3.45.1. В вымытой одежде предстать пред Господом

Быт.35,2 Исх.19,[10].14 Лев.11,25; 15,5.17 Чис.8,7.21; 19,7.10; 31,24; 2цар.12,20 Ис.52,1; 61,3; Иез.16,13 Соф.1,8 Зах.3,3-5 Матф.22,11.12 Отк.7,14; 19,7

3.45.1. განწმედილი სამოსელით წარდგომა უფლის წინაშე

- გარეცხვა უწმიდურების მოსაცილებლად დაბ.35,2 გამ.19,[10].14 ლევ.11,25; 15,5.17 რიცხ.8,7.21; 19,7.10; 31,24; 2მფ.12,20 გმცხ.7,14

- მოცილება უწმიდურის და წმიდით შემოსვა ეს.52,1; 61,3 ზაქ.3,3-5

- ხსნის სამოსელი, სიმართლის მოსასხამი, კრავის სასძლოს სამოსი ეზეკ.16,13 გმცხ.19,7

- მსჯავრი უცხო სამოსელით შემოსილთათვის სოფ.1,8 მათ.22,11.12

ბიბლიის მუხლები

 

დაბადება 35

2. უთხრა იაკობმა თავის სახლს და ყველას, ვინც კი მასთან იყო: გაყარეთ უცხო ღმერთები, რომელნიცა გყავთ, განიწმინდენით და გამოიცვალეთ სამოსელი.

გამოსვლა 19

10. უთხრა უფალმა მოსეს: წადი ხალხში და განწმიდე ისინი დღეს და ხვალ, სამოსელი გაირეცხონ.

14. ჩამოვიდა მოსე მთიდან და განწმიდა ხალხი; გაირეცხეს მათ სამოსელი.

ლევიტელთა 11

25. ვისაც რამე მოედება მათი ლეშისგან, სამოსელი უნდა გარეცხოს, და გაუწმიდურებული დარჩება საღამომდე.

ლევიტელთა 15

5. ვინც შეეხება მის საწოლს, მან ტანისამოსი უნდა გაირეცხოს, წყალში განიბანოს და საღამომდე გაუწმიდურებული იქნება.

17. ყოველი სამოსელი, სხეულის ყოველი ნაწილი, რაზეც თესლი დაიღვარა, წყალში უნდა განიბანოს და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.

რიცხვთა 8

7. ასე მოიქეცი მათ გასაწმიდავებლად: ასხურე მათ ცოდვის წარმხოცელი წყალი, გაიპარსონ მთელი ტანი, გაირეცხონ შესამოსელი და გაწმიდავდებიან.

21. გაწმიდავდნენ ლევიანები და გაირეცხეს შესამოსელი; აღასრულა აარონმა მათზე შერხევის წესი უფლის წინაშე და მიუტევა, რათა გაეწმიდავებინა ისინი.

რიცხვთა 19

7. გაირეცხოს შესამოსელი მღვდელმა, წყლით დაიბანოს ტანი და ამის შემდეგ შევიდეს ბანაკში. საღამომდე უწმიდური იქნება მღვდელი.

10. შესამოსელი გაირეცხოს ფურის ნაცრის შემგროვებელმა და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. ასე იყოს სამარადისო წესად ისრაელიანთათვის და მდგმურთათვის, თქვენს შორის რომ მდგმურობენ

რიცხვთა 31

24. გაირეცხეთ ტანისამოსი მეშვიდე დღეს და გაწმიდავდით. ამის მერე შედით ბანაკში.

2მეფეთა 12

20. ადგა მიწიდან დავითი, დაიბანა, ზეთი იცხო, სამოსელი გამოიცვალა, წავიდა უფლის სახლში და თაყვანი-სცა. დაბრუნდა სახლში, პური მოითხოვა, მიართვეს და შეჭამა.

ესაია 52

1. გაიღვიძე, გაიღვიძე, შეიმოსე ძალი შენი, სიონო! შეიმოსე შენი დიდების სამოსელი, იერუსალიმო, წმიდა ქალაქო, რადგან აღარ შემოგივა წინდაუცვეთელი და უწმიდური!

ესაია 61

3. დასაწესებლად, რომ სიონზე მგლოვიარეთ მისცენ გვირგვინი ნაცრის ნაცვლად, სიხარულის ზეთი - გლოვის ნაცვლად, ქება-დიდების სამოსელი - მჭმუნვარების სულის ნაცვლად, რათა ეწოდოთ მათ სიმართლის მუხები - საუფლო ნერგი, რომ იდიდონ.

ეზეკიელი 16

13. ოქროთი და ვერცხლით იყავი მორთული; ზეზი, აბრეშუმი და ნაქარგი სამოსელი გეცვა; გამტკიცული ფქვილი, თაფლი და ზეთი გქონდა საზრდოდ; გამშვენდი, დიდად გამშვენდი და სადედოფლო შეიქენი.

სოფონია 1

8. დადგება საუფლო მსხვერპლის დღე და მსჯავრს დავდებ მთავრებს და უფლისწულებს და ყველას, უცხო სამოსელით შემოსილს;

ზაქარია 3

3. იესოს წვირიანი სამოსელი ეცვა და იდგა ანგელოზის წინაშე.

4. მიუგო და უთხრა ანგელოზმა თავის წინაშე მდგომთ: გახადეთ წვირიანი სამოსელი! უთხრა მას: აჰა, წარგხოცე უკეთურება და საზეიმო სამოსელით შეგმოსავ.

5. თქვა: დაახურონ თავზე სუფთა თავსაბურველი! და დაახურეს თავზე სუფთა თავსაბურველი და ჩააცვეს სამოსელი; უფლის ანგელოზი კი იდგა

მათე 22

11. შევიდა მეფე მეინახეთა სანახავად და იხილა იქ ერთი კაცი, რომელსაც არ ეცვა საქორწინო სამოსი.

12. და უთხრა მას: მეგობარო, როგორ შემოხვედი აქ, საქორწინოდ შეუმოსავი? ხოლო ის დუმდა.

გამოცხადება 7

14. მე მივუგე: უფალო ჩემო, შენ იცი. ხოლო მან მითხრა: ესენი არიან დიდი ურვიდან მოსულნი, რომელთაც გარეცხეს და კრავის სისხლით გაასპეტაკეს თავიანთი სამოსი.

გამოცხადება 19

7. გვიხაროდეს და ვილხენდეთ, და დიდება მივაგოთ მას, ვინაიდან მოვიდა კრავის ქორწილი და მისმა სასძლომ განიმზადა თავი.