1.7.18 Врач - целитель, доктор

Быт.50,2 Вт.32,39; 2Пар.16,12 Иов.13,4 Пс.102,313,4 Пр.17,22 Матф.9,12 Мар.2,17; 5,26 Лук.4,23; 5,31 Кол.4,14

.

=1.7.18 Physician (Eng.)

Gen.50,2 Deu.32,39; 2Chr.16,12 Job.13,4 Ps.102,313,4 Pr.17,22 Mat.9,12 Mar.2,17; 5,26 Luk.4,23; 5,31 Col.4,14

.

=1.7.18 Médecin (French)

Gen.50,2 Deu.32,39; 2Chr.16,12 Job.13,4 Ps.102,313,4 Pr.17,22 Mat.9,12 Mar.2,17; 5,26 Luk.4,23; 5,31 Col.4,14

1.7.18 მკურნალი - ექიმი

- ღმერთია ჭეშმარიტი მკურნალი რჯ.32,39 ფს.102,3

- მკურნალები აკეთებდნენ შემურვას დაბ.50,2

- ასა ენდობოდა მათ და არა ღმერთს 2ნეშ.16,12

- იობის მეგობრები უვარგისი მკურნალები არიან იობ.13,4

- სიმბოლურად: მხიარული გული კარგი მკურნალია იგავ.17,22

- ესაჭიროებათ ავადმყოფებს მათ.9,12 მარ.2,17 ლუკ.5,31

- მათი შრომის ანაზღაურება მარ.5,26

- ანდაზა: მკურნალო, განიკურნე შენი თავი ლუკ.4,23

- მკურნალი იყო ლუკა კოლ.4,14

ბიბლიის მუხლები

დაბადება 50

2. უბრძანა იოსებმა თავის მსახურ მკურნალებს, შეემურვათ მამამისი. და შემურვეს მკურნალებმა ისრაელი.

მეორე რჯული 32

39. ამიერიდან იცოდეთ, რომ ეს მე ვარ, მე! და არ არის ღმერთი ჩემს გარდა! მე ვკლავ და მე ვაცოცხლებ, მე ვგმირავ და მე ვკურნავ. ვერავინ დაიხსნის ჩემი ხელიდან.

2ნეშტთა 16

12. თავისი მეფობის ოცდამეცხრამეტე წელს ასას ფეხები დაუსნეულდა. ძალზე მძიმე იყო მისი სენი, მაგრამ თავის სნეულებაშიც კი არ ეძებდა უფალს, არამედ მკურნალებს.

იობი 13

4. თქვენ კი სიცრუის მთხზველები ხართ, უვარგისი მკურნალნი ხართ ყველანი.

ფსალმუნი 102

3. ის არის შემნდობი ყველა შენი ბრალისა, მკურნალი ყველა შენი სნეულებისა.

იგავნი 17

22. მხიარული გული კარგი მკურნალია, მწუხარე სული კი ძვლებს ფიტავს.

მათე 9

12. ხოლო იესომ გაიგონა ეს და უთხრა მათ: კარგად მყოფთ კი არ სჭირდებათ მკურნალი, არამედ ავადმყოფთ.

მარკოზი 2

17. ეს რომ გაიგონა, იესომ უთხრა მათ: კარგად მყოფთ კი არ სჭირდებათ მკურნალი, არამედ ავადმყოფთ: მართალთა სახმობლად კი არ მოვედი, არამედ ცოდვილთა სინანულად.

მარკოზი 5

26. ბევრი რამ დაეთმინა მრავალი მკურნალის ხელში, და დაეხარჯა ყველაფერი, რაც ებადა, მაგრამ არაფერში წასდგომოდა და, პირიქით, უარესად შექმნილიყო, -

ლუკა 4

23. და უთხრა მათ: ცხადია, თქვენ მეტყვით ანდაზას: მკურნალო, განიკურნე შენი თავი: აქაც, შენს მამულშიც მოახდინე, რაც მოგიხდენია კაპერნაუმში, როგორც გავიგეთ.

ლუკა 5

31. მიუგო იესომ და უთხრა მათ: კარგად მყოფთ კი არ სჭირდებათ მკურნალი, არამედ ავადმყოფთ.

კოლასელთა 4

14. მოგიკითხავთ ლუკა, საყვარელი მკურნალი, და დემასი.

-----------------------------

კრისტაოს ამინოს ნახატი: მოციქული პავლე და მახარებელი ლუკა, რომელსაც უწოდა საყვარელი მკურნალი