3.15.14. Молитва для врагов

Пс.108,4 Матф. 5,44; Деян. 59,60; 1Кор.4,13

3.15.14. მტრებისთვის ლოცვა

- ვილოცოთ მოძულისთვის, მწყენინებლისთვის ფს34,13.14; 108,4 მათ. 5,[44]; საქ. 59,60; 1კორ.4,13

- ვაკურთხოთ მდევნელნი, რადგან ამისთვის ვართ ხმობილნი 1პეტ.3,9 რომ.12,14

.

იმისათვის, რომ მზად ვიყოთ მტრის საკურთხებლად წესად გავიხადოთ:

- არ ვავნოთ მის ქონებას გამ.23,4.5

- დატყვევებულს კარგად მოვეპყრათ 4მფ.6,21-23; 2ნეშ.28,9-15 ფს.7,5.6

- მშიერ მტერს ვაჭამოთ პური იგ.25,21.22 რომ.12,20

- მივუტევოთ, ნუ მივუთვლით ცოდვად ლუკ.23,34 საქ.7,60

- გმობის ნაცვლად არ ვგმობდეთ, წამების ნაცვლად არ ვიმუქრებოდეთ, არამედ თავს ვანდობდეთ 1პეტ.2,23

- ნუ მივაგებთ ბოროტს ბოროტის წილ, ნურც გინებას გინების წილ 1პეტ.3,9; 1კორ.4,12.13

- ნუ ვიძლევით ბოროტისგან, არამედ კეთილით ვძლიოთ ბოროტი რომ.12,21

- გვიყვარდეს და კეთილი ვუყოთ ლუკ.6,27.28.35

.

- ამასთან ვითვალისწინებდეთ, თუ როგორია ჭეშმარიტი სიყვარული 1კორ.13,4-8

__თემაზე წერდნენ__

*** თუკი ვინმეზე ნაწყენი ხარ, ილოცე მისთვის და ლოცვით გაემიჯნე მისგან მოყენებულ ტკივილს. ამით სულში აღძრულ ვნებებს დააცხობ. ხოლო როცა დამშვიდდები, კეთილგანწყობა დაგიბრუნდება და წყევას საბოლოოდ განდევნი შენი გულიდან.

__ წმ. მაქსიმე აღმსარებელი __

***

თუკი ვინმე გაწყენინებს ან რაიმეთი გაგამწარებს, წმიდა მამების დარიგებას მიჰყევი და ილოცე მისთვის და თქვი: "ღმერთო! შეეწიე ჩემს ქრისტესმიერ ძმას და მილხინე მეც, მისი წმიდა ლოცვებით." და თუკი ადამიანი თავის ქრისტესმიერ ძმისთვის ლოცულობს, ეს სიყვარულისა და თანაგრძნობის ნიშანია; ხოლო როდესაც უფალს წყალობას თავისი მაჭირვებელი ლოცვის გამო სთხოვს, სიმდაბლეს იძენს და სადაც არის თანაგრძნობა, სიყვარული და სიმდაბლე, რა შეუძლია იქ ძვირის ხსოვნას და წყევას ან თუნდაც სხვა რომელიმე ვნებას?

__ წმ. აბბა დოროთე __

***

ღმერთო ჩემო, დასაჯე მტერი ჩემი და შეასწარ იგი ჩემს ბედნიერებას, ხოლო უბედურებას მათსა მე ნუ შემასწრებ.

__ ჰერდერი __