1.1.100 Море - впадина в земной поверхности, покрытая водой

Быт.14,3 Исх.10,19 Чис.34,11 Пс.67,22; 88,9; 106,24 Екк.1,7 Ис.11,9; 40,12; 43,2; 48,18 Иер.5,22 Иез.47,10 Деян.4,24; 27,27 Иуд.1,13

1.1.100 ზღვა - მიწის ჩაღრმავების წყლით დაფარული ზედაპირი

აღწერილია როგორც

- შექმნილი ღმერთისგან საქ.4,24

- არწყული ღმერთის მიერ ეს.40,12

- საზღვრები დაუდო ღმერთმა იერ.5,22

- ღმერთი ბატონობს მის მოქცევაზე ფს.88,9

- სავსენი ღმერთის სასწაულებით ფს.106,24

- ღრმა ფს.67,22

- ავსებენ მდინარეებით და ვერ ავსებენ ეკლ.1,7

.

ზღვების სია ბიბლიაში:

- ადრიატიკის საქ.27,27

- დიდი (ხმელთაშუა) ეზეკ.47,10

- გალილეის (გენესარეთის, ქინერეთის) რიცხ.34,11

- მეწამული/წითელი გამ.10,19

.

სიმბოლირებს:

- სახარების გავრცელებას ეს.11,9

- ღმერთის მზრუნველობა უბედურებისას ეს.43,2

- სიმართლეს ეს.48,18

- ცრუწინასწარმეტყველებს იუდ.1,13

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 14

3. ყველანი სიდიმის ველზე შეიკრიბნენ, სადაც ახლა მლაშე ზღვაა.

გამოსვლა 10

19. მოაქცია უფალმა ზღვის ძლიერი ქარი, წაიღო კალია და ჩაყარა მეწამულ ზღვაში. არ დარჩენილა არც ერთი კალია ეგვიპტის საზღვრებში.

რიცხვნი 34

11. შეფამიდან რიბლასკენ, ყაინის აღმოსავლეთით დაეშვება საზღვარი და ქინერეთის ზღვის სანაპიროს აღმოსავლეთიდან შეეხება.

ფსალმუნი 67

22. თქვა უფალმა - ბაშანიდან დავაბრუნებ ჩემს ხალხს, დავაბრუნებ ზღვის სიღრმეებიდან,

ფსალმუნი 88

9. შენ ბატონობ ზღვის მოქცევაზე, აბობოქრებულ ტალღებს შენ ამშვიდებ.

ფსალმუნი 106

24. რომელთაც ნახეს უფლის საქმენი და მისი საოცრებანი ღრმა წყლებში.

ეკლესიასტე 1

7. ყველა მდინარე ზღვაში ჩაედინება, მაგრამ ზღვა არ ივსება; იმ ადგილს, ისევ თავის სათავეს უბრუნდებიან, რათა კვლავ იდინონ.

ესაია 11

9. არ იბოროტებენ და არავის დაღუპავენ მთელ ჩემს წმიდა მთაზე, რადგან აივსება ქვეყანა უფლის შემეცნებით, როგორც ზღვაა წყლებით დაფარული.

ესაია 40

12. მუჭით ვინ არწყა წყალი და მტკაველით ვინ გადაზომა ცანი? ვინ დათვალა მიწის მტვერი, ვინ აწონა მთები სასწორზე და მაღლობები - პინებით?

ესაია 43

2. ვერ წაგლეკავენ წყლები და მდინარეები, როდესაც მათში გაივლით, რადგან მე ვიქნები თქვენთან. ვერც ცეცხლი დაგწვავთ, როცა მასში გაივლით, ალი ვერ მოგწვდებათ.

ესაია 48

18. ყურად რომ გეღო ჩემი მცნებები, მდინარესავით იქნებოდა შენი სიმრთელე და ზღვის ტალღებივით - შენი სიმართლე.

იერემია 5

22. ჩემი არ გეშინიათ? ამბობს უფალი. არ თრთიხართ ჩემ წინაშე, რომელმაც ზღვას ქვიშა დავუდე საზღვრად, სამუდამო წესად, რომელსაც ვერ გადაუხვევს; თუმცა ბობოქრობენ მისი ტალღები, მაინც ვერ სძლევენ, ღრიალებენ, მაგრამ ვერ გასცდებიან მას.

ეზეკიელი 47

10. დადგებიან მასთან მეთევზეები, ყენ-გადიდან ყენ-ეგლაიმამდე იქნება ბადეთა გასაშლელი ადგილი, იმდენივე გვარის თევზი ექნებათ მათ, როგორც დიდ ზღვაშია, ფრიად მრავალი.

საქმეები 4

24. ეს რომ მოისმინეს, ერთსულოვნად აღიმაღლეს ხმა ღვთის მიმართ და შეჰღაღადეს: "ღმერთო, შემოქმედო ცისა, მიწისა, ზღვისა და ყველაფრისა, რაც მათშია;

საქმეები 27

27. ადრიატიკის ზღვაში ქროლვის მეთოთხმეტე ღამეს, შუაღამისას, მიხვდნენ მეზღვაურები, რომ რომელიღაც სანაპიროს უახლოვდებოდნენ.

იუდა 1

13. ზღვის მძვინვარე ტალღები, თავიანთი სირცხვილით აქაფებულნი, ცთომილი ვარსკვლავები, რომლებისთვისაც სიბნელის წყვდიადია შენახული საუკუნოდ.