;ნ თავს, წლიდან წლამდე ივლიან მეფის, ცაბაოთ უფლის თაყვანსაცემად და კარვობის სადღესასწაულოდ.

მალაქია 1

11. რადგან დიდი იქნება ჩემი სახელი ხალხებში მზის აღმოსავლეთიდან დასავლამდე; ყოველ ადგილას დაუკმევენ საკმეველს ჩემს სახელს და წმიდა ძღვენს შემომწირავენ; რადგან დიდი იქნება ჩემი სახელი ხალხებში, ამბობს ცაბაოთ უფალი.

იოანე 10

16. სხვა ცხვრებიც მყვანან, რომლებიც არ არიან ამ ფარეხისა; მათი მოყვანაც მმართებს, რათა ისმენდნენ ჩემს ხმას, და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი.

რომაელთა 11

25. რადგანაც არ მინდა, ძმებო, რომ თქვენთვის უცნობი დარჩეს ეს საიდუმლო, რათა თავს არ გაგივიდეთ: ისრაელის სიბრმავე ნაწილობრივია და დროებითი, ვიდრე არ შემოგვიერთდება წარმართთა მთელი სიმრავლე.

რომაელთა 14

11. ვინაიდან დაწერილია: „მე ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი, ჩემს წინაშე მოიყრება ყოველი მუხლი და ყოველი ენა აღიარებს ღმერთს“.

რომაელთა 15

12. ხოლო ესაია ამბობს: „იქნება ფესვი იესესი, რომელიც აღდგება წარმართთა მთავრად და სასოებად მათდა“.

ფილიპელთა 2

9. ამიტომაც აღამაღლა იგი ღმერთმა და ყველა სახელზე უზენაესი სახელი მისცა,

10. რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს ყოველი მუხლი, ზეცისაც, ქვეყნისაც და ქვესკნელისაც,

11. და ყველა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, სადიდებლად ღვთის და მამისა.

გამოცხადება 5

9. გალობდნენ ახალ საგალობელს და ამბობდნენ: ღირსი ხარ წიგნის აღების და ბეჭდის ახსნისა, რადგანაც დაკლულ იქმენ და შენი სისხლით გამოგვისყიდე ღმერთისათვის ყოველი ტომისა და ენის, ერისა და ხალხისაგან,

გამოცხადება 7

9. შემდგომ ამისა, გავიხედე და, აჰა, ურიცხვი ხალხი, რომელსაც ვერვინ დათვლიდა, ყოველი ხალხისა და ტომისაგან, ერისა და ენისაგან, სპეტაკი სამოსით მოსილი იდგა ტახტისა და კრავის წინაშე, და ხელთ ეპყრა პალმის რტონი.

გამოცხადება 15

4. ვის არ ეშინოდეს, უფალო, და არ ადიდებდეს შენს სახელს? ვინაიდან მხოლოდ შენა ხარ წმინდა; ამიტომაც გეახლება ყველა ხალხი და თაყვანს გცემს შენ, რადგანაც გამოჩნდა შენი სამართალი.

გამოცხადება 21

24. ხალხები ივლიან მის ნათელში და მიწიერი მეფენი თავიანთ დიდებასა და პატივს შეიტანენ მასში.