1.1.30. Библия способствует прогрессу

 Все основания западной цивилизации покоятся на краеугольном камне Ветхого Завета: вынь этот камень — и наша цивилизация рухнет. Кахилл указывает, к примеру, что иудаистский монотеизм привил нам веру в Великое Целое, в однородную вселенную, которая, будучи порождением единого Творца, может быть подвергнута научному исследованию и даже техническому преобразованию. Как ни смешно, первоисточником технологических достижений современного мира можно назвать племя, кочевавшее когда-то в пустыне.

 Янси Ф.

1.1.30. ბიბლია ხელს უწყობს ცივილიზაციის პროგრესს

სად არის ბიბლიაში საუბარი პროგრესის შესახებ?

პროგრესის სინონიმია სიტყვა "განვითარება".

მაგრამ სად არის ბიბლიაში სიტყვა "განვითარება"?

განვითარება - ეს არის გზა.

ბიბლიის სახიერებით სისტემაში გზა უბრალოდ არ წარმოადგენს მიმართულებას ა პუნქტიდან ბ პუნქტამდე, ესაა აღმასვლა და ამასთან ზნეობრივი, სულიერი აღმასვლა. ამის შესახებ მიგვანიშნებს ისრაელის გზა მონობიდან თავისუფლებისკენ, აღთქმული ქვეყნისკენ.

სწორედ ამ აზრით ლაპარაკობს ქრისტე თავის თავზე, მე ვარო გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. ანუ, ეს არ ნიშნავს, რომ ის არის გზა ა პუნქტიდან ბ პუნქტამდე, არამედ ის არის გზა კაცის ერთი მდგომარეობიდან მეორისკენ, უფრო განვითარებულისკენ, სულიერად ამაღლებულისკენ. უფრო სწორად რომ ვთქვათ, ქრისტე არის გზა ღმერთისკენ./ის ამავდროულად არის ღმერთის გზა კაცისკენ/.

მაგრამ ეს უბრალოდ ერთი ადამიანის გზა კი არ არის ღმერთისკენ, ქრისტე გზაა ღმერთისკენ მთელი მიწიერი ცივილიზაციისთვის. ეს ნიშნავს, რომ მილიონები მიდიან ამ გზაზე ქრისტესთან ერთად და სცვლიან ჩვენი ცივილიზაციის სახეს ცხოვრების ყველა სფეროში.

ბიბლიის მუხლები

იოანე 14

6. უთხრა მას იესომ: "მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მიდის, თუ არა ჩემით.

__თემაზე წერდნენ__

***

მტკიცედ გეკავოთ ბიბლია, როგორც საჭე თქვენი თავისუფლებისა. გახსოვდეთ მისი მცნებები თქვენს გულებში და დაიცავით ისინი ცხოვრებაში. ჩვენ მოვალენი ვართ ამ წიგნის წინაშე ჭეშმარიტი ცივილიზაციის მთელი პროგრესისთვის და უნდა ვხედავდეთ კიდეც წარმართველადაც მომავალში.

__აშშ პრეზიდენტი დ. გრანტი __

 

***

მთელი დასავლეთის ცივილიზავიის საფუძველი დევს ღვთის სიტყვის კუთხის ქვაზე: გამოაცალე ეს ქვა და ჩვენი ცივილიზაცია უმალ დაინგრევა.

__ იანსი ფ. __

 

***

იუდეურმა მონოთეიზმმა გვაზიარა ჩვენ რწმენის დიად მთლიანობას, ერთიან მხოლოდქმნილ სამყაროს, რომელიც შექმნა ერთმა შემოქმედმა, დაუდო საფუძველი მრავალ მეცნიერებას და ტექნიკურ გარდაქმნებს და რაც უნდა საოცრად მოგვეჩვენოს, ეს ყოველივე არის ერთ დროს უდაბნოში მოხეტიალე ტომის დამსახურება.

__ კახილი __

 

***

მე ვგრძნობ, პროგრესული ქვეყნიერება, რომელმაც დაიმსახურა ასე იწოდებოდეს, სამუდამოდ წავა დაღუპვისკენ, თუ ის განუდგება ქრისტეს და ზურგს შეაქცევს ამ ერთადერთ მხსნელსა და გამომსყიდველს კაცობრიობისა.

__ ჰოლანდიის დედოფალი ვილჰელმინა __

 

***

ერთ ევროპელ ათეისტს აფრიკაში მოგზაურობისას გზა აებნა. რაღაც დროის შემდეგ ტყეში ველურების ტომს გადააწყდა. მალე მან დაინახა, რომ მათი ბელადი ბიბლიას კითხულობს. ევროპელს გაუკვირდა, მივიდა და ეუბნება:

- ეგ წიგნი დიდი ხანია მოდიდან გადავიდა.

- თეთრო კაცო, შენი ბედი რომ ორი წლის წინ აქ ერთი მისიონერი მოვიდა და მე ახლა ბიბლიას ვკითხულობ, თორემ დიდი ხანია უკვე ცეცხლზე იქნებოდი შებრაწული.