3.17.2. И прости нам долги наши, как и мы прощаем должникам нашим

Матф.6,12.14.15,, Лук.11,[4]

- седмижды семидесяти раз прощать Матф.18,21.22

- если не простим, и Отец не простит нас Матф.18,23-35

- что будем открыват на земле, то будет открыто в небе, что закроем - закрыто Пр.22,7 Матф.18,18

- будем милосердными Лук.6,36-38,,  Иак.2,13

- если говорим, что не имеем грех, обманиваем себя 1Ин.1,8-10

- прощаем, как и в Христе прощал нас Бог Еф.4,32 Кол.3,13 

.

 ** Так да светит свет ваш пред людьми, чтобы они видели ваши добрые дела и прославляли Отца вашего Небесного. (Матф.5,16). **Ибо если вы будете прощать людям согрешения их, то простит и вам Отец ваш Небесный ( Матф. 6,14). **Иисус говорит ему: не говорю тебе: до семи раз, но до седмижды семидесяти раз.(Матф.18,22). ** Итак, будьте милосерды, как и Отец ваш милосерд.

37 Не судите, и не будете судимы; не осуждайте, и не будете осуждены; прощайте, и прощены будете;

38 давайте, и дастся вам: мерою доброю, утрясенною, нагнетенною и переполненною отсыплют вам в лоно ваше; ибо, какою мерою мерите, такою же отмерится и вам. (Лук.6,36-38). ** и прости нам грехи наши, ибо и мы прощаем всякому должнику нашему; и не введи нас в искушение, но избавь нас от лукавого.(Лк. 11,4)

3.17.2. და მოგვიტევე შეცოდებანი ჩვენი, რადგან ჩვენც მივუტევებთ ყველა მოვალეს

ზირაქ.28,2-5 მათ.6,[12].14.15,, ლუკა 11,[4]

- მოგვიტევებს უფალი ჩვენი საქციელისამებრ, გულის მიხედვით 3მფ.8,30.39

- არ განვსაჯოთ და არ განვისჯებით ლუკ.6,37

- ნუ ვიხილავთ ბეწვს ძმის თვალში ლუკ.6,41.42

- უფლისგან არის შენდობა, რათა ვეკრძალოთ და აღვასრულოთ მისი ნება ფს.129,4 ზირ.18,14.20

- როგორ ვუწოდებთ უფალს, თუ არ ვაუფლებთ ჩვენზე, ანუ როცა მის ნათქვამს არ ვასრულებთ?! ლუკ.6,46

- მივუტევოთ ვალები ნეემ.5,10-13

- სესხი მივცეთ ისე, რომ სანაცვლოდ არაფერს ველოდებოდეთ ლუკ.6,34-36

- გავცეთ კეთილი, დაბეკნილი, დატენილი და ასეთივე საწყაოთი მოგვეწყვება ლუკ.6,38

- სიკეთის ქმნა ვისწავლოთ და ისე მივიდეთ უფალთან, რათა გვეპატიოს ეს.1,18

- ლოცვისას მივუტევოთ ვინც რამე გვცოდა მარ.11,25.26 ლუკ.17,3.4

- გვიყვარდეს მტრები, მოძულენი და მაწყევარნი ლუკ.6,27-33

- სიყვარული ფარავს მრავალ ცოდვას ლუკ.7,47

- ვისაც არ უყვარს სიკვდილში რჩება და ვერ შეუცვნია ღმერთი 1ინ.3,14.15; 4,7.8

- სამოცდაათგზის შვიდჯერ მივუტევებდეთ მათ.18,21.22

- თუ არ მივუტევებთ, არც ჩვენი ზეციერი მამა მოგვიტევებს მათ.18,23-35

-რასაც შევკრავთ მიწაზე, შეკრული იქნება ზეცაში და რასაც გავხსნით - გახსნილი იგავ.22,7 მათ.18,18

- ვიყოთ გულმოწყალენი ზირ.18,13 ლუკ.6,36-38,, იაკ.2,13

- თუ ვამბობთ, რომ არ გვაქვს ცოდვა, თავს ვიტყუებთ 1ინ.1,8-10

- კეთილნი, ლმობიერნი და მიმტევებელნი ვიყვნეთ ერთმანეთის მიმართ, როგორც ქრისტეში მოგვიტევა ღმერთმა ეფ.4,32 კოლ.3,13

- მის ნათელში ვეზიარებოდეთ ერთმანეთს, რათა მისი ძის სისხლი გვწმედდეს 1ინ.1,7

ბიბლიის მუხლები

3მეფეთა 8

30. ისმინე შენი მორჩილის და შენი ერის, ისრაელის, ვედრება, როცა დადგებიან ლოცვად ამ ადგილას; ისმინე შენს სამყოფელ ადგილზე, ცათა შინა, ისმინე და შეგვიწყალე.

