1.2.116 Выходящие черпать воду

Быт.21,19; 24,13-20.43-46; 26,20-22; 29,10.11 Исх.2,16-21 Суд.5,11; 1цар.9,11; 2цар.23,15-17; 3цар.17,10 Пс.67,26 Ис.12,3; 41,17.18; 43,20; 44,4; 49,10; 55,1 Иер.2,13 Ин.4,7-15; 7,37 Отк.7,17; 22,17

***

4,7 Когда Господь Иисус сидел у колодца, пришла женщина из городка почерпнуть воды. Если, как утверждают некоторые ученые, был полдень, то это очень неподходящее время для женщин идти к колодцу за водой; это самое жаркое время дня. Но эта женщина была безнравственной грешницей и, скорее всего, выбрала эту пору из чувства стыда, зная, что в это время никакая другая женщина не увидит ее.

Разумеется, Господь Иисус знал, что она придет к колодцу в это время. Он знал жажду ее души и решил встретиться с ней и освободить от греховной жизни.

От Иоанна 4 глава — Библия — Комментарии МакДональда

1.2.116 წყალზე გამოსულნი

- ღმერთი უხელს თვალს წყალთან მისასვლელად დაბ.21,19

.

- წყალთან გამოსული რებეკა ხდება სასძლო დაბ.24,[13]-20.43-46

- წყალთან იხილა პირველად იაკობმა რახელი დაბ.29,[10].11

- წყალთან მოსული მოსე ხვდება მომავალ მეუღლეს გამ.2,[16]-21

- წყაროსთან შემოკრებილნი უფლის საქმეებზე ლაპარაკობენ და ადიდებენ ღმერთს მსაჯ.5,[11] ფს.67,26

- წყალზე გამოსულებმა იციან ქვეყნიერების საქმეები 1მფ.9,[11]

- შეუპოვრობა მტრის ხელში არსებული ჭიდან წყლის ასაღებად 2მფ.23,[15]-17

.

- წყურვილის მოკვლის სურვილი 3მფ.17,[10]

- წინასწარმეტყველება მადლით ხსნის წყალთან მისვლისა ეს.12,[3]; 41,17.18; 43,20; 44,4; 49,10; 55,1 იოან.4,[7]-15; 7,37 გმცხ.7,17; 22,17

- ვაი რომ არ მიდიან ღმერთის მოწოდებულ წყალთან და თავის ჭებს იღებენ იერ.2,13

.

- მწყემსები დავობენ "ჩვენი წყალიაო” დაბ.26,20-22

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 21

19. აუხილა ღმერთმა თვალები და დაინახა ჭა წყლით სავსე; ტიკი წყლით აავსო და ყრმასაც დაალევინა.

დაბადება 24

13. აჰა, ვდგავარ ჭასთან და სადაცაა ქალაქის მკვიდრთა ასულნი გამოვლენ წყლის ამოსახაპად.

14. ვეტყვი ქალწულს, მომიდრიკე შენი სურა, რომ წყალი დავლიო-მეთქი, და თუ მიპასუხა, შენც დალიე და აქლემებსაც დაგირწყულებო, სწორედ ის იქნება დადგენილი შენი მორჩილი ისაკისთვის”. ამით შევიტყობ, რომ სიკეთე უყავი ჩემს ბატონს”.

15. ჯერ ლაპარაკიც არ დაემთავრებინა, რომ მხარზე სურაშემოდგმული რებეკა გამოჩნდა, ბეთუელის, მილქასი და აბრაჰამის ძმის, ნახორის ძის ქალიშვილი.

16. ძალიან ლამაზი ქალწული იყო რებეკა, რომელსაც ჯერ მამაკაცი არ შეეცნო; ჩავიდა ჭასთან, სურა აავსო და ამოვიდა.

17. წინ მიეგება მსახური და სთხოვა: "ცოტა წყალი დამალევინე შენი სურიდან”.

18. მან უპასუხა: "დალიე, ბატონო”. სურა მხრიდან ჩამოიღო და დაალევინა.

19. წყურვილი რომ დაუცხრო, უთხრა: "შენი აქლემებისთვისაც ამოვხაპავ წყალს, ვიდრე არ დარწყულდებიან”.

20. სწრაფად ჩაცალა თავისი სურა გეჯაში და ისევ ჭისკენ გაეშურა წყლის ამოსახაპად. და ამოხაპა ყველა მისი აქლემისათვის.

