3.51.2. Грех вляет на здоровье

Пс.31,3; 37,5-8; 108,[24]

3.51.2. ცოდვა ზეგავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე

2ნეშ.21,18 ფს.31,10; 35,12; 37,[4-9]; იგავ.11,17 ეს.1,5.6 გოდ.1,14

- უფალია არწივის მსგავსად განმაახლებელი ჩვენი სიჭაბუკისა ფს.120,5

- და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ 1პეტ.2,24

ბიბლიის მუხლები

2ნეშტთა 21

18. ყოველივე ამის შემდეგ დასცა უფალმა იგი უკურნებელი სენით.

ფსალმუნი 31

10. მრავალი სატკივარი აქვს ბოროტს, უფალზე მინდობილი კი წყალობით არის გარემოცული.

ფსალმუნი 35

12. იქ დაეცნენ მოქმედნი უსამართლობისა, დავარდნენ და აღარ ძალუძთ წამოდგომა.

ფსალმუნი 37

4. არ არის ჯანსაღი ადგილი ჩემს სხეულში შენი რისხვის გამო; არ არის მშვიდობა ჩემს ძვლებში ჩემი ცოდვის გამო.

5. რადგან ცოდვანი ჩემნი გასცილდნენ ჩემს თავს, მძიმე ტვირთივით დამძიმდნენ ჩემგან.

6. აყროლდნენ, დალპნენ ჩემი წყლულები ჩემი უგუნურობის გამო.

7. წელში მოვიხარე, ერთობ დავმდაბლდი, მთელ დღეს ნაღვლიანი დავიარები.

8. რადგან ჩემი წელი გათანგულია სიცხით და აღარ არის ჯანსაღი ადგილი ჩემს სხეულში.

9. დავუძლურდი და დავძაბუნდი მეტისმეტად, ვღრიალებ ჩემი გულის სატკივრით.

ფსალმუნი 120

5. სიკეთით ამვსები შენი გულისთქმისა, არწივის მსგავსად განმაახლებელი შენი სიჭაბუკისა.

იგავნი 11

17. მოწყალე კაცი თავის სულს სიკეთეს უყოფს, გულქვა კაცი კი თავის სხეულს ღუპავს.

ესაია 1

5. სად რა დაგერტყმით კიდევ, ურჩობას რომ აგრძელებთ? მთელი თავი დასნეულებული გაქვთ, გული შეღონებული.

6. ტერფიდან თხემამდე საღი ადგილი აღარ შეგრჩათ: ყველგან ჭრილობა და წყლული, დაჩირქებული იარები, გამოურწყველი და შეუხვეველი, მალამოთი დაუამებელი.

გოდება 1

14. შეკრულია მისი ხელით ჩემი ცოდვების უღელი, შეკაზმულია და ქედზე მადგას, ძალა წამართვა; მათ ხელში მიმცა უფალმა, ვისგანაც ვეღარ წამოვდექი.

1პეტრე 2

24. ვინც ჩვენი ცოდვები თავისი სხეულით აზიდა ძელზე, რათა ცოდვისგან თავდახსნილთ სიმართლით გეცხოვრათ; და ვისი წყლულებითაც განიკურნეთ.

__თემაზე წერდნენ__

***

ლეონარდო და ვინჩი ხატავდა თავის ცნობილ სურათს “საიდუმლო სერობა” თითქმის 40 წლის მანძილზე, გატანჯული იყო ქრისტეს და მოციქულთა სახეებისთვის შესაფერისი მოდელების ძიებით. მუშაობის დასაწყისში, როდესაც მას დასჭირდა ქრისტეს სახისთვის მოდელი, მოხიბლა საოცრად საყვარელმა სახემ ახალგაზრდა პიეტრო ბანდინელისამ და მისცა ქრისტეს სახეს მისი ნაკვთები.

ორმოცი წლის შემდეგ იუდას მოდელის ძიებაში მხატვარი გადააწყდა ერთ მოხეტიალე გლახაკს, რომელიც ის-ის იყო გამოეშვათ საპყრობილედან. სწორედ მასზე შეაჩერა მხატვარმა თავისი არჩევანი. გლახაკის სახეს ემჩნეოდა ცოდვის ყოველგვარი კვალი, ცხოველური ინსტიქტებით ჩადენილი ურჯულოებით. რაოდენ გაკვირვებული დარჩა მხატვარი, როდესაც ამ გლახაკში შეიცნო ოდესღაც წმიდად მცხოვრები ახალგაზრდა პიეტრო ბანდინელი. ცოდვას მოემოქმედა ამ კაცის ცხოვრებაში თავისი დამღუპველი საქმე. ახალგაზრდა პიეტრო ვერც კი წარმოიდგენდა თავისი მიწიერი ცხოვრების ბოლოს ასე საცოდავ მდგომარეობაში და ალბათ არც უფიქრია თავის საბოლოო ხვედრზე.

__ იაკობ ლევენი __