39. შენ მოუსმინე ციდან, შენი სამყოფელიდან და მიუტევე; ქმენი და მიაგე თითოეულს თავისი საქციელისამებრ, რომელმაც უწყი მათი გულები. რადგან შენ ერთმა უწყი მთელი ადამის მოდგმის გული;

ნეემია 5

10. მე, ჩემი ძმებიცა და ბიჭებიც, ვალად ვაძლევდით ვერცხლსა და ხორბალს. მოდით, მივუტევოთ მათ ეს ვალი.

11. დღესვე დავუბრუნოთ მათი ყანები, ვენახები, ზეთისხილის ბაღები, სახლები, ასეულობით ვერცხლი, პური, ღვინო და ზეითუნის ზეთი, სარგებელში რომ აიღეთ მათგან.

12. თქვეს: დავუბრუნებთ, და აღარ მოვთხოვთ. ისე მოვიქცევით, როგორც შენ ამბობ. მღვდელს დავუძახე და დავაფიცე ისინი, რათა ის სიტყვა შეესრულებინათ.

13. გამოვიბერტყე ჩემი სამოსლის უბე და ვთქვი: ასე გამობერტყოს-მეთქი ღმერთმა თავისი სახლიდან და მამულიდან ყველა ის კაცი, რომელიც ამ სიტყვას არ შეასრულებს; ასე იყოს-მეთქი გაბერტყილი და გამოცარიელებული. და თქვა მთელმა კრებულმა: ამინ! და განადიდა უფალი. ხალხმა შეასრულა ეს სიტყვა.

ფსალმუნი 129

4. მაგრამ შენს მიერ არის შენდობა, რათა გეკრძალონ.

იგავნი 22

7. მდიდარი უპოვარებზე ბატონობს და მოვალე მევალის მონაა.

ზირაქი 18

13. გულმოწყალება კაცისა მისი მახლობლისკენაა, უფლის მოწყალება კი - ყოველი ხორციელისკენ. ამხელს, წვრთნის და ასწავლის, და მოაქცევს, როგორც მწყემსი, თავის სამწყსოს.

14. შეიწყალებს მათ, ვინც მის შეგონებას შეიწყნარებს და იმათაც, ვინც მის კანონებს ეშურებიან.

20. გასამართლებამდე გაჩხრიკე შენი თავი და განკითხვისას იპოვი შეწყალებას.

ზირაქი 28

2. მიუტევე უსამართლობა შენს მახლობელს და მაშინ ვედრებისას შენც მიგეტევება შენი ცოდვები.

3. ადამიანი ადამიანზეა გამწყრალი, უფლისგან კი ეძიებს განკურნებას.

4. თავის მსგავს ადამიანს ვერ უთანაგრძნობს და საკუთარ ცოდვათა გამო კი ივედრება.

5. თავადაც ხორციელი ბოღმას ინახავს და ვინ განწმიდოს იგი ცოდვებისგან?

ესაია 1

17. სიკეთის ქმნა ისწავლეთ, ეძიეთ სამართალი, შეეწიეთ ჩაგრულს, განიკითხეთ ობოლი, ქვრივს გამოესარჩლეთ.

18. მერე მოდით და ცილობა ვყოთ, ამბობს უფალი: მეწამულიც რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება; ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლის ფთილასავით გახდება.

მათე 6

12. და მოგვიტევე ჩვენი ვალები, როგორც ჩვენ მივუტევებთ ჩვენს მოვალეთა.

14. თუ მიუტევებთ ადამიანებს მათს შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ მამა თქვენი ზეციერი.

15. ხოლო თუ არ მიუტევებთ ადამიანებს მათს შეცოდებებს, არც თქვენს შეცოდებებს მოგიტევებთ მამა თქვენი ზეციერი.

