1.2.92 Власть

Быт.1,26 Есф.9,29 Пр.29,2 Матф.7,29; 8,9; 10,18; 22,25; 28,18 Мар.1,27 Лук.5,24 Ин.5,27 Деян.23,26; 26,10.12; 1Пет.3,22; 5,2.3 Рим.13,1-5; 1Кор.15,24; 2Кор.10,8; 1Тим.2,12; 6,1 Тит.2,15 Евр.13,17

1.2.92 ხელისუფლება, გამგებლობა, მთავრობა, ბატონობა, მბრძანებლობა, ძალაუფლება, ხელმწიფება

სიტყვასიტყვით:

- გამგებელი მათ.10,18 საქ.23,26

მიცემულია:

- კაცისთვის შესაქმისას დაბ.1,26.28

- კანონიერ ხელისუფალთათვის ესთ.9,29 მათ.22,25

- სახელმწიფოს წარმომადგენლებისთვის მათ.8,9 რომ.13,1-5

- რელიგიურ ხელმძღვალელთათვის საქ.26,10.12

- ქმრებისთვის 1ტიმ.2,12

ქრისტესი დამოწმებულია:

- არაწმიდა სულებზე მარ.1,27

- მისი სწავლება ძალაუფლებით მათ.7,29

- მართვა მათ.28,18; 1პეტ.3,22; 1კორ.15,24

- ცოდვების მიტევების ხელმწიფება ლუკ.5,24

- განკითხვის ხელმწიფება იოან.5,27

ხელისუფლების მიზანი:

- დაცვა ებრ.13,17

- მითითება 1პეტ.5,2.3

- მორჩილება ღვთის სადიდებლად 1ტიმ.6,1

მიცემულია უფლისგან:

- მოციქულებისთვის 2კორ.10,8

- ხუცესებისა და ეპისკოპოსებისთვის ტიტ.2,15

- მართლებისთვის იგავ.29,2

ბიბლიის მუხლები

დაბადება 1

26. თქვა ღმერთმა: "შევქმნათ კაცი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად; დაე იბატონოს ზღვაში თევზზე, ცაში ფრინველზე, პირუტყვზე, მთელ დედამიწაზე და ყოველ ქვეწარმავალზე, რომელიც დაძვრება მიწაზე”.

ესთერი 9

29. მთელი ძალაუფლებით დაწერეს დედოფალმა ესთერმა, აბიხაილის ასულმა და ებრაელმა მორდექაიმ დასტური, რათა აღესრულებინათ ფურიმის ეს მეორე წერილი.

იგავნი 29

2. მართალთა აღზევებისას ხარობს ხალხი, უმართლოთა ბატონობისას კი კვნესის.

მათე 7

29. რადგან იგი ასწავლიდა მათ როგორც ძალაუფლების მქონე და არა როგორც მათი მწიგნობრები.

მათე 8

9. ვინაიდან მეც ძალაუფლების ქვეშ მყოფი კაცი ვარ და ჩემს ხელქვეით ჯარისკაცები მყვანან. ერთს ვეუბნები წადი-მეთქი და მიდის. სხვას მოდი-მეთქი და მოდის. ჩემს მონას: ეს გააკეთე-მეთქი და აკეთებს”.

მათე 10

18. გამგებლების და მეფეების წინაშე მიგიყვანენ ჩემ გამო, მათთვის და წარმართთათვის დასამოწმებლად.

მათე 22

25. ხოლო იესომ უთხრა მათ: ხალხთა მეფენი მბრძანებლობენ მათზე და კეთილისმყოფლებად იწოდებიან მათი მპყრობელნი.

მათე 28

18. მოვიდა მათთან იესო და უთხრა: "მოცემული მაქვს მე მთელი ხელმწიფება ზეცაში და დედამიწაზე.

მარკოზი 1

27. ყველანი განცვიფრდნენ, ისე, რომ ერთმანეთს ეკითხებოდნენ, ეს რა არისო? ეს რა ახალი მოძღვრებაა, რომ ხელმწიფებით არაწმიდა სულთაც კი უბრძანებს და ისინიც კი ემორჩილებიანო მას?

ლუკა 5

24. მაგრამ, რათა იცოდეთ, რომ ძე კაცისას აქვს ცოდვების მიტევების ხელმწიფება დედამიწაზე - უთხრა დავრდომილს: შენ გეუბნები, ადექი, აიღე შენი სარეცელი და შინ წადი”.

