3.9.6 Прославте Господа и при испытании

3.9.6 განსაცდელის ჟამსაც ვადიდოთ უფალი

ფს.3,1-4 იონ.1,8-10 საქ.16,25.26

ბიბლიის მუხლები

ფსალმუნი 3

1. ფსალმუნი დავითისა. როცა გაურბოდა თავის ძეს აბესალომს.

2. უფალო! როგორ მომრავლდნენ ჩემი მტრები. ჩემს წინააღმდეგ აღდგა მრავალი.

3. ბევრი ეუბნება ჩემს სულს: არ არის მისთვის შემწეობა ღმერთისმიერი. სელა.

4. და შენ, უფალო, ჩემი ფარი ხარ, ჩემი დიდება და ამმაღლებელი ჩემი თავისა.

იონა 1

8. როცა სულს ვღაფავდი, ვახსენე უფალი და ჩემმა ვედრებამ შენამდე შეაღწია შენს წმიდა ტაძარში.

9. ამაოებათა მსახურნი ვერ ეღირსებიან წყალობას!

10. მე კი მსხვერპლს შემოგწირავ სამადლობელი სიტყვით; შევასრულებ, რაც აღთქმული მაქვს. უფლისგან არის ხსნა!

საქმეები 16

25. შუაღამისას პავლე და სილა ლოცულობდნენ და უგალობდნენ ღმერთს; დანარჩენი პატიმრები კი ყურს უგდებდნენ.

26. უცებ საშინლად იძრა მიწა, ისე, რომ საპყრობილე საძირკვლითურთ შეირყა, მყისვე გაიღო ყველა კარი და ბორკილები დასცვივდა ყველა პატიმარს.

__თემაზე წერდნენ__

***

ექვს წელ პყრობილ იყო და მძიმეთა მათ საკრველთა შინა ადიდებდა ღმერთსა.

__ იაკობ ხუცესი "შუშანიკის წამება"__

***

ბიჭს მაშინ დაგიძახებდი, მშიერ-მწყურვალიც ჰგალობდე.

__ ვაჟა-ფშაველა __

-------------------

"შუშანიკის წამების" კადრი 1979 წ დიაფილმიდან