მათე 18

18. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც შეკრავთ მიწაზე, შეკრული იქნება ცაშიც, და რასაც დახსნით მიწაზე, დახსნილი იქნება ცაშიც.

21. მაშინ მიუახლოვდა მას პეტრე და უთხრა: უფალო, რამდენჯერ მივუტევო ჩემს ძმას, რომელიც ჩემს წინააღმდეგ სცოდავს? შვიდჯერ?

22. იესომ მიუგო: არ გეუბნები: შვიდჯერ-მეთქი, არამედ სამოცდაათგზის შვიდჯერ.

23. ამითა ჰგავს ცათა სასუფეველი მეფეს, რომელმაც გადაწყვიტა ანგარიში გაესწორებინა თავისი მონებისათვის.

24. და როცა ანგარიშსწორება დაიწყო, წარუდგინეს მას ერთი, რომელსაც მისი ათი ათასი ტალანტი ემართა.

25. და რაკი გადახდის თავი არ ჰქონდა, მისმა მეფემ ბრძანა, გაეყიდათ ისიც, მისი ცოლიც, მისი შვილებიც, მთელი მისი სარჩო-საბადებელიც და ვალი დაეფარათ.

26. დაემხო მონა, თაყვანი სცა და უთხრა: შემიბრალე, მეფეო, და მთელ ვალს გადაგიხდი.

27. შეიბრალა მეფემ თავისი მონა, გაუშვა და ვალიც აპატია.

28. მაგრამ წავიდა ეს მონა და ერთ თავის ამხანაგს შეხვდა, რომელსაც მისი ასი დინარი ემართა: ყელში სწვდა, დახრჩობა დაუპირა და შესძახა: ჩემი ვალი დამიბრუნეო.

29. ამხანაგი ფეხებში ჩაუვარდა და შეევედრა: ცოტაც მაცალე და მთელ ვალს გაგისტუმრებო.

30. მაგრამ მან ყური არ ათხოვა, არამედ წავიდა და, ვალის გადახდამდე, ციხეში ჩააგდებინა იგი.

31. ეს რომ მისმა ამხანაგებმა დაინახეს, ძალიან შეწუხდნენ, წავიდნენ და მეფეს მოახსენეს ყველაფერი, რაც მოხდა.

32. მაშინ მეფემ დაიბარა მონა და უთხრა: შე ბოროტო, მთელი ვალი გაპატიე, რაკიღა მთხოვე.

33. ნუთუ არა გმართებდა, ისევე შეგებრალებინა შენი ამხანაგი, როგორც მე შეგიბრალე შენ?

34. განრისხდა მეფე და მტანჯველებს მისცა ხელში, ვიდრე არ გადაიხდიდა მთელ თავის ვალს

35. ასევე მოგექცევათ ჩემი ზეციერი მამა, თუ მთელი გულით არ მიუტევებთ თქვენს ძმას მის შეცოდებებს.

მარკოზი 11

25. როდესაც ლოცვად დგახართ, მიუტევეთ, ვინც რამე გცოდათ, რათა მამამ თქვენმა ზეციერმაც მოგიტევოთ თქვენი შეცოდებანი.

26. ხოლო თუ არ მიუტევებთ, არც მამა თქვენი ზეციერი მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს.

ლუკა 6

27. ხოლო თქვენ, ჩემს მსმენელთ, გეტყვით: გიყვარდეთ თქვენი მტრები და კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ;

28. აკურთხეთ თქვენი მაწყევარნი და ილოცეთ თქვენსავ შეურაცხმყოფელთათვის.

29. ვინც ყვრიმალში შემოგკრას, მიუშვირე მეორეც, და ვინც მოსასხამს წაგართმევს, მიანებე პერანგიც.

30. ყველას, ვინც კი გთხოვს, მიეცი, და ვინც შენსას წაიღებს, უკან ნუ მოსთხოვ.

31. როგორც გინდათ, რომ გექცეოდნენ კაცნი, თავადაც ისე მოექეცით მათ.

32. თუ გეყვარებათ თქვენი მოყვასნი, რას მიითვლით მადლად? რადგან თავიანთი მოყვასნი ცოდვილთაც უყვართ.

33. და თუ კეთილს უყოფთ თქვენს კეთილისმყოფელთ, რას მიითვლით მადლად? რადგან ცოდვილნიც ასევე იქცევიან.