43. აჰა, ვდგავარ წყაროსთან და ყმაწვილქალს, რომელიც წყლის ამოსაღებად მოვა, ვეტყვი, ცოტა წყალი დამალევინე-მეთქი შენი სურადან;

44. და რომელიც მეტყვის, შენც დაგალევინებ და შენს აქლემებსაც დავარწყულებო, სწორედ ის იქნება ქალი, რომელიც უფალმა ჩემს ბატონიშვილს გაუმზადა.’

45. ჯერ არ დამესრულებინა სიტყვა, რომ მხარზე სურაშემოდგმული რებეკა დავინახე. ჩავიდა ჭასთან და წყალი ამოიღო. ვუთხარი, დამალევინე-მეთქი.

46. მაშინვე ჩამოიღო სურა მხრიდან და მითხრა: დალიე და აქლემებსაც დაგირწყულებო. მეც დავლიე და აქლემებსაც დაალევინა.

დაბადება 26

20. და დავობდნენ გერარელი მწყემსები ისაკის მწყემსებთან: "ჩვენი წყალიაო”. და უწოდა ჭას სახელად ყესეკი რადგან დაობდნენ მასთან.

21. სხვა ჭა ამოიღეს და მასზეც შეედავნენ. და უწოდა სახელად სიტნა.

22. იქიდან გადაინაცვლა და სხვა ჭა ამოთხარა. მასზე აღარ შედავებიან; და უწოდა სახელად რეხობოთი და თქვა: "ამიერიდან გაგვაფართოვა უფალმა და ვიმრავლებთ ქვეყანაზე”.

დაბადება 29

10. და როდესაც დაინახა იაკობმა რახელი, თავის დედის ძმის, ლაბანის ასული, და მისი ცხვარი, მივიდა, ჭის პირიდან ქვა გადააგორა და დაარწყულა ბიძამისის ცხვარი.

11. აკოცა იაკობმა რახელს და ხმამაღლა აქვითინდა.

გამოსვლა 2

16. შვიდი ასული ჰყავდა მიდიანელ მღვდელს. მოვიდნენ, ამოხაპეს წყალი და აავსეს გობები მამისეული ფარის დასარწყულებლად.

17. მოვიდნენ მწყემსები და გაყარეს ისინი. ადგა მოსე, გამოესარჩლა და ფარაც დაურწყულა.

18. მოვიდნენ ქალები რეღუელთან, თავ-თავის მამასთან. ჰკითხა მამამ: "ასე ადრიანად რატომ დაბრუნდით დღეს?”

19. მიუგეს: "ერთმა ეგვიპტელმა კაცმა დაგვიცვა მწყემსებისგან, წყალიც ამოგვიხაპა და ფარაც დაარწყულა”.

20. უთხრა თავის ასულებს: "სად არის? რად მიატოვეთ ის კაცი? დაუძახეთ, პური ვაჭამოთ”.

21. და გადაწყვიტა მოსემ ამ კაცთან დარჩენა. კაცმა კი თავისი ასული, ციფორა მიათხოვა ცოლად.

მსაჯულნი 5

11. მეისრეთა ხმაზე მეტად ისმის წყაროსთან შემოკრებილთა ხმა; ისინი უფლის სიმართლის საქმეებზე ლაპარაკობენ; სიმართლის საქმეებზე, რომლებიც მის სოფლებში მცხოვრებთათვის მოიმოქმედა! მერე კი ჩავა უფლის ხალხი კარიბჭეებთან.

1მეფეთა 9

11. ქალაქის აღმართს რომ შეუყვნენ, წყლის ამოსახაპად გამოსული ყმაწვილქალები შემოხვდათ. ჰკითხეს: "არის აქ სადმე მხილველი?”

2მეფეთა 23

15. ინატრა დავითმა და თქვა: "აჰ, ნეტავ ვინმე ბეთლემის ჭის წყალს დამალევინებდეს, კარიბჭესთან რომ არის!”

16. გაარღვია ამ სამმა ძლიერმა კაცმა ფილისტიმელთა ბანაკი, ამოიღეს წყალი ბეთლემის ჭიდან, კარიბჭესთან რომ არის, წამოიღეს და მოუტანეს დავითს, მაგრამ არ ინდომა დავითმა მისი დალევა და უფალს დაუღვარა.

17. თქვა: "შორს იყოს ჩემგან, უფალო, ასეთი საქმის გაკეთება! განა ეს ამ კაცების სისხლი არ არის, თავი რომ ჩაიგდეს საფრთხეში!” არ ინდომა დავითმა წყლის დალევა. აი, ასე მოიქცა ეს სამი ვაჟკაცი.

