1.7.22 Голова, глава

***

умастил елеем голову мою. Елеепомазание входило в ритуал коронации, но на праздничной трапезе его удостаивались и избранные гости (Пс. 103,15; Лк. 7,46). В данном контексте возможно толкование: "простил грехи, оправдал".

Псалом 22 — Псалтирь — Библия — Женевская Библия

***

6:17 помажь голову твою. Символ радости (ср. Пс. 22,5; 44,8; 103,15; Ис. 61,3); в быту это делали каждый день, кроме поста (Дан. 10,3). Тот, кто не умащал голову елеем, как бы выставлял напоказ свое благочестие, демонстрируя всем, что он пребывает в посту.

От Матфея 6 глава — Библия — Женевская Библия

1.7.22 თავი, თავები

იხსენიება შემდეგ გარემოებებში:

- დაწყლულებულმა თავი უნდა მოიშიშვლოს ლევ.13,45

- მტვრის დაყრა თავზე უიმედობის ნიშნად იესნ.7,6

- ნაცრის დაყრა და ხელის დადება თავზე მწუხარების ნიშნად 2მფ.13,19

- თავდაბურვა 2მფ.15,30; 1კორ.11,5

- ზეთს არ იცხებდნენ თავზე მარხვისას დან.10,3

- ზეთის ცხება მიძღვნისას მათ.6,17

- ზეთის ცხება პატივსაცემი სტუმრებისთვის ლუკ.7,46

- თავის გადაქნევა დაცინვით მათ.27,39

.

სიმბოლურად:

- ღმერთი 1კორ.11,3

- ქრისტე ეფ.1,22

- ქმარი 1კორ.11,3.7

- დაცვა ფს.139,7

- მსჯავრი ეს.15,2

- დარწმუნებულობა ლუკ.21,28

- სიხარული და კეთილდღეობა ფს.22,5

- მტრებზე გამარჯვების ზეიმი ფს.26,6

- სიამაყე ფს.82,2

.

ბიბლიის მუხლები

ლევიანნი 13

45. დაწყლულებულის სამოსი უნდა დაიხეს, თავი შიშველი უნდა ჰქონდეს, ულვაშებამდე შებურვილი უნდა იყოს და იძახოს: "უწმიდური! უწმიდური!”

იესო ნავეს ძე 7

6. შემოიხია იეშუამ სამოსელი, პირქვე დაემხო მიწაზე უფლის კიდობნის წინ საღამომდე და მტვერი დაიყარა თავზე ისრაელის უხუცესებთან ერთად.

2მეფეთა 13

19. ნაცარი დაიყარა თავზე თამარმა, შემოიხია ჭრელი მოსასხამი ტანზე, თავზე ხელი დაიდო და წავიდა ტირილით.

2მეფეთა 15

30. დავითი კი ზეთისხილის მთას შეუდგა, ადიოდა და ტიროდა, თავდაბურული და ფეხშიშველი. მასთან მყოფ ყველა კაცს თავი ჰქონდა დაბურული და ქვითინით ადიოდნენ.

ფსალმუნი 22

5. ტაბლა გამიწყე ჩემი მტრების თვალწინ, ზეთი სცხე ჩემს თავს, სავსეა ჩემი თასი და გადმოედინება.

ფსალმუნი 26

6. ახლა კი გარსშემოხვეულ მტრებზე მაღლა ავწევ თავს და ქების მსხვერპლს შევწირავ მის კარავში, ვუმღერებ და ვუგალობებ უფალს.

ფსალმუნი 82

2. რადგან აგერ, ახმაურდნენ შენი მტრები და შენმა მოძულენმა თავი წამოყვეს.

ფსალმუნი 139

7. უფალო ღმერთო, ჩემი გადარჩენის ძალავ! შენ გადამეფარე თავზე ფარად ბრძოლის დღეს.