34. თუ ასესხებთ იმათ, ვისგანაც დაბრუნების იმედი გაქვთ, რას მიითვლით მადლად? რადგან ცოდვილნიც აძლევენ სესხს ცოდვილთ, რათა დაიბრუნონ ერთი იმდენიც.

35. ხოლო თქვენ გიყვარდეთ თქვენი მტრები, კეთილი უყავით და სესხი მიეცით მათ, ისე, რომ არაფერს მოელოდეთ სანაცვლოდ; და დიდი იქნება თქვენი საზღაური, და იქნებით უზენაესის ძენი; რადგან ის კეთილმოწყალეა თვით უმადურთა და უკეთურთა მიმართ.

36. მაშ, იყავით გულმოწყალენი, ისევე როგორც გულმოწყალეა მამა თქვენი.

37. ნუ განსჯით და არ განისჯებით; ნუ დაჰგმობთ, და არ დაიგმობით; მიუტევეთ და მოგეტევებათ;

38. გაეცით და მოგეცემათ: კეთილი, დაბეკნილი, დატენილი და თავდადგმული საწყაულით თქვენსავე კალთაში მოგეწყვებათ; ვინაიდან რომელი საწყაულითაც მიუწყავთ, იმითვე მოგეწყვით თქვენ.

41. რას ხედავ ბეწვს შენი ძმის თვალში, ხოლო შენსაში დირესაც ვერა გრძნობ?

42. ან როგორ შეგიძლია უთხრა შენს ძმას: ძმაო, მოდი ამოგიღო ბეწვი თვალიდან, და შენს თვალში კი დირესაც ვერ ხედავ? თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერეღა ნახავ, როგორ ამოიღო შენი ძმის თვალიდან ბეწვი.

46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?

ლუკა 7

47. ამიტომაც გეუბნები შენ: მიეტევა მას დიდძალი ცოდვა, ვინაიდან დიდია მისი სიყვარული; ხოლო ვისაც მცირედი მიეტევება, მცირედია მისი სიყვარული.

ლუკა 11

4. და მოგვიტევე ჩვენ ცოდვები ჩვენი, რადგან ჩვენც მივუტევებთ ყველა მოვალეს ჩვენსას. და ნუ შეგვიყვან ჩვენ საცდუნებელში, არამედ გვიხსენ ბოროტისაგან.

ლუკა 17

3. დაუკვირდით თქვენს თავს: თუკი შენი ძმა შეგცოდავს, შერისხე იგი; და თუ შეინანებს, მიუტევე.

4. დღეში შვიდჯერაც რომ შეგცოდოს და შვიდჯერვე მოგიბრუნდეს და გითხრას - ვნანობო, მიუტევე.

იაკობი 2

13. რადგანაც მსჯავრი უწყალო იქნება მისთვის, ვისთვისაც უცხო იყო გულმოწყალება; მოწყალება მსჯავრზე უმძლავრესია.

1იოანე 1

7. ხოლო თუ ნათელში დავდივართ, როგორც თვითონვეა ნათელში, მაშინ ერთმანეთს ვეზიარებით და მისი ძის - იესო ქრისტეს სისხლი ყოველგვარი ცოდვისგან გაგვწმენდს.

8. თუ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ცოდვა, თავს ვიტყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში.

9. თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, სანდო და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უსამართლობისაგან.

10. თუ ვიტყვით, რომ არ შეგვიცოდავს, ცრუდ ვსახავთ მას და მისი სიტყვა არ არის ჩვენში.

1იოანე 3

14. ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან გადავედით სიცოცხლეში, რადგანაც გვიყვარს ძმები; ვისაც არ უყვარს, სიკვდილში რჩება.

15. ყველა, ვისაც სძულს თავისი ძმა, კაცისმკვლელია; თქვენ კი იცით, რომ არცერთ კაცისმკვლელს არ აქვს საუკუნო სიცოცხლე, თვით მასშივე დამკვიდრებული.

1იოანე 4

7. საყვარელნო, გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგანაც სიყვარული ღვთისაგან არის; ვისაც უყვარს, ღვთისგანაა შობილი და იცნობს ღმერთს.

8. ვისაც არ უყვარს, ვერ შეუცვნია ღმერთი, რადგანაც ღმერთი სიყვარულია.