3მეფეთა 17

10. ადგა და წავიდა ცარფათში; ქალაქის კარიბჭეს რომ მიადგა, აჰა, შეშას აგროვებს ქვრივი ქალი. დაუძახა და უთხრა: "გთხოვ, ცოტა წყალი მომიტანე ჭურჭლით, რომ დავლიო”.

ფსალმუნი 67

26. კრებულთა შორის ადიდეთ ღმერთი, უფალი, წყარო ისრაელისა.

ესაია 12

3. ამიტომ სიხარულით ამოხაპავთ წყალს გადარჩენის წყაროებიდან.

ესაია 41

17. ჩაგრულნი და გაჭირვებულნი წყალს ეძებენ და არ არის; წყურვილისგან უშრებათ ენა. მე, უფალი, ვუპასუხებ და ისრაელის ღმერთი, არ მივატოვებ.

18. კლდეებიდან გადმოვადენ მდინარეებს და შუაგულ მინდვრებში წყაროებს გავაჩენ, უდაბნოს წყალსატევად ვაქცევ და გვალვიან მიწას - წყაროებით ავავსებ.

ესაია 43

20. განმადიდებენ მინდვრის მხეცები, ტურები და სირაქლემები, რადგან წყალი მივეცი უდაბნოს, ხრიოკს - მდინარეები, რათა წყალი ასვან ჩემს ხალხს, ჩემს რჩეულთ.

ესაია 44

4. აღმოცენდებიან ისინი ბალახებს შორის, როგორც ტირიფები წყლის ნაკადებთან.

ესაია 49

10. არც მოშივდებათ, არც მოსწყურდებათ და არც პაპანაქება მზე დალახვრავს, რადგან მათი შემბრალებელი წარუძღვება მათ და წყლის ნაკადულებთან მიიყვანს.

ესაია 55

1. ჰოი, ყოველნო მწყურვალნო, მოდით წყლებთან; და ფულის უქონელნო, მოდით, იყიდეთ და ჭამეთ; დიახ, მოდით, იყიდეთ ღვინო და რძე უფულოდ და უსასყიდლოდ.

იერემია 2

13. "რადგან ორი ბოროტება ჩაიდინა ჩემმა ხალხმა: მე, ცოცხალი წყლების წყარო, მიმატოვეს და ამოკვეთეს თავიანთთვის ჭები, დანგრეული ჭები, წყალს რომ ვერ იკავებენ.

იოანე 4

7. მოვიდა სამარიელი დედაკაცი წყლის ამოსაღებად. უთხრა იესომ: "წყალი დამალევინე,”

8. რადგან მისი მოწაფეები ქალაქში იყვნენ წასული საჭმლის საყიდლად.

9. სამარიელმა დედაკაცმა უთხრა: "შენ, იუდეველი, სამარიელ დედაკაცს როგორ მთხოვ, დამალევინეო? იუდევლებს ხომ ურთიერთობა არა აქვთ სამარიელებთან”.

10. უპასუხა იესომ: "შენ რომ იცოდე ღვთის საჩუქარი და ის, თუ ვინ გთხოვს, წყალი დამალევინეო, შენ თვითონ სთხოვდი მას და ისიც მოგცემდა ცოცხალ წყალს”.

11. უთხრა დედაკაცმა: "ბატონო, არც ჭურჭელი გაქვს და ეს ჭაც ღრმაა. საიდან გაქვს ცოცხალი წყალი?

12. ნუთუ შენ ჩვენს მამა იაკობზე მეტი ხარ, რომელმაც მოგვცა ეს ჭა და აქედან სვამდა თვითონაც, მისი ძენიც და მისი საქონელიც?”

13. მიუგო იესომ და უთხრა მას: "ყველას, ვინც ამ წყალს დალევს, კვლავ მოსწყურდება.

14. ხოლო ვინც იმ წყალს დალევს, რომელსაც მე მივცემ, საუკუნოდ აღარ მოსწყურდება; რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, მასში იქცევა წყლის წყაროდ, რომელიც საუკუნო სიცოცხლედ იდინებს”.

15. დედაკაცმა უთხრა: "ბატონო, მომეცი ის წყალი, რომ აღარ მომწყურდეს და აღარც წყლის ამოსაღებად მოვიდე აქ”.

იოანე 7

37. დღესასწაულის უკანასკნელ დიდ დღეს ადგა იესო, შესძახა და თქვა: "თუ ვინმეს სწყურია, მოვიდეს ჩემთან და დალიოს;

გამოცხადება 7

17. ვინაიდან კრავი, რომელიც ტახტის შუაშია, დამწყემსავს მათ და სიცოცხლის წყლის წყაროსკენ გაუძღვება; და ღმერთი მოსწმენდს ცრემლს მათ თვალთაგან”.

