3.48.44 Вставать - восходить, подниматься

3.48.44 ადგომა, წამოდგომა, დადგომა

შესახებ:

- ბუნებრივი მოვლენები ეკლ.1,5

- მიწიდან წამოდგომა 1მფ.28,22

- აღდგომა მათ.9,25

- განახლება სულიერი ლუკ.15,18.20

- განკურნების სასწაული ლუკ.4,39

.

წინასწარმეტყველურ მოვლენებზე:

- ქვეყნიური სამეფოების გამოჩენა დან.2,39

- მესიის მოსვლა ეს.60,1-3

- დევნის დადგომა მარ.4,17

- ცრუწინასწარმეტყველთა მოვლინება მათ.24,24

.

ბიბლიის მუხლები

1მეფეთა 28

22. იუარა საულმა და თქვა: "არ შევჭამ”. არ მოეშვნენ მისი მსახურები და ის ქალიც. მაშინ დაჰყვა მათ ნებას. მიწიდან ადგა და საწოლზე ჩამოჯდა.

ეკლესიასტე 1

5. ამოდის მზე და ჩადის, მიისწრაფის თვისი ადგილისკენ, საიდანაც ის ამოვიდა.

ესაია 60

1. "აღსდექ, განათდი, რადგან მოვიდა შენი სინათლე და უფლის დიდება გაბრწყინდა შენზე.

2. რადგან, აჰა, სიბნელე დაფარავს დედამიწას და წყვდიადი - ხალხებს, შენზე კი უფალი გაბრწყინდება და მისი დიდება გამოჩნდება.

3. ერები მოვლენ შენს სინათლეზე და მეფენი - შენი განთიადის ბრწყინვალებაზე.

დანიელი 2

39. შენს შემდეგ კი აღდგება სხვა სამეფო, შენზე დამდაბლებული; მესამე სამეფო სპილენძის იქნება და მთელ დედამიწაზე იბატონებს.

მათე 9

25. ხალხი რომ გაიყვანეს, შევიდა იესო, ხელი მოკიდა და წამოდგა გოგონა.

მათე 24

24. რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშნებს, რათა რჩეულნიც კი შეაცდინონ, თუკი შეძლებენ.

მარკოზი 4

17. მაგრამ ფესვი არ გააჩნიათ მათში და ხანმოკლენი არიან; როგორც კი გასაჭირი დადგება ანდა სიტყვის გამო დევნა დაიწყება, მაშინვე ცდუნდებიან.

ლუკა 4

39. დაადგა თავზე და შერისხა სიცხე; მანაც მიატოვა იგი. და მაშინვე წამოდგა და მოემსახურა მათ.

ლუკა 15

18. ავდგები, წავალ მამასთან და ვეტყვი: შევცოდე ზეცის წინააღმდეგ და შენ წინაშე,

20. ადგა და წავიდა თავის მამასთან. ჯერ კიდევ შორს იყო, მამამ რომ დაინახა, შეებრალა, გაიქცა, კისერზე მოეხვია და დაკოცნა.