იოანე 5

27. განკითხვის ხელმწიფებაც მისცა მას, რადგან კაცის ძეა იგი.

საქმეები 23

26. "კლავდიუს ლისია აღმატებულ გამგებელს ფელიქსს, იხარებდე!

საქმეები 26

10. ასეც ვიქცეოდი იერუსალიმში; და მღვდელმთავართა მიერ მოცემული ძალაუფლებით აღჭურვილმა მრავალი წმიდანი ჩავყარე საპყრობილეში და მათ დახოცვაზე თანხმობას ვიძლეოდი.

12. სწორედ ამისთვის მივდიოდი დამასკოში მღვდელმთავართა ძალაუფლებითა და დავალებით.

1პეტრე 3

22. რომელიც ღმერთის მარჯვნივ არის მას შემდეგ, რაც ზეცად ამაღლდა, რომელსაც დაემორჩილნენ ანგელოზნი, ხელმწიფებანი და ძალნი.

1პეტრე 5

2. მწყემსეთ თქვენთვის მონდობილი ღვთის სამწყსო, არა იძულებით, არამედ ნებით და ღმერთისთვის სათნოდ, არა ბილწი ანგარებით, არამედ გულმოდგინებით.

3. ნუ იბატონებთ ღმერთის სამკვიდროზე, არამედ მაგალითი იყავით სამწყსოსთვის.

რომაელთა 13

1. ყოველი სული უნდა ემორჩილებოდეს უმაღლეს ხელისუფლებას; ვინაიდან არ არსებობს ხელისუფლება, თუ არა ღმერთისაგან, ხოლო არსებულნი ღმერთის მიერ არიან დადგენილნი.

2. ამიტომ ხელისუფლების მოწინააღმდეგე, ღმერთის დადგენილებას ეწინააღმდეგება, ხოლო მოწინააღმდეგენი მსჯავრს დაიტეხენ თავზე.

3. რადგან მთავრები კეთილის მოქმედთათვის კი არ არიან საშიშნი, არამედ ბოროტ საქმეთა ჩამდენთათვის. გინდა, რომ არ გეშინოდეს ხელისუფლების? კეთილი აკეთე და ქებას მიიღებ მისგან;

4. ვინაიდან იგი ღვთის მსახურია შენდა სასიკეთოდ. მაგრამ თუ ბოროტებას იქმ, გეშინოდეს, რადგან ტყუილად როდი ატარებს მახვილს; ის ღვთის მსახურია და რისხვით შურისმაძიებელი ბოროტმოქმედზე.

5. ამიტომ გვმართებს მორჩილება, არა მარტო სასჯელის შიშით, არამედ სინდისის გამოც.

1კორინთელთა 15

24. მერე დადგება აღსასრული, როცა მეფობას გადასცემს უფალსა და მამას - მას შემდეგ, როცა გააუქმებს ყოველ მთავრობას, ყოველ უფლებასა და ძალას.

2კორინთელთა 10

8. და თუ უფრო მეტად დავიკვეხნი ჩვენი ძალაუფლებით, რომელიც უფალმა მოგვცა ასაშენებლად და არა თქვენს დასამხობად, არ შევრცხვები.

1ტიმოთე 2

12. დედაკაცს არ ვაძლევ სწავლების ან კაცზე ბატონობის ნებას, არამედ იყოს მდუმარედ.

1ტიმოთე 6

1. უღელქვეშ მყოფი მონები ყოველგვარი პატივის ღირსად უნდა თვლიდნენ თავიანთ ბატონებს, რათა არ იგმობოდეს ღვთის სახელი და მოძღვრება.

ტიტე 2

15. ეს ელაპარაკე, შეაგონე და ამხილე მთელი ძალაუფლებით და ნურც უგულებელგყოს ვინმემ.

ებრაელთა 13

17. მოუსმინეთ თქვენს წინამძღოლებს და დაემორჩილეთ მათ, ვინაიდან ისინი ფხიზლობენ თქვენს სულებზე, როგორც პასუხისმგებელნი, რათა ამას სიხარულით აკეთებდნენ და არა კვნესით; რადგან ეს სასარგებლო აღარ იქნება თქვენთვის.