გამოცხადება 22

17. სული და სასძლო ამბობენ: "მოდი!” გამგონემაც თქვას: "მოდი!” მწყურვალი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი.

__თემაზე წერდნენ__

***

დაბ.21,19 გამოთქმა "აუხილა თვალი" წმ. წერილში ხშირად გადატანითი მნიშვნელობით გამოიყენება და "ხარისხობრივად ახალ დონეზე აზროვნებისა და წვდომის უნარს" ნიშნავს. მოცემულ შემთხვევაში აგარს თვალი თავად ღმერთმა აუხილა... ანუ შეატყობინა თავისი გამოცხადება, გამოაცოცხლა მისი სული, აჩვენა გზა, ასე რომ, მან დაინახა ადგილი, სადაც წყლის ნაკადული მოედინებოდა.

__ ბიბლია განმარტებებით ტ.1 __

***

ჭები, რომელთა გარშემოც თავს იყრიდნენ მწყემსები, იყო ის ადგილი, სადაც ყველაზე მეტად იყო შესაძლებელი ადამიანთნ შეხვედრა, ამიტომაც დაჯდა მოსე წყალთან.

გამ.2,16-21 მოსემ სამართლიანობა დაიცვა, რადგანაც ჭები საერთო სარგებლობაში იყო.

__ ბიბლია განმარტებებით ტ.1 __

***

მსაჯ.5,11 ყველგან, სადაც შეიკრიბებით, ჭეშმარიტ უფალს უგალობებდითო.

__ ბიბლია განმარტებებით ტ.3 __

***

2მფ.23,15-17 დავითს ცივი წყლის დალევა მოუნდა ბეთლემის ჭიდან, (სადაც მტერი იყო დაბანაკებული. 3 გმირი გაემართება, მათი გაბედულების შემყურე მტერმა იერიში არ მიიტანა მათზე.) მეფემ აღარ ისურვა მოტანილი წყლის დალევა, რადგან სიცოცხლის გაწირვის ფასად მოერთვა. უფალმა იხსნა ისინი და დავითმა უფლის წინაშე დაღვარა წყალი, როგორც შესაწირავი.

__ ბიბლია განმარტებებით ტ.4 __

***

ეს.12,3 ესაია მომავალი სიხარულის გადმოსაცემად თანატომელებისთვის კარგად გასაგებ მაგალითს იშველიებს. აღთქმულ მიწაზე წყალი დიდად ფასობდა, რადგან განსაკუთრებით ზაფხულში ძლიერი გვალვისას წყაროები და მდინარეები შრებოდა.

"სიხარულით ამოხაპავთ წყალს" - აქ წყალი იმედის სიმბოლოდ წარმოგვიდგება, ის მოედინება ხსნის წყაროებიდან (ეს.43,20; 55,1)

ხსნის წყაროებში უნდა მოვიაზროთ უფლის მხსნელი სწავლება (ფს.67,27)

ესაია წინასწარმეტყველებს მადლის სიუხვეს, რომელსაც სამყაროში მოსული მესია მიანიჭებს.

__ ბიბლია განმარტებებით ტ.10 __

***

იოან.4,7 როდესაც უფალი იესო დაჯდა ჭასთან, მოვიდა ქალი წყლის ამოსაღებად. თუ იყო შუადღე, როგორც ამტკიცებენ ზოგიერთი კომენტატორები, მაშინ ეს არ იყო ქალებისთვის შესაფერისი დრო წყლის მოსატანად წასასვლელად, რადგან დიდი სიცხეები იცის იქ . ეს ქალი კი ზნედაცემული ცოდვილი იყო და, როგორც ჩანს, აირჩია ეს ჟამი სირცხვილის გრძნობის გამო, იცოდა რა, რომ არავინ იქნებოდა მისი მხილველი.

რა თქმა უნდა, უფალმა იცოდა, რომ იგი მოვიდოდა ჭასთან ამ დროს. იცოდა მისი სულის წყურვილი, ამიტომ გადაწყვიტა შეხვედროდა და გაენთავისუფლებინა ცოდვილი ცხოვრებისგან.

__ მაკდონალდის კომენტარები __

-----------------------------

სურათზე: სიქსტის კაპელის მოხატულობის ფრაგმენტი "მოსე და რეღუელის ასულები"