4.16.14 Возлубленный(ая), любимый(ая)

4.16.14 საყვარელნი ეწოდებათ წმ. წერილში

ჩვეულებრივ:

- ცოლს რჯ.21,15-17 ეკლ.9,9

- რძალს რუთ.4,15

- მიჯნურს ქებ.5,16

- ქმარს ქებ.6,1-3

- ძეს მარ.12,6

.

სულიერი აზრით:

- სახელის წოდება 2მფ.12,25

- ღვთის ხალხს, ისრაელს ფს.107,6 ეს.5,1; 27,2; 41,8 რომ.9,25.26; 11,28

- მეძავის პარტნიორს იერ.3,1; 4,30

.

ახალ აღთქმაში:

- ქრისტეს მათ.3,17; 12,18; 17,5 მარ.1,11

- ქრისტიანები უწოდებენ ერთმანეთს საქ.15,25 იაკ.1,16; 2პეტ.3,15 რომ.16,8.9

- ღვთის შვილებს ეფ.5,1

- მორწმუნეებს კოლ.3,12

.

ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 21

15. თუ კაცს ორი ცოლი ეყოლება: ერთი საყვარელი, ხოლო მეორე საძულველი, და შესძენენ მას ვაჟებს: საყვარელი და საძულველი, პირმშოს კი საძულველი შობს,

16. ძეებისთვის თავისი ქონების განაწილების დღეს მამას არ შეუძლია საყვარლის ძეს პირმშოობა არგუნოს საძულველის პირმშოს წინაშე,

17. არამედ პირმშოდ აღიაროს საძულველის ძე, რათა მისცეს მას ორმაგი წილი ყველაფრიდან, რაც მას აბადია, რადგან იგი დასაბამია მისი ძალისა, მას ეკუთვნის პირმშოობის უფლება.

რუთი 4

15. სიცოცხლეს განგიახლებს და მარჩენლად გეყოლება სიბერეში, რადგან შენმა საყვარელმა რძალმა, რომელიც შვიდ ვაჟიშვილს გირჩევნია, გიშვა იგი”.

2მეფეთა 12

25. წარგზავნა ნათან წინასწარმეტყველი და უწოდა მას იედიდია (უფლის საყვარელი).

ფსალმუნი 107

6. რათა გადარჩნენ შენი საყვარელნი; მიხსენი შენი მარჯვენით და მიპასუხე.

ეკლესიასტე 9

9. დატკბი შენს საყვარელ ცოლთან მთელი შენი წუთიერი ცხოვრების დღეებში, რომელიც მოგეცა შენ მზის ქვეშ, რადგან ესაა შენი წილი სიცოცხლესა და ჯაფაში, რასაც შრომობ ამ ქვეყანაზე.

ქებათა ქება 5

16. მისი ბაგეები სიტკბოებაა, ძლიერ საწადელი! აი, ესაა ჩემი მიჯნური, ჩემი საყვარელი, ასულნო იერუსალიმისა!

ქებათა ქება 6

1. სად წავიდა საყვარელი შენი, უმშვენიერესო ქალთა შორის? საით მიიქცა საყვარელი შენი? მოვძებნით შენთან ერთად.

2. თავის წალკოტში ჩავიდა საყვარელი ჩემი, სურნელოვან კვლებში, სამწყემსად თავის ფარისა, შროშანთა დასაკრეფად.

3. მე ჩემი საყვარლისა ვარ და ჩემია საყვარელი ჩემი, რომელიც მწყემსავს შროშანთა ველზე.

ესაია 5

1. სიმღერას ვუმღერებ ჩემს მიჯნურს მის ვენახზე. ვენახი ჰქონდა ჩემს საყვარელს ნაყოფიერ გორაკზე.

ესაია 27

2. იმღერეთ იმ დღეს მასზე - საყვარელ ვაზზე:

ესაია 41

8. შენ კი, ისრაელ, მსახურო ჩემო, და, იაკობ, რჩეულო ჩემო, თესლო ჩემი საყვარელი აბრაჰამისა,

იერემია 3

1. უფალი ამბობს: "თუ კაცი ცოლს გაუშვებს, ისიც წავა და სხვა კაცისა გახდება, განა კვლავ დაიბრუნებს მას ქმარი? განა არ შეიბილწება ის ქვეყანა? შენ კი მრავალ საყვარელთან მეძავობდი და ახლა მიბრუნდები? ამბობს უფალი.

იერემია 4

30. შენ კი, გაპარტახებულო, რას გააკეთებ? თუმცა მეწამული ჩაგიცვამს, ოქროს მოსართავებით მორთულხარ და თვალები სურმით მოგიხატავს, ამაოდ ილამაზებ თავს. შენმა საყვარლებმა შეგიზიზღეს, შენს სულს ეძიებენ.

მათე 3

17. და გაისმა ხმა ზეცით, რომელმაც თქვა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე.

მათე 12

18. "აჰა, მსახური ჩემი, რომელიც ამოვირჩიე, საყვარელი ჩემი, რომელიც მოიწონა ჩემმა სულმა; ჩემს სულს დავდებ მასზე და ის აუწყებს სამართალს წარმართებს.

მათე 17

5. ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, რომ, აჰა, ნათელმა ღრუბელმა დაჩრდილა ისინი; და აჰა, ამბობს ხმა ღრუბლიდან: "ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მოვიწონე მე; მას უსმინეთ!”

მარკოზი 1

11. ხმა გაისმა ციდან: "შენ ხარ ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე”.

მარკოზი 12

6. ჰყავდა ერთი საყვარელი ძე. ბოლოს ისიც გაგზავნა მათთან; თქვა: ჩემი ძისა მაინც მოეხათრებათო.

საქმეები 15

25. ამის გამო, ერთსულოვნად მივიჩნიეთ საჭიროდ, კაცების არჩევა და თქვენთან გამოგზავნა ჩვენს საყვარელ ბარნაბასა და პავლესთან ერთად.

იაკობი 1

16. ნუ ტყუვდებით, ჩემო საყვარელო ძმებო.

2პეტრე 3

15. და ჩვენი უფლის სულგრძელობა ხსნად მიიჩნიეთ, როგორც ჩვენმა საყვარელმა ძმამ პავლემაც მოგწერათ მისთვის მინიჭებული სიბრძნით;

რომაელთა 9

25. როგორც ოსიაში ამბობს: „ხალხს, რომელიც ჩემი არ იყო, ჩემს ხალხს ვუწოდებ, ხოლო იმას, ვინც არ მიყვარდა - საყვარელს.

26. და სადაც ითქვა მათ მიმართ: თქვენ არა ხართ ჩემი ხალხი, იქვე ცოცხალი ღმრთის ძეებად იწოდებიან“.

რომაელთა 11

28. დიახ, სახარების მიხედვით ისინი მტრები არიან თქვენი გულისათვის, ხოლო ამორჩევის მიხედვით - საყვარელნი მამების გულისათვის.

რომაელთა 16

8. მოიკითხეთ ამპლიასი, ჩემი საყვარელი უფალში.

9. მოიკითხეთ ურბანოსი, ჩვენი თანამშრომელი ქრისტეში, და ჩემი საყვარელი სტაქისი.

ეფესელთა 5

1. მაშ, მიბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა;

კოლასელთა 3

12. მაშ, ღვთის რჩეულთა, წმიდათა და საყვარელთა დარად, შეიმოსეთ გულმოწყალება, სიტკბოება შემწყნარებლობა, სიმდაბლე, სიმშვიდე, დიდსულოვნება.