ესაია 15

2. ტაძარს ავიდნენ ისინი და დიბონს, მაღლობებზე - სატირლად; ნებოსა და მედებაზე მოსთქვამს მოაბი, ყველას თავი აქვს გადაპარსული და წვერი - გაკრეჭილი;

დანიელი 10

3. გემრიელ საჭმელს არ ვჭამდი, ხორცი და ღვინო არ მიჰკარებია ჩემს პირს და არც რაიმე მიცხია თავზე სამი კვირის შესრულებამდე.

მათე 6

17. ხოლო შენ, მარხვისას ზეთი იცხე თავზე და პირი დაიბანე,

მათე 27

39. გამვლელები კი თავებს აქნევდნენ და გმობდნენ მას.

ლუკა 7

46. შენ ზეთი არ გიცხია ჩემთვის თავზე, ამან კი ნელსაცხებელი მცხო ფეხებზე.

ლუკა 21

28. როგორც კი დაიწყება ამის ახდენა, გაიმართეთ და თავები ასწიეთ, რადგან ახლოვდება თქვენი გამოსყიდვა”.

1კორინთელთა 11

3. ასევე მინდა იცოდეთ, რომ ყოველი მამაკაცის თავი ქრისტეა, ცოლის თავი - ქმარია და ქრისტეს თავი - ღმერთია.

5. ხოლო ყოველი დედაკაცი, რომელიც თავდაუბურავი ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, თავს ირცხვენს, რადგან ეს იგივეა, ვითომც გადაპარსული იყოს;

7. მაშასადამე, მამაკაცმა არ უნდა დაიფაროს თავი, ვინაიდან ის ღვთის ხატება და დიდებაა; ცოლი კი ქმრის დიდებაა.

ეფესელთა 1

22. და ყოველივე დაამხო მის ფერხთა ქვეშ და დაუმორჩილა, და ის დაადგინა ყოველივეზე მაღლა, თავად ეკლესიისა,

__თემაზე წერდნენ__

***

იესნ.7,6 იესო ნავეს ძემ და უხუცესებმა უსაზღვრო მწუხარება და გულისტკივილი ტანსაცმლის შემოხევითა და თავზე მტვრის დაყრით გამოხატეს.

__ ბიბლია განმარტებებით ტ.3 __

***

2მფ.13,19 უზომოა თამარის სასოწარკვეთილება და მწუხარებას შესაბამისი რიტუალური ფორმით გამოხატავს.

__ ბიბლია განმარტებებით ტ.4 __

***

2მფ.15,30 ტირილი, თავდაბურულად ასვლა და ფეხშიშვლად ასვლა მთაზე არის მწუხარებისა და ღვთისადმი სინანულის გამოხატულება.

__ ბიბლია განმარტებებით ტ.4 __

ფს.22,5 თავზე ზეთისცხების რიტუალი შედიოდა მეფედ კურთხევის ცერემონიალში, ხოლო სადღესასწაულო ტრაპეზისას სცხებდნენ რჩეულ სტუმრებს (ფს.103,15 ლუკ.7,46). მოცემულ კონტექსტში შეიძლება განიმარტოს: "აპატია ცოდვები, გაამართლა".

__ ჟენევის ბიბლიის კომენტარები __

***

ეს.15,2 თავის გადაპარსვა გლოვის ნიშნად იყო იმხანად აღნიშნულ ქვეყნებში.

__ მეთიუ ჰენრი __

***

მათ.6:17 თავზე ზეთისცხება სიხარულის სიმბოლოა (შეად. ფს.22,5; 44,8; 103,15 ეს.61,3); ჩვეულებრივ ამას აკეთებდნენ ყოველდღიურად, გარდა მარხვისა (დან.10,3). ის ვინც არ იცხებდა ზეთს თავზე, თვალსაჩინოდ ხდიდა თავის კეთილშობილებას, დემონსტრირებდა, რომ იმყოფებოდა მარხვაში.

__ ჟენევის ბიბლიის კომენტარი __