ეფესელთა 4

32. არამედ კეთილნი და ლმობიერნი იყავით ერთურთის მიმართ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც ქრისტეში მოგიტევათ თქვენ ღმერთმა.

კოლასელთა 3

13. შემწყნარენი და მიმტევებელნი იყავით ერთურთის მიმართ: თუკი ვინმეს რაიმე სადავო აქვს ვინმესთან, როგორც ქრისტემ მოგიტევათ, თქვენც ასევე მიუტევეთ ერთმანეთს.

__თემაზე წერდნენ__

***

ჭეშმარიტად ცოდვა უძღვის კაცსა კაცის გამკითხავსა,

მაგრამ ავზედ ავი ითქმის, კარგს არავინ გაჰკიცხავსა.

__ დავით გურამიშვილი __

***

ლუდოვიკო IX (1214-1270) გახდა საფრანგეთის მეფე 12 წლის ასაკში. ბევრი შეეცადა მის ტახტზე წამოსკუპებას, მაგრამ დედამისმა მოიგერია ყველა მისი მტერი. როდესაც ლუდოვიკო შეიქმნა ზრდასრული ბევრი მისი მოწინააღმდეგე გაიქცა საზღვარგარეთ, შეატყვეს რა რომ მათ ჰქონდათ მათი სია, რომელთა გასწვრივ დასმული იყო ჯვარი. ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს ნიშნავდა მათ სიკვდილს. მეფემ შეიტყო ეს და თქვა, რომ შეუძლიათ დაბრუნდნენ სამშობლოში და იცხოვრონ უშიშრად. რაც შეეხება ჯვრებს, ლუდოვიკომ ეს ასე ახსნა:

“ჯვარი არ ნიშნავს ჩემი მტრების სიკვდილს. არამედ მაჩვენებს მაცხოვრის ჯვარს, რითაც ნაპატიები არიან ისინი.”

__ იაკობ ლევენი __

***

ერთერთ სამხედრო ხომალდზე იყო მატროსი, რომელიც ვერავინ ვერაფრით მიაჩვია დისციპლინას, მორჩილებას. იგი არღვევდა ყველა წესდებას, კანონს, და ამიტომ, გამუდმებით იღებდა სასჯელს. საყვედურები და დისციპლინარული შეგონებანი არაფერს სცვლიდნენ. ჩატარდა ოფიცერთა კრება მისი გარიცხვის წინადადებით. რამოდენიმე გამოსვლის შემდეგ ერთმა ოფიცერმა თქვა:

“მე ვიცი კიდევ ერთი საშუალება, რომელიც აქამდე არ გამოგვიყენებია”.

“რა საშუალებაა?” – გაიკვირვეს აქეთ-იქედან.

“საჭიროა მას ვაპატიოთ”.

“კარგით, მოდით ესეც ვცადოთ”, - დათანხმდა კაპიტანი და მატროსმა, რომელიც მოელოდა მორიგ სასჯელს, მიიღო პატიება. ამის შემდეგ მას ვეღარავინ სცნობდა. ის, რაც ვერ გააკეთა კანონმა, ჰქმნა შეწყალებამ.

__ იაკობ ლევენი __

***

ერთი რაინდი მივიდა ღვთისმსახურთან და სთხოვა ეკურთხებინა იგი მტერზე შურის საძიებლად. ღვთისმსახურმა შესთავაზა წაეკითხა ლოცვა “მამაო ჩვენო” . . . მთელი გულით. რაინდი დაემორჩილა და დაიწყო კითხვა, მაგრამ როდესაც მივიდა მიტევების სათხოვრამდე, გაჩუმდა. “რაშია საქმე?” – ჰკითხა ხუცესმა.

“ლოცვის გაგრძელება აღარ შემიძლია.”

“თუ ასეა მაშინ მე არ შემიძლია შენი კურთხევა.”

რაინდი ისევ მიუბრუნდა ლოცვას და მან შეძრა მისი გული: წაიკითხა ბოლომდე.

“ახლა კი შემიძლია გაკურთხო,” – უთხრა ღვთისმსახურმა.

“მე ახლა უკვე აღარ მყავს მტრები, რომლებზეც შემეძლო შური მეძია.”

__ იაკობ